08 ოქტომბერი, 2013
რა აუვარდა თავში ოთარ ტატიშვილს
სანამ ამდენჯერ დაარეკვინებთ ჟურნალისტს, ალოდინებთ კართან ან ტელეფონის ყურმილთან, ჯობს, გამოიყენოთ ეს სიტყვა და ზრდილობიანად თქვათ უარი ოთარ ტატიშვილი მაყურებელმა გაიცნო სერიალიდან ''შუა ქალაქში'' . ეს ჯერ კიდევ მაშინ ხდებოდა, როცა სერიალი ახალი დაწყებული იყო და სატელევიზიო სივრცეში საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდა.

ბევრი ამბობდა, რომ ოთარი ექიმობასთან ერთად კარგი მსახიობიც გამოდგა, ბევრი იმასაც ამბობდა, ეგ კაცი ეგეთია, სულ არ თამაშობსო. ასე იყო თუ ისე, ახალბედა მსახიობი, მსუქანი ექიმი ირაკლი ჩხეიძე მაყურებელმა მალე შეიყვარა. 

ექიმი ტატიშვილი
პრესის ფურცლებზეც გამოჩნდა და გულახდილი ინტერვიუებიც არ დაიშურა ჟურნალისტებისთვის. იყო დრო, როცა მსახიობი, მოცეკვავე, ტელე და რადიოწამყვანი, ექიმი და ახლა უკვე ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ჟიურის წევრი ტატიშვილი თავად გვსტუმრობდა რედაქციაში და გულდასმით ასრულებდა ჟურნალისტის მიერ მიცემულ დავალებას.

''ღამის შოუს'' სტუდიამ ჩათვალა, რომ ის კიდევ უფრო უნდა დაეტვირთა სატელევიზიო სივრცეში და ახალი გადაცემა ''ოთარ ტატიშვილის შოუ'' გაუკეთა. ამისთვის მსახიობმა წონა ისე დაიკლო, პიჯაკი რომ არა, ანორექსიას დავაბრალებდით.

მას მერე ბევრმა წყალმა (მთავრობამაც და ტელევიზიის ხელმძღვანელობამაც) ჩაიარა. ოთარი ყველა მათგანს კარგად მოერგო. იყო დრო, როცა ციყვის, დათვის, აღარც მახსოვს, კიდევ რომელი ცხოველის ფორმაში გვევლინებოდა და ცინიკურად მოიხსენებდა დღეს უკვე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას.

დღეს ''ნაცებს'' აქილიკებს, ''ქოცები'' გადაცემაში საპატიო ადგილას უზის და ხან ერთს, ხან მეორეს, ხან მესამეს ჯანდაცვის მინისტრის სავარძელს სთხოვს. ხუმრობით ალბათ (აი, ხუმრობა, ძმაო!), აბა, ის რა ხუმრობაა, ჟურნალისტს რომ მისწერ, დაიკიდე, რედაქტორი თუ გაწუხებსო. ვერ მიხვდით, ხომ? ახლავე მოგიყვებით.

მოკლედ, იმის გამო, რომ ამ ჩვენს სუპერმოცეკვავესა და ტელეწამყვანს დიდი ხანია პრესისთვის ინტერვიუ არ მიუცია და საკმაოდ ბევრი კითხვა დაგროვდა მასთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ, დაგვერეკა და ინტერვიუ გვეთხოვა. პასუხი პირველ ზარზე:

- მოდი, გავიდეს ჯერ გადაცემა ეთერში (სეზონი ჯერ დაწყებული არ იყო), დავიქოქებით და მერე ჩავწეროთ. პასუხი მეორე ზარზე: - მოდი, კიდევ ორ გადაცემას შევხედოთ და მერე დამირეკე, უკაცრავად, რომ გალოდინებთო. მობოდიშება განსაკუთრებით მესიამოვნა და კვლავ მოთმინებით ველოდი შემდეგი ორი კვირა.მაგრამ მესამე ზარზე პასუხი ვერ მივიღე. ამიტომ მესიჯი მივწერე. ჩვენ შორის დაახლოებით ასეთი მიმოწერა შედგა.

- ბატონო ოთარ, შეგაწუხეთ ძალიან, მაგრამ რა ვქნა, მეც მაწუხებენ. როდის ჩავწეროთ დაპირებული ინტერვიუ?
- ვინ გაწუხებს?
- რედაქტორი.
- დაიკიდე, მთავარია, ალერგიამ არ შეგაწუხოს (იხუმრა. ავტ.).

ამით ჩვენი ''მოლაპარაკებები'' დასრულდა. სავარაუდოდ, ოთარმა ეს ხუმრობა გამოიმეტა ჩვენთვის ინტერვიუს სანაცვლოდ. არ ვიცი, რა აუვარდა ტელეწამყვანს თავში: დაკლებული კილოგრამები, ახალი სეზონი, ჟიურის წევრობა თუ გია სურამელაშვილთან მეგობრობა, მაგრამ ფაქტი ერთია, რაღაც ნამდვილად აუვარდა!

ამ წერილით ერთი რამის თქმა მინდა: ჩემო ძვირფასო რესპონდენტებო, ქართულ ენაში გვაქვს მეტისმეტად საჭირო სიტყვა ''არა'' , რომელიც უარყოფას ნიშნავს და სანამ ამდენჯერ დაარეკვინებთ ჟურნალისტს, ალოდინებთ კართან ან ტელეფონის ყურმილთან, ჯობს, გამოიყენოთ ეს სიტყვა და ზრდილობიანად თქვათ უარი, როგორც ამას აკეთებენ სხვა რესპონდენტები.

ამით საკუთარ დროსაც დაზოგავთ და ჩვენსასაც. არ ვიცი, სამედიცინო ენაზე ეს ''არა'' ითარგმნება თუ არა, მაგრამ სავარაუდოდ, ადრესატი გაიგებს.

ჟურნალი ''რეიტინგი''
დიჯეი ბუკლე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 51 /
ნათია
მაგას მგონი დაავიწყდა ექიმი რომაა მეც ნერვები მეშლება უკვე
15:24 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნენე
აქ მთავარი ის კი არ არის, რა უთხრა ჟურნალისტს, მთავარი ისაა, რომ ეს კაცი უნიჭოა, ვერ ხუმრობს და უნდა დამთავრდეს მისი ბოგინი იუმორისტულ გადაცემაში. არა აქვს ამისი ნიჭი და რა შეგვჭამეს ამ ოთარ ტატიშვილით?
15:18 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ამის დამწერს იმდენი ტვინი რომ ქონდეს რაც ოთარს აქვს ,აჯობებდა ისევ თავისთავს წაადგებოდა , ამდენი უნიჭო ჟურნალისტი სად შეიყარეთ ,ყველას სოFლის კლუბი გაქვთ დამთავრებული
15:08 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
დადუ
მდააა... ამ ნაცმაცუნა ოთარ ტატიშვილს რამდენი გულშემატკივარი ჰყოლია :)
14:44 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ციბა
რაღა დღეს მოგინდათ ამის დაწერა,კაცმა გუშინ მამა დაასაფლავა,მაგარი საყვარელი კაცი.ცოტა ვერ მოიცადეთ?
14:32 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ლევანი
ვაი ამის პატრონს ხუმრობაზეა აცრილი.მოაშორეთ და მოაწყვიტეთ ეს ადამიანი ეკრანს.ამის დანახვაზე რომ ხალხი ტელევიზორს გადართავს მაშინ დაერხა ამას.თავისი საქმე აკეთოს ყველა პროპკას რომ ერგება...
14:19 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
nini
ra sჭირს ამ რეიტინგის ჟურნალისტებს რა ყველა დაბოღმილია ღმერთო ჩემო..რამ გაგაბოროტად ასე
14:07 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ბუკლეს
ვაი შენს პატრონს..მოკლედ და კონკრეტულად
14:06 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინო
თქვენ თქვენს საქმეს აკეთებთ ქ-ნო ბუკლე და ტატიშვილი თავის საქმეს. მაშინვე რომ მოეცა თქვენთვის ინტერვიუ საინტერესოა მერე რაღას მოიფიქრებდით/?უნდა გიხაროდეთ რომ მოგცათ საშუალება ენის მოსაფხანად და აგცდათ უფროსის საყვედური.
13:41 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
nata
რა ბოღმიანი სტატიააა... დაგვშხამე ბუკლე ხარ თუ ვიღაცა ხარ... დრო იყო.. დრო ოყო ჟურნალისტი არ იყავი და მაგდენის უფლებას არ აძლევდი შენს თავს და ახლა დროა და აძლევ.. ხომ ხედავ დრო როგორ მოქმედებს..
13:07 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS