28 სექტემბერი, 2013
ნოდარ რევიამ რუსები გადარია
ნოდარმა სცენა მაყურებლისა და ჟიურის წევრების ყურადღებითა და აღიარებით კმაყოფილმა დატოვა. ვნახოთ, რას იზამს მეორე ტურში, გაიმეორებს თუ არა ფურორს ქარიზმატული ახალგაზრდა მომღერალი ნოდარ რევია ფართო საზოგადოებამ რუსულ „ვოისზე“ იხილა და კიდეც ალაპარაკდნენ. მოსკოველმა ქართველმა ნოდარმა, როგორც თვითონ დაახასიათა თავი, პრინცის ცნობილი ჰიტი „ქის“ შეასრულა. მისი ნამღერი და შესრულების მანერა ისე მოეწონათ ჟიურის წევრებს, რომ ოთხოვე შემოტრიალდა.

ნოდარი მართლაც ემოციურად და არტისტულად გამოვიდა და ყველაზე მეტად რუსი მომღერალი პელაგია მოხიბლა. პელაგია რა ხანია, ქართველ მომღერალ
მამაკაცებს დიდ ყურადღებას აქცევს. შარშან აჩი ფურცელაძეც სწორედ მან გამოარჩია და გადაიყვანა მეორე ტურში.

ახლაც დანარჩენმა წევრებმა შეახსენეს, შენ ქართველი ბიჭები მოგწონსო და იმათაც იმიტომ მოსწონხარ, ერთადერთი ქალი ხარ ჟიურიშიო, რასაც პელაგიას ხანგრძლივი ახსნა-განმარტებები მოჰყვა იმაზე, რომ მე მარტო ქალი კი არა, დამრიგებელი ვარო და ა.შ.

ეს ყველაფერი ნაკლებად საინტერესოა, მთავარია, რომ ჩვენმა თანამემამულემ ჟიურის ყველა წევრი მოხიბლა. მერე დიდი დუელი გაიმართა იმაზე, ვის აირჩევდა ნოდარი და მანაც, ქართული ტემპერამეტის გათვალისწინებით, პელაგია აირჩია.

ნოდარმა სცენა მაყურებლისა და ჟიურის წევრების ყურადღებითა და აღიარებით კმაყოფილმა დატოვა. ვნახოთ, რას იზამს მეორე ტურში, გაიმეორებს თუ არა ფურორს. გასულ წელს უკრაინაში „X ფაქტორზეც“ სცადა ბედი, თუმცა მაშინ ნაკლებად გაუმართლა.

მიზანდასახული ნოდარი საქართველოშია დაბადებული. ბავშვობიდან მღერის, 8 წლიდან კი სცენაზე დგას. დღესდღეობით მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში კულტურასა და ხელოვნებას სწავლობს, მეხუთე კურსზეა. პარალელურად გამოდის კორპორატიულ საღამოებზე, ქორწილებზე, ბანკეტებზე და ა.შ.

მღერის ასევე კლუბებში, თუმცა ნოდარს სურს, თავისი შემოქმედება დიდ სცენაზე გაიტანოს. სხვათა შორის, რუსულ „ვოისზე“ შარშან უნდა გამოსულიყო, მაგრამ ზუსტად მის გამოსვლამდე ყველა გუნდში შეივსო ადგილები და არ გაუმართლა.

დიჯეი ბუკლე
ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ლია
მომეწონა მისი შესრულება, იშვიათი ხმა აქვს, მინდა წარმატებები ვუსურვო.
11:05 / 01-10-2013
გამოხმაურება / 0 /
Nინიკო
Mაგარია რევია
22:30 / 29-09-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფი
ღმერთმა გაამარჯვებინოს და სულ წინსვლით ატაროს ,მაგრამ ეს ქართველი უკვე აღარაა, უბრალოდ გვარი აქვს შემორჩენილი და მორჩა. თუმცა მიხარია მისი წარმატება და კიდევ უფრო დიდ წინსვლას ვუსურვებ! :)
14:28 / 29-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS