პროგრამა რამდენიმე მნიშვნელოვანი თავისგან შედგება, რომელიც მუნიციპალიტეტებისთვის მათ ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბენეფიციართა დამხმარე ერთგვარ სახელმძღვანელოს წარმოადგენს.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ერთობლივი მუშაობისშედეგებზე, შემუშავებულ რეკომენდაციების პაკეტებზე, იმისთვის რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა
“ჩვენ განვიხილეთ ადვოკატობის კამპანიის ფარგლებში შემუშვებული პროგრამის ერთ-ერთ ნაწილს, რომელიც ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერას ითვალისწინებს. ეს არის ერთგვარი დოკუმენტი - გზამკვლევი, რომლითაც ჩვენ საშუალებას მივცემთ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, ადგილობრივ მართველობას, რათა მოახდინონ მათ ხელთ არსებული რესურსების მობილიზება ზრუნვის სისტემიდან ანუ 18 წელს მიღწეული ახალგზარდების მხარდასაჭერად. ეს არის პროექტი, რომელიც ერთი თვის წინ დავიწყეთარასამთავრობო ორგანიზაცია „კოალიციაბავშვებისადაახალგაზრდებისათვის“ ერთად , ფინანსურ მხარდაჭერას, ამ შემთხვევაში, კომპანია „ნატახტარი“ გაუწევს,“ - განმარტა კომპანია „ნატახტარის“ კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.

„ზოგადად ძალიან კარგი პროგრამაა, მაგრამ მიმაჩნია,რომ დახვეწას საჭიროებს. პრობლემების უკეთ გამოკვეთის მიზნით, გამომდინარე ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას კოალიციასთან, რომ ეს პროგრამა უფრო მოქნილი იყოს, საჭიროებებზე მორგებული და რეალურად იმ ახალგაზრდებისთვის დახმარება იყოს, რომლებსაც ეს სჭირდებათ,“ - მიაჩნია ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს ნინო ოდიშარიას.

დასასრულს, მხარეებმა სახელმწიფო და კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება. კომპანია „ნატახტარი“ მზად არის მისი სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მხარი დაუჭიროს აღნიშნული პროგრამის გავრცელებას რეგიონებში. სახელმწიფო სტურეტურების წარმომადგნელბი მიესალმებიან აღნიშნულ ინიციატივას და მზად არიან რეკომენდაცია გაუწიონ ადგილობრივ თვითმმართველობებს პროგრამის გამოყენებასთან დაკავშირებით მრგვალ მაგიდაში ასევე მონაწილეობდნენ კოალიციის საბჭოს წევრები, „ფონდი ნატახტარის“, „ასოციაციაჩვენისახლი - საქართველოს“, კომპანია „ნატახტარის“, ჯანდაცვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ ივლისის დასაწყისში კომპანია „ნატახტარსა“ და „კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანს ზრუნვის სისტემიდან გასული ახლგაზრდების მხარდაჭერაწარმოადგენდა. ადვოკატობის კამპანია ითვალისწინებდა ცენტრალური და ადგილობრივი თვითმართველობის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობას და მომზადებული რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფას. კამპანიის ფარგლებში მოეწყო რამდენიმე სამუშაო შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან.