08 ოქტომბერი, 2013
რა აუვარდა თავში ოთარ ტატიშვილს
სანამ ამდენჯერ დაარეკვინებთ ჟურნალისტს, ალოდინებთ კართან ან ტელეფონის ყურმილთან, ჯობს, გამოიყენოთ ეს სიტყვა და ზრდილობიანად თქვათ უარი ოთარ ტატიშვილი მაყურებელმა გაიცნო სერიალიდან ''შუა ქალაქში'' . ეს ჯერ კიდევ მაშინ ხდებოდა, როცა სერიალი ახალი დაწყებული იყო და სატელევიზიო სივრცეში საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდა.

ბევრი ამბობდა, რომ ოთარი ექიმობასთან ერთად კარგი მსახიობიც გამოდგა, ბევრი იმასაც ამბობდა, ეგ კაცი ეგეთია, სულ არ თამაშობსო. ასე იყო თუ ისე, ახალბედა მსახიობი, მსუქანი ექიმი ირაკლი ჩხეიძე მაყურებელმა მალე შეიყვარა. 

ექიმი ტატიშვილი
პრესის ფურცლებზეც გამოჩნდა და გულახდილი ინტერვიუებიც არ დაიშურა ჟურნალისტებისთვის. იყო დრო, როცა მსახიობი, მოცეკვავე, ტელე და რადიოწამყვანი, ექიმი და ახლა უკვე ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ჟიურის წევრი ტატიშვილი თავად გვსტუმრობდა რედაქციაში და გულდასმით ასრულებდა ჟურნალისტის მიერ მიცემულ დავალებას.

''ღამის შოუს'' სტუდიამ ჩათვალა, რომ ის კიდევ უფრო უნდა დაეტვირთა სატელევიზიო სივრცეში და ახალი გადაცემა ''ოთარ ტატიშვილის შოუ'' გაუკეთა. ამისთვის მსახიობმა წონა ისე დაიკლო, პიჯაკი რომ არა, ანორექსიას დავაბრალებდით.

მას მერე ბევრმა წყალმა (მთავრობამაც და ტელევიზიის ხელმძღვანელობამაც) ჩაიარა. ოთარი ყველა მათგანს კარგად მოერგო. იყო დრო, როცა ციყვის, დათვის, აღარც მახსოვს, კიდევ რომელი ცხოველის ფორმაში გვევლინებოდა და ცინიკურად მოიხსენებდა დღეს უკვე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას.

დღეს ''ნაცებს'' აქილიკებს, ''ქოცები'' გადაცემაში საპატიო ადგილას უზის და ხან ერთს, ხან მეორეს, ხან მესამეს ჯანდაცვის მინისტრის სავარძელს სთხოვს. ხუმრობით ალბათ (აი, ხუმრობა, ძმაო!), აბა, ის რა ხუმრობაა, ჟურნალისტს რომ მისწერ, დაიკიდე, რედაქტორი თუ გაწუხებსო. ვერ მიხვდით, ხომ? ახლავე მოგიყვებით.

მოკლედ, იმის გამო, რომ ამ ჩვენს სუპერმოცეკვავესა და ტელეწამყვანს დიდი ხანია პრესისთვის ინტერვიუ არ მიუცია და საკმაოდ ბევრი კითხვა დაგროვდა მასთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ, დაგვერეკა და ინტერვიუ გვეთხოვა. პასუხი პირველ ზარზე:

- მოდი, გავიდეს ჯერ გადაცემა ეთერში (სეზონი ჯერ დაწყებული არ იყო), დავიქოქებით და მერე ჩავწეროთ. პასუხი მეორე ზარზე: - მოდი, კიდევ ორ გადაცემას შევხედოთ და მერე დამირეკე, უკაცრავად, რომ გალოდინებთო. მობოდიშება განსაკუთრებით მესიამოვნა და კვლავ მოთმინებით ველოდი შემდეგი ორი კვირა.მაგრამ მესამე ზარზე პასუხი ვერ მივიღე. ამიტომ მესიჯი მივწერე. ჩვენ შორის დაახლოებით ასეთი მიმოწერა შედგა.

- ბატონო ოთარ, შეგაწუხეთ ძალიან, მაგრამ რა ვქნა, მეც მაწუხებენ. როდის ჩავწეროთ დაპირებული ინტერვიუ?
- ვინ გაწუხებს?
- რედაქტორი.
- დაიკიდე, მთავარია, ალერგიამ არ შეგაწუხოს (იხუმრა. ავტ.).

ამით ჩვენი ''მოლაპარაკებები'' დასრულდა. სავარაუდოდ, ოთარმა ეს ხუმრობა გამოიმეტა ჩვენთვის ინტერვიუს სანაცვლოდ. არ ვიცი, რა აუვარდა ტელეწამყვანს თავში: დაკლებული კილოგრამები, ახალი სეზონი, ჟიურის წევრობა თუ გია სურამელაშვილთან მეგობრობა, მაგრამ ფაქტი ერთია, რაღაც ნამდვილად აუვარდა!

ამ წერილით ერთი რამის თქმა მინდა: ჩემო ძვირფასო რესპონდენტებო, ქართულ ენაში გვაქვს მეტისმეტად საჭირო სიტყვა ''არა'' , რომელიც უარყოფას ნიშნავს და სანამ ამდენჯერ დაარეკვინებთ ჟურნალისტს, ალოდინებთ კართან ან ტელეფონის ყურმილთან, ჯობს, გამოიყენოთ ეს სიტყვა და ზრდილობიანად თქვათ უარი, როგორც ამას აკეთებენ სხვა რესპონდენტები.

ამით საკუთარ დროსაც დაზოგავთ და ჩვენსასაც. არ ვიცი, სამედიცინო ენაზე ეს ''არა'' ითარგმნება თუ არა, მაგრამ სავარაუდოდ, ადრესატი გაიგებს.

ჟურნალი ''რეიტინგი''
დიჯეი ბუკლე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 51 /
მე
არ მიყვარს ტატიშვილი. მაგრამ აქ ძალიან გაზვიადებულია მისი უარი. გითხრა ხუმრობით, მერე რა? რას გეწყინა? შენც გეპასუხა დავიკიდე და მტკივა და მაგიტომ გაწუხებ თქო. ასე საჯაროდ რაა გამოსატანი???როგორ გაბედა ასთი რამის თქმა?! ნწ,ნწ,ნწ!
12:47 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ლადო ცანცარაა
ყველაფერს სამიანზე აკეთებს.არ არის ნიჭიერი კაცი.სამოსანია რა.
12:25 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
რა არის გასაკვირი მაგაში რომ არ სცალია, ვერ მოახერხა, ვერ მოიცალა...ყველაფერში ცუდის და უარყოფითის დანახვა არ შეიძლება...ძალიან მიყვარს ოთარი და ვთვლი რომ საერთოდ არაფერი ავარდნია თავში, პირიქით თავმდაბალი ადამიანია, უნიჭიერესი რასაც აკეთებს ყველა საქმეში..
12:20 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
თამილა
რატომ ვერ ვიტანთ ნიჭიერ ადამიანს? ოთარ ტატიშვილი მგონი ყველას უყვარს და ამიტომ უნდა დაწეროთ მაინცდამაინც ბოღმიანი სტატია ამ პიროვნებაზე?
11:51 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
დატო
ბუკლე ხარ ტუ ბუ.ლე. პირველი რაც უნდა იცოდე ოთარა სჰუა ქალაქიდან არ გაუცვნია საზოგადოებას. დზალიან ცნობილი კვნ ის მოთამაშე იყო და კვნ ის ერტერტი ძლიერი გუნდის კოზანოსტრას ლიდერი. შენნაირი ნაც-ქოცები მაგრა კიდია ზოგადად და რო იცნობდე გეცოდინებოდა. ტავისი ცხოვრებით ცხოვრობს და ტავის საქმეებს შენგან განსხვავებიტ ძალიან კარგად აკეტებს
11:39 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
რეიტინგს, ბუკლეს
ამბიციები თქვენ, ვაი ჟურნალისტებმა რომ მოთოკოთ უკეთესი იქნებოდა. გიფიქრიათ ოდესმე იმაზე რომ ადამიანს შეიძლება ცუდი პერიოდი ჰქონდეს ცხოვრებაში და თქვენი იდიოტური ინტერვიუები უდროო და უადგილო იყოს?! მერე გამოდიხართ და წიკვინს იწყებთ... მამა გარდაეცვალა ცნობისათვის ოთარს და ჭირისუფალია. ჯერ ეგ გაგერკვია და მერე გენთხია ეს ბოღმები სტატიაში.
11:34 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
რა გაუწყალეთ ამ კაცს გული. უაზრო კითხვებზე საპასუხოდ სად სცალია.რაღაც ამ ბოლოდროს ძალიან ერჩით.
11:13 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
რას ერჩით ამ კაცს?!
10:31 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
იცით რა არ მესმის?რა გჭირთ ამ ჟურნალისტებს?რამ გაგაბოროტათ?ყველაზე უარყოფითი სტატიის დაწერა სიამოვნებას განიჭებთ?მე პირადად დავიღალე ამ უარყოფითი სტატიებით
09:48 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ირმიკო ვასიკოს
ვასიკო, თქვენს მზეს მიხედეთ და თქვენს ურინას. ტოჟე მნე თავში ავარდნა, პასუხს რომ გცემთ , მისი დღის რეჟიმის პატრონი, კიდევ ბევრს ნიშნავს. ისეთივე ზრდილია და თავმდაბალია , როგორიც იყო. ყველას აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს როდის და სად გამოჩნდეს . ოთარის სტუდენტი
09:44 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS