ბარბი რუსეთიდან - კრისტინა პიმენოვა
დღეს გოგონა ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და ნიუ-იორკში მოდელად მუშაობს, სხვადასხვა პერსპექტიული ბრენდის რეკლამებში იღებენ და ყოველწლიურად სულ უფრო პოპულარული და წარმატებული ხდება.
მასობრივი საშუალებები, უცხოური საინფორმაციო ინტერნეტ-პორტალი მისი უჩვეულო სილამაზით, ქარიზმითა და ასეთ ადრეულ ასაკში მუშაობის დიდი სურვილით აღფრთოვანებულები არიან.
პატარა ვარსკვლავის სამოდელო კარიერა 3 წლის ასაკში დაიწყო - დედამ კრისტინა ამ
ლამაზმანი დედა-შვილი მიზნისკენ ჭორებისა და მითქმამოთქმის მიუხედავად წინ თამამად მიიწევენ.
კრისტინა სრულყოფილი სილამაზის პროტოტიპად მიიჩნევა. მას სავსე ტუჩები, დიდი, ლამაზი თვალები, კოხტა ცხვირი და გრძელი თმა აქვს - ნამდვილი თოჯინა ბარბია.
კრისტინა საკუთარ ინსტაგრამ და ფეისბუქ გვერდებზე ფოტოებს რეგულარულად აქვეყნებს, თაყვანისმცემლებს მის წარმატებებზე უყვება. ნორჩი ლამაზმანი მოდელი, გულმოდგინედ მუშაობს, რაც ყურადღებასა და აღფრთოვანებას იწვევს მთელს მსოფლიოში.
ლეა ხიმშიაშვილი