ელზა ქარქაშაძე (ნათესავი): თბილი გოგო იყო და მის გარშემო სულ ღიმილი ტრიალებდა. გამოირჩეოდა ვოკალური მონაცემებით და ოჯახიც ხელს უწყობდა,
- რა ვითარებაში დაეღუპა ძმა?
- დაახლოებით 5 წლის წინ, ექსკურსიაზე, 14 წლის გულის შეტევით გარდაიცვალა. ეს იყო მოულოდნელი, არანაირი ავადმყოფობა ბავშვს არ ჰქონია. უცბად მოხდა ყველაფერი. წავიდა ბორჯომში ექსკურსიაზე და ოჯახის წევრებს შეატყობინეს, ბავშვი დაიღუპაო. ანას დიდი სტრესი აქვს გადატანილი, ფაქტობრივად, მისი და მისი დების ხელში გაიზარდა დათუნა, დათუნაც ისეთი ბავშვი იყო - თბილი, მოსიყვარულე, განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა მშობლებთან. საერთოდ, ოჯახია ისეთი, რომ ხუთივე და-ძმა თბილი და მოსიყვარულეები არიან. სამწუხაროდ, ამ საოცარ ადამიანებს ასეთი უბედურება დაატყდათ თავს. ანას ამბავმა კიდევ უფრო დაამძიმა მათი მდგომარეობა. იხილეთ სრულად