გუფი:
- ჩემს შემოქმედებით საქმიანობაში სიახლეა. დაახლოებით ერთი კვირაა, რაც „ბანდეროლიდან“ წამოვედი.
- რატომ?
- რა ბედი ეწია „ბანდეროლს“ ?
- ალბათ, „ბანდეროლი“ აგრძელებს საქმიანობას, რაც წამოვედი, მათ აღარ შევხმიანებივარ. მე ახალი ბენდი მყავს. ოთარ ტატიშვილის ერთი გადაცემა უკვე ჩავწერეთ და პარასკევს მეორე გადაცემის ჩაწერას ვგეგმავთ.
- რა ჰქვია შენს ჯგუფს?
- ჯერჯერობით არაფერი. შეგიძლიათ, გუფის ჯგუფი დაუძახოთ. ჯერ ორი კვირის შექმნილები ვართ.
- რატომ მოხდა, რომ შენ დარჩი ოთარ ტატიშვილის შოუში და თეა წავიდა?
- სავარაუდოდ, მე „ღამის შოუს“ ისეთი რამ შევთავაზე, რომლითაც უფრო დაინტერესდნენ. თან ჩვენ განახლებული შემადგენლობა გვაქვს. ჩასაბერი ინსტრუმენტები დავამატეთ. მაგდა ვასაძე მღერის ჩვენთან.
- თეა დანელიასთან ამის გამო კონფლიქტი ხომ არ მოგივიდა?
- მე არ ვარ კონფლიქტური. ზოგადად ვცდილობ, კონფლიქტებს თავი ავარიდო. უბრალოდ, ჩავთვალე, რომ ჩემი თავი „ბანდეროლში“ ამოვწურე. „სასტავს“ ვუთხარი, წავე-დი-მეთქი. „ღამის შოუდან“ მივიღე წინადადება, რამდენიმე დღეში მოვახერხე და შევკრიბე ადამიანები, რომლებიც ერთნაირად ვფიქრობთ, ერთი მუსიკა მოგვწონს და საქმის მიმართ ერთნაირი დამოკიდებულება გვაქვს.
ბუკლიკო „ბანდეროლის“ სოლისტ თეა დანელიასაც დაუკავშირდა:
- თეა, როგორც გავიგე, ოთარ ტატიშვილის შოუში გუფის ახლად შექმნილმა ჯგუფმა ჩაანაცვლა „ბანდეროლი“ .
- ასე რომ მოხდა, ეს ტატიშვილის შოუს წარმომადგენლების არჩევანია და არა ჩვენი.
- „ბანდეროლიდან“ გუფის წასვლით ჯგუფი დაიშალა?
- არა, რასაკვირველია, „ბანდეროლი“ აგრძელებს მუშაობას. გვყავს ახალი დრამერი სანდრო სახამბერიძე, რომელიც ერთი პერიოდი, როცა გუფი ჯარში იყო გაწვეული, ცვლიდა ხოლმე. სანდრო ძალიან ნიჭიერი და კარგი ადამიანია. მას ბევრ პროექტში აქვს მონაწილეობა მიღებული.
- გუფიზე ან ოთარ ტატიშვილზე ნაწყენი ხომ არ ხარ?
- ადამიანები ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რომლებიც თავისთვის უფრო გამოსადეგად მიაჩნიათ. ჩვენი წასვლის გადაწყვეტილება უფრო კარგი იყო მათთვის, ან ეს უფრო ძმაკაცური არჩევანი იყო, არ ვიცი.
- ალბათ გული დაგწყდათ, ასე რომ მოხდა?
- ორი წელი კატა რომ გყავს სახლში და ის რომ გაგექცევა, იმაზეც გწყდება გული. როგორ უნდა ვთქვა, გული არ დამწყდა-მეთქი, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მოტივაცია უფრო გაგვეზარდა. აქედან გამომდინარე, ალბათ, ყველაფერს აქვს ორი მხარე. ძალიან ცუდია, როდესაც ხუთი ადამიანიდან ზოგი მიდის და ზოგი რჩება. მაგრამ ალბათ კარგიცაა, როცა წასული წევრის მაგივრად ახალი მოდის და ამბობ, უი, ასე რა კარგი ყოფილაო.
დიჯეი ბუკლე
ჟურნალი „რეიტინგი“