08 ოქტომბერი, 2013
რა აუვარდა თავში ოთარ ტატიშვილს
სანამ ამდენჯერ დაარეკვინებთ ჟურნალისტს, ალოდინებთ კართან ან ტელეფონის ყურმილთან, ჯობს, გამოიყენოთ ეს სიტყვა და ზრდილობიანად თქვათ უარი ოთარ ტატიშვილი მაყურებელმა გაიცნო სერიალიდან ''შუა ქალაქში'' . ეს ჯერ კიდევ მაშინ ხდებოდა, როცა სერიალი ახალი დაწყებული იყო და სატელევიზიო სივრცეში საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდა.

ბევრი ამბობდა, რომ ოთარი ექიმობასთან ერთად კარგი მსახიობიც გამოდგა, ბევრი იმასაც ამბობდა, ეგ კაცი ეგეთია, სულ არ თამაშობსო. ასე იყო თუ ისე, ახალბედა მსახიობი, მსუქანი ექიმი ირაკლი ჩხეიძე მაყურებელმა მალე შეიყვარა. 

ექიმი ტატიშვილი
პრესის ფურცლებზეც გამოჩნდა და გულახდილი ინტერვიუებიც არ დაიშურა ჟურნალისტებისთვის. იყო დრო, როცა მსახიობი, მოცეკვავე, ტელე და რადიოწამყვანი, ექიმი და ახლა უკვე ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ჟიურის წევრი ტატიშვილი თავად გვსტუმრობდა რედაქციაში და გულდასმით ასრულებდა ჟურნალისტის მიერ მიცემულ დავალებას.

''ღამის შოუს'' სტუდიამ ჩათვალა, რომ ის კიდევ უფრო უნდა დაეტვირთა სატელევიზიო სივრცეში და ახალი გადაცემა ''ოთარ ტატიშვილის შოუ'' გაუკეთა. ამისთვის მსახიობმა წონა ისე დაიკლო, პიჯაკი რომ არა, ანორექსიას დავაბრალებდით.

მას მერე ბევრმა წყალმა (მთავრობამაც და ტელევიზიის ხელმძღვანელობამაც) ჩაიარა. ოთარი ყველა მათგანს კარგად მოერგო. იყო დრო, როცა ციყვის, დათვის, აღარც მახსოვს, კიდევ რომელი ცხოველის ფორმაში გვევლინებოდა და ცინიკურად მოიხსენებდა დღეს უკვე პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვას.

დღეს ''ნაცებს'' აქილიკებს, ''ქოცები'' გადაცემაში საპატიო ადგილას უზის და ხან ერთს, ხან მეორეს, ხან მესამეს ჯანდაცვის მინისტრის სავარძელს სთხოვს. ხუმრობით ალბათ (აი, ხუმრობა, ძმაო!), აბა, ის რა ხუმრობაა, ჟურნალისტს რომ მისწერ, დაიკიდე, რედაქტორი თუ გაწუხებსო. ვერ მიხვდით, ხომ? ახლავე მოგიყვებით.

მოკლედ, იმის გამო, რომ ამ ჩვენს სუპერმოცეკვავესა და ტელეწამყვანს დიდი ხანია პრესისთვის ინტერვიუ არ მიუცია და საკმაოდ ბევრი კითხვა დაგროვდა მასთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ, დაგვერეკა და ინტერვიუ გვეთხოვა. პასუხი პირველ ზარზე:

- მოდი, გავიდეს ჯერ გადაცემა ეთერში (სეზონი ჯერ დაწყებული არ იყო), დავიქოქებით და მერე ჩავწეროთ. პასუხი მეორე ზარზე: - მოდი, კიდევ ორ გადაცემას შევხედოთ და მერე დამირეკე, უკაცრავად, რომ გალოდინებთო. მობოდიშება განსაკუთრებით მესიამოვნა და კვლავ მოთმინებით ველოდი შემდეგი ორი კვირა.მაგრამ მესამე ზარზე პასუხი ვერ მივიღე. ამიტომ მესიჯი მივწერე. ჩვენ შორის დაახლოებით ასეთი მიმოწერა შედგა.

- ბატონო ოთარ, შეგაწუხეთ ძალიან, მაგრამ რა ვქნა, მეც მაწუხებენ. როდის ჩავწეროთ დაპირებული ინტერვიუ?
- ვინ გაწუხებს?
- რედაქტორი.
- დაიკიდე, მთავარია, ალერგიამ არ შეგაწუხოს (იხუმრა. ავტ.).

ამით ჩვენი ''მოლაპარაკებები'' დასრულდა. სავარაუდოდ, ოთარმა ეს ხუმრობა გამოიმეტა ჩვენთვის ინტერვიუს სანაცვლოდ. არ ვიცი, რა აუვარდა ტელეწამყვანს თავში: დაკლებული კილოგრამები, ახალი სეზონი, ჟიურის წევრობა თუ გია სურამელაშვილთან მეგობრობა, მაგრამ ფაქტი ერთია, რაღაც ნამდვილად აუვარდა!

ამ წერილით ერთი რამის თქმა მინდა: ჩემო ძვირფასო რესპონდენტებო, ქართულ ენაში გვაქვს მეტისმეტად საჭირო სიტყვა ''არა'' , რომელიც უარყოფას ნიშნავს და სანამ ამდენჯერ დაარეკვინებთ ჟურნალისტს, ალოდინებთ კართან ან ტელეფონის ყურმილთან, ჯობს, გამოიყენოთ ეს სიტყვა და ზრდილობიანად თქვათ უარი, როგორც ამას აკეთებენ სხვა რესპონდენტები.

ამით საკუთარ დროსაც დაზოგავთ და ჩვენსასაც. არ ვიცი, სამედიცინო ენაზე ეს ''არა'' ითარგმნება თუ არა, მაგრამ სავარაუდოდ, ადრესატი გაიგებს.

ჟურნალი ''რეიტინგი''
დიჯეი ბუკლე
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 51 /
კონცერტი
ეს ნაცების ლაქია ნახეთ ჟურნალისტებს როგლრ ეჭიმება
19:17 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
მამული:P
უფ, დიდი მომცეკვავე!!! ეს ცოცხალია??? კი მაგრამ რა უნდა გეკიტხათ, ვის რასჰი აინტერესებს? ტყუილად იმცირებთ ტავს. შეეშვით, თავის გაჭირვება ეყოფა:)))
19:12 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
საბა
უზრდელია ეს პიროვნება,ამის იუმორი არ გაისშვას.....
18:37 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ჯიჯი
ყველაზე მაგარი კაცია ტატიშვილი.......და მის ღირსებებს ერთი არარაობა ვერ გაასნდგურებს მითუმეტეს ის ვინც ჟურნალისტობას ცდილობს მაგ არაფერი გამოდის და სხვისი ლანძღვიტ ცდილობს ეს სახელი ატაროს..ფუ შენ თუ ჟურნალისტი უნდა გერქვას მიმიფურთხებია...ოთარ მაგარი ხარ
18:14 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
სავსებით მართალია ჟურნასლიტი
როცა კოშკების აგებას იწყებთ ეს ხალხის დამსახურებაა და ამ ხალხში I-ადგილზე ჟურნალისტია. ჟურნალისტის წყალობით ხდებით ვარსკვლავები და სწორედ ჟურნასლიტს შეუძლია კოშკს წკლიპურტი ჰკრას და დაანგრიოს, და ეგ თქვენი ვარსკვლავიც ჩააქროს..
17:52 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
იმმ
სტატიები გამოგელიათ და ასეთ იდიოტიზმებს წერთ
17:44 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
გია
ჯერ ერთი ამ ადამიანს მამა გარდაეცვალა, რომელიც მძიმედ იყო ავად ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში და გუშინ იყო გასვენება.და სულ არ არის გასაკვირი რომ შენნაირი არაპროფესიონალი ჟურნალისტვისთვის (რო არ იცით უმრავლესობამ ან სულ ფეხებზე გკიდიათ როდის რა უნდა დაწეროთ)არ ეცალა და უბრალო ხუმრობით გიპასუხა შენს მესიჯზე.
16:28 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
სერ
ყველაზე ბანძი იუმორისტი მთელს პლანეტაზე :D ვინმე მაგის შოუს უყურებს გარდა სტუმრების ნათესავებისა? :D
16:22 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
მე ძალიან მიყვარს ოთარი , მშვენიერი იუმური აქვს , იმედია ექიმიც კარგი სპეციალისტი იქნება , და ნუ ხართ ეს ჟურნალისტები ბოღმები , როგორ აკადრეს და ერთხელ ვერ მოიცალა ადამიანმა , იქნებ რა პრობლემა ჰქონდა , ყველაფერს ხომ არ აგიხსნიდა?წ2ქ
16:21 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
gocha
ოთარის იუმორისტული ნიჭის ვერდანახვა სისხლის სამართლის დანაშაულია! შუა ქალაქამდე არ იყო წარმატებული ექიმი უბადლო კავეენშიკი? და ხო ხედავთ იმდენად გულიანი ტიპია რო წკრიალაშვილის და სურამელასნაირი ნაგვებისთვისაც კი არ ენანება ქულები!
15:49 / 09-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS