08 მაისი, 2013
რისთვის ჩამოვიდა დიანა ღურწკაია საქართველოში
ჩემი სურვილია, ჯერ საქართველოში გავმართოთ კონცერტი და შემდეგ უკვე - მოსკოვში.
წინა კვირას თბილისში დიანა ღურწკაია ჩამოვიდა, ამის შესახებ მომღერალმა დათო კენჭიაშვილმა მამცნო და თავისთან სტუდიაში მიმიპატიჟა, სადაც დიანა დათოსთან უკვე მესამე სიმღერას წერს.

- დიანა, გვიამბე შენი და დათოს მეგობრობის შესახებ.
- დათოს მოსკოვშიც იცნობენ. მეც მოვისმინე, მომეწონა მისი სიმღერები და მასთან დუეტის ჩაწერა მომინდა. დიდხანს ვცდილობდი მისი ტელეფონის ნომრის გაგებას. ბოლოს მეგობარი დამეხმარა და ჩემი ძმა დაუკავშირდა დათოს.
- შენ დათო აღმოაჩინე ჯერ
კიდევ მაშინ, როცა ჩვენც კი არ ვიცნობდით, მისმა რომელმა სიმღერამ მოგხიბლა?

- ალბათ ყველაფერი უფლის ნებაა. დათო, პირველ რიგში, არაჩვეულებრივი ადამიანია. ამას ვაფასებ სწორედ მასში. ჯერ ადამიანი უნდა იყო, მერე - მომღერალი და მუსიკოსი. ამ ადამიანში ყველაფერია თავმოყრილი. არ მინდა, სხვამ ცუდად გაიგოს, ყველას ვეფერები და თითოეულ ქართველ მომღერალს ვაფასებ, მაგრამ დათო არის გამორჩეულად კარგი. ვფიქრობ, მოუხდა ჩვენი ხმები ერთმანეთს. ჩვენ ორი დუეტი ვიმღერეთ ერთად - „სატრფიალო“, ანუ „დღე დამიღამე“ და „რას შეგადარო ქალაუ“. ორივე დათოს ეკუთვნის. ახლა უკვე სოლოსიმღერა დამახვედრა დათომ.
- დათო, მესამე სიმღერაზე რას მეტყვი?
- „შემომეფეთე უეცრად“ - ასე ჰქვია სიმღერას. ფოლკია, როგორც დანარჩენი ჩემი სიმღერები. სიყვარულის ბალადაა. ძალიან მაგარი გამოვიდა, ისეთი მაგარი, რომ მეც სიამოვნებით ვიმღერებდი.
დიანა:
- მე მივცემ უფლებას (იცინიან). ეს სიმღერა დათომ მოსკოვში გამომიგზავნა, სახე გამებადრა, რომ მოვისმინე.
- მოსკოვში თუ მოსწონთ თქვენი დუეტები?
- ჩვენი პირველი დუეტი რომ გაჟღერდა - ვისვენებდი, არ ვიყავი მოსკოვში. რომ დავბრუნდი, ჟურნალისტები უკვე მეკითხებოდნენ ამ დუეტზე, დათოზე. რაც მთავარია, მოსწონთ დათო და იქ მას იცნობენ. იმაზეც ვფიქრობ, რომ მე და დათომ მოსკოვში ერთად ვიმღეროთ. უკვე მესამე სიმღერა დამიწერა, ჩემი სურვილია, ჯერ საქართველოში გავმართოთ კონცერტი და შემდეგ უკვე - მოსკოვში.
- გეგმავთ უკვე?
- ეს ჩემი დიდი ოცნებაა - ლამაზი კონცერტი ქართველი მაყურებლისთვის. როცა ჩემი ქართველი კოლეგები, რომლებიც საზღვარგარეთ მოღვაწეობენ, ჩამოდიან და მართავენ კონცერტებს, მეც მინდება. გული მწყდება, რომ ამის საშუალება ჯერ არ მომეცა. თუ ჩავატარებ, რაღაც გრანდიოზული, გენიალური, ძალიან ლამაზი უნდა ჩავატარო. ამას მომზადება სჭირდება, კარგი რეჟისორი, კარგი ჯგუფი.
- ხელს რა გიშლის?
- არაფერი, ჩვენ ამას გავაკეთებთ, უბრალოდ, ჯერ ვერ დავაანონსებ როდის, არ მინდა ავჩქარდე. სადაც უნდა ვიცხოვრო, ჩემი ქვეყანა ყოველთვის მტკივა, ყოველთვის ჩემს გულშია. თბილისში ყოველი ჩამოსვლა ჩემთვის ბედნიერებაა.
- რა გენატრება ყველაზე მეტად თბილისში?
- ქუჩებში ხეტიალი. მე აქ გავიზარდე, სკოლა აქ დავამთავრე და ამით ყველაფერია ნათქვამი. ბევრი რამ გადამხდენია აქ. იყო ნაღველიც, სევდაც, მაგრამ უფრო დიდი ბედნიერება მახსოვს.

ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
თამუნა
ძალიან კარგი მომღერალია ორივე დიანა ძალიან საყვარელი და ლამაზია
09:13 / 03-06-2013
გამოხმაურება / 0 /
იკი
ნამდვილად, ბრწყინვალედ შეგვაძვრენენ რუსეთის უკანალში, თბილად და ლამაზად. ფუუუჰ, ვერა ხართ რა!!
11:59 / 12-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ღმერტი გფარავდეტ ორივეს. ველოდებით შენს კონცერტს თბილისში. ძალიან- ძალიან გვიყვარხართ ორივე.
20:30 / 11-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მანანა
თაყვანისვცემ ორივეს -ღმერთმა გაგაძლიეროთ!
11:27 / 11-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალუ
კარგი არჩევანი გააკეტა დიანამ.
17:03 / 10-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS