თამარ რაზმაძე თბილისის მკვიდრია. ჰყავს მეუღლე და 3 შვილი. მოგებაზე არასოდეს უოცნებია, როგორც თავად ამბობს, მას ეს ყველაფერი დაუჯერებლად მიაჩნდა, თუმცა „ნატახტარის ლიმონათის“ მართლაც „ჯადოსნურმა გათამაშებამ“ ეს დამოკიდებულება რადიკალურად შეუცვალა: „მოგების არასოდეს მჯეროდა, მოულოდნელი იყო, თავი ახლაც სიზმარში მგონია. მაშინვე მეუღლეს ვახარე. მან კიდევ მეტად გამახარა, როცა გამაგებინა, რომ პარიზის დისნეილენდში ორკაციანი კი

ქ-ნი თამარის ოჯახი ხშირად ყიდულობს ნატახტარს და მისი ერთგული მომხმარებელია. არასოდეს ყოფილა დისნეილენდში. როგორც თავად ამბობს, ბავშვობის ოცნებასავით იყო: „ძალიან მიყვარს ნატახატრის ლიმონათი, ხშირად ვყიდულობ, განსაკუთრებით მაშინ როცა ბავშვებთან ერთად ვსეირნობთ. არასოდეს ვყოფილვარ დისნეილენდში, მუდამ იქ წასვლაზე ვოცნებობდი, პატარებსაც ვპირდებოდი, რომ როდესმე წავიყვანდით, მაგრამ ესე მთელი ოჯახით რომ წავსულოყავით ალბათ, კიდევ დიდი ხანი ვერ შევძლებდით. ამიტომაც, ეს ნამდვილი სურპრიზი იყო ჩვენთვის, სიმართლე გითხრათ არც ველოდი და ვერც დავიჯერე, რომ წავიკითხე ვიფიქრე მეჩვენებათქო, თურმე არ მეჩვენებოდა, მართალი იყო... ოცნებები ხდება."
