08 სექტემბერი, 2017
რკალი უკეთესია - ახალი ეტაპი ტელევიზორების ტექნოლოგიურ განვითარებაში
ალბათ, ბევრს გსმენიათ ტელევიზორების ტექნოლოგიური ტერმინების შესახებ, რომლებიც ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. მაგრამ რა ვიცითიმ ფუნქციონალურობისა და უპირატესობების შესახებ, რომლებსაც გვთავაზობენ პლაზმური, LCD, LED, 3D და Curved ტელევიზორები?

Curved TV-ის (ტელევიზორი რკალისებური ეკრანით, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია) მთავარი უპირატესობა გამოსახულების უკეთესი და მოხერხებული აღქმაა.

რკალისებური ეკრანი გამოსახულებას მაქსიმალურად მკვეთრს ხდის, ხოლო ეკრანის სიმრგვალეტელევიზორის ყურებისასამცირებს თვალების მოძრაობას და დაძაბვას, რაც კიდევ უფრო მეტად იცავს თვალს გადაღლისაგან. აღნიშნულთან დაკავშირებით კვლევაც კი ჩატარდა. მონაწილეებს შორის, რომლებიც რკალისებურ
ეკრანს უყურებდნენ, მხოლოდ მცირე ნაწილი უჩიოდა თვალების გადაღლას და მხედველობის გაბუნდოვნებას (ინფორმაციის წყარო: ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მიერ ჩატარებული ბრტყელი და რკალისებული ეკრანების შედარების კვლევა).

აქვე დავამატებთ, რომ ტელევიზორების ტექნოლოგიური ევოლუციის ბოლო ტენდენციების გათვალისწინებით, Curved ტელევიზორები სრულყოფილებას მატებენ ინტერიერს და თანამედროვე ხელოვნების კონცეფციას ქმნიან.

ახლა კი დავუბრუნდეთ წარსულს და თვალი გადავავლოთ ტელევიზორების ტექნოლოგიური ევოლუციის გზას: 

წარსულის ელექტრონულ-სხივური ტელევიზორების შემდეგ გამოჩნდა პლაზმური ტელევიზორები, რომლებმაც სრულიად შეცვალეს წარმოდგენა აღნიშნულ ტექნოლოგიაზე. ახალი ტრენდების მიუხედავად, პლაზმური ტელევიზორები დღესაც არ კარგავენ აქტუალურობას. თუმცა მათ აქვთ ერთი მნიშვნელოვანი მინუსი - ეს ტელევიზორები არ არიან საიმედონი და პიქსელების ამოწვის შედეგად კარგავენ განათების უნარს.

LCD ტელევიზორების განათებას ფლუორესცენტური და ლიუმინესცენტური ნათურები ასრულებდნენ, რომლებმაც უახლოეს წარსულში ტექნოლოგიური ინოვაცია შექმნეს... მათ მთავარ უპირატესობას წარმოადგენდა ის, რომ ისინი თავის წინამორბედებისგან განსხვავებით გაცილებით ნაკლებ ზიანს აყენებდნენ მხედველობას.  

შედარებით თხელი LED ტელევიზორები წარმოადგენენ თხევად-კრისტალურ ტექნოლოგიას (LCD), რომლებშიც ქვედა განათებისთვის გამოიყენება შუქ-დიოდები. მწარმოებლების თქმით, შუქ-დიოდების გამოყენებითიზრდებაგამოსახულების სიკაშკაშე, კონტრასტულობა და სიმკვეთრე. ეს კი, თავის მხრივ, გამოსახულების აღქმას გაცილებით კომფორტულს და მოსახერხებელს ხდის, ამასთან 40%-მდე ამცირებს ელექტროენერგიის მოხმარებას.

3D ტელევიზორებს სტერეოსკოპული გამოსახულების შესაქმნელად ერთდროულად რამდენიმე დისპლეის გამოყენებით შეუძლიათ 3D რეჟიმში მუშაობა, ამით კი გამოსახულებას კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდიან. სრულყოფილი 3D გამოსახულების მისაღებად საჭირო ხდება 3D სათვალის გამოყენება. თუმცა ეს არ არის იდეალური გადაწყვეტილება.

ევოლუციას, რომლის შედეგადაც შეიქმნა CurvedTV-ის კონცეფცია, დამაჯერებელი ნაბიჯებით შემოჰყავს მომავალი ჩვენს სახლებში.

CurvedTV -რკალი უკეთესია.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS