04 ოქტომბერი, 2013
ქართველები რუსებს ისევ აგიჟებენ
სურს, მისი შემოქმედება უფრო ფართო მასებისთვის გახდეს ცნობილი და ამიტომაც მონაწილეობს ცნობილ შოუში, სადაც წარმატებებს ვუსურვებ ბოლო დროს რუსულ შოუებზე იმატა ქართველი მონაწილეების რიცხვმა, თან ისეთი მონაწილეების, რომლებიც დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ ჟიურისა და მაყურებელზე და მერე მათ შესახებ რუსული პრესა აქტიურად წერს. გასულ კვირას კიდევ ორმა ქართველმა გამოიჩინა თავი და რუსები აალაპარაკა.

ერთი გახლდათ მომღერალი ეთერ ბერიაშვილი, რომელმაც რუსულ ''ახალ ხმაში'' მიიღო მონაწილეობა, ჟიურის ოთხივე წევრი შემოაბრუნა და ისინი არა მხოლოდ სიმღერითა და არტისტიზმით, არამედ
მჭევრმეტყველებითაც მოხიბლა. ჟიურის ოთხივე წევრმა მიიღო თბილი სიტყვები ქართველი შემსრულებლისგან, რომელმაც საბოლოოდ ყველას ლეონიდ აგუტინი არჩია და მის გუნდში მოხვდა.

ეთერის შესრულების მანერამ ჟიურის წევრები მიახვედრა, რომ ის პირველად არ იდგა სცენაზე და პელაგიამ პირდაპირ ჰკითხა: ''შენ პროფესიონალი მომღერალი ხარ?'' რასაკვირველია, ასეც აღმოჩნდა. შემდეგ თქვენი ბუკლიკო კიდევ უფრო დაინტერესდა და ინტერნეტში მოიძია ამბები ამ ქალბატონის შესახებ.

41 წლის ეთერ ბერიაშვილი ერთ-ერთ საუკეთესო ჯაზშემსრულებლად მიიჩნევა. მის ხავერდოვან ხმას ხშირად ადარებენ კარგ ქართულ ღვინოს და მაგარ შავ ყავას. ამ კეთილ და გულღია ქალბატონს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყოლია რუსეთში.

სიმღერა ბავშვობაშივე დაუწყია, საქართველოში. მისი ბავშვობის გარკვეულმა წლებმა წნორსა და სიღნაღში განვლო. მუსიკალურ სკოლაშიც სწავლობდა და თითქმის ყველა საკრავზე სცადა დაკვრა. შემდეგ დიდხანს რუსეთში ცხოვრობდა, იქ კი, მშობლების დაჟინებით, სამედიცინო ინსტიტუტში ჩააბარა და თერაპევტის დიპლომი აიღო.

თუმცა ხმამ, რომელსაც თავის საყვარელ ინსტრუმენტს უწოდებს, და სიმღერის სიყვარულმა, თავისი ქნა. მოსკოვში საესტრადო-ჯაზური ხელოვნების სასწავლებელში ჩააბარა და ნიჭიერ მომღერალს მალე მიაქციეს ყურადღება. ეთერი უკვე ოცი წელია მღერის, ასევე თანამშრომლობს ნეაპოლიტანურ ანსამბლთან, რომელშიც ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს ვიოლინოს პარტიას უკრავდა.

მისი პროფესიული წინსვლა, როგორც მომღერლის, დაიწყო ტელეკონკურსიდან ''კიბე ცისკენ'' . მას მერე რუსულ მუსიკალურ სამყაროში ტრიალებს. 2005 წელს ლეონიდ აგუტინსა და გიტარისტ ელ დი მეოლასთან ერთად გამოვიდა მონტრეს ცნობილ საერთაშორისო ჯაზფესტივალზე, დღემდე მუშაობს რუსული ესტრადის ვარსკვლავებთან - თამარ გვერდწითელსა და ლაიმა ვაიკულესთან, ატარებს მუსიკალურ საღამოებს, აქვს საკუთარი ჯგუფი Eteri Jazz, რომელიც მისი ოცნების ასრულებაა.

ჯაზის გარდა მღერის სოულსა და ფანკს, ქართულ ხალხურ სიმღერებსა და ფრანგულ შანსონს. მღერის ქართულად, ინგლისურად, ფრანგულად, რუსულად, იტალიურად, ესპანურად და იაპონურადაც კი. თავადაც წერს მუსიკას და არანჟირებითაც არის დაკავებული.

ცოტა ხნის წინ რუსეთში მუსიკალურ თეატრში მიუზიკლ ''მამა მიაში'' მსახიობის რანგშიც წარდგა მაყურებლის წინაშე. თუმცა, როგორც ჩანს, სურს, მისი შემოქმედება უფრო ფართო მასებისთვის გახდეს ცნობილი და ამიტომაც მონაწილეობს ცნობილ შოუში, სადაც წარმატებებს ვუსურვებ.

გასულ კვირას კიდევ ერთი ქართველი გამოჩნდა, ამჯერად უკვე რუსული ''ნიჭიერის'' შესარჩევ ტურში. ქართველი ბიტბოქსერი ვახტანგ კალანდაძე ასევე ფართო მასებისთვის ნაკლებად ცნობილი, თუმცა თავის სფეროში საკმაოდ წარმატებული ადამიანია. ''ნიჭიერის'' ჟიური და მაყურებელი ქართული სიმღერით ''ჩემი მდელო, საქართველო'' -თი მოხიბლა, თუმცა მანამდე მას მოუსწრია ევროპის, რუსეთის რვაგზის, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონობა ბიტბოქსში.

ის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ბიტბოქსერია, რომელიც წლიდან წლამდე სულ უფრო პოპულარული ხდება. ვახტანგს ადამიან-ორკესტრს უწოდებენ, თუმცა ძირითადად ამ ჟანრის მოყვარულნი იცნობენ და არა ფართო მასები. ამიტომაც სცადა ბედი რუსულ ''ნიჭიერში'' .
Rating
ვახტანგი 1988 წელს არის დაბადებული თბილისში. ხუთი წლიდან მღეროდა ქართულ ხალხურ ანსამბლში. 9 წლისა რუსეთში წაიყვანეს საცხოვრებლად, სადაც მამამ, დასარტყამი ინსტრუმენტების ოსტატმა, გააცნო ბიტბოქსი.

მას მერე დახვეწა თავისი უნარი, გნესინების სკოლაც დაამთავრა, ვოკალის კლასი, და დღეს ნამდვილი პროფესიონალია, რომელიც მოსკოვისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის პრესტიჟულ კლუბებში გამოდის, სოლოკონცერტებს ატარებს, ცნობილ რუს ვარსკვლავებსაც უკეთებს აკომპანირებას. წელს ვახტანგი რუსული ''მუზ-ტევეს'' ლაურეატიც გახდა ნომინაციაში ''საუკეთესო დუეტი'' - მელაძესთან ერთად შესრულებული სიმღერისთვის.

დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
....
ნუ გრცხვენიატ აქაც აკეთებენ ცუდ რამეებ თურქები
14:13 / 15-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ბე
მე კიდევ მრცხვენია, ისეთ რაგაცეებს აკეთებენ ქართველები, აქ, სტანბულში.
14:28 / 07-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ამდაგვაი ამბების მერე კიდევ ერტხელ მედზლევა საბაბი. რომ ვიამაყო ქარტველებიტ.
23:05 / 05-10-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS