რეიტინგის შემდგენლები იმასაც აღნიშნავენ, რომ თანდათან მცირდება იმ მილიარდერთა რიცხვი, რომელთაც თავად მოიპოვეს კაპიტალი
ახალგაზრდა და მდიდარი რუსების სიაში ერთ-ერთი 30 წლის ვიაჩესლავ მირილაშვილია. მისი პირადი ქონება 950 მლნ დოლარად არის შეფასებული. ვიაჩესლავი ცნობილი და ავტორიტეტული პეტერბურგელი ბიზნესმენის მიხეილ მირილაშვილის ვაჟია, დეველოპერული ჰოლდინგ ''პეტრომირისა'' და სათამაშო კონცერნ ''კონტის'' მფლობელის.
მამამისი, საქართველოში დაბადებული ქართველი ებრაელი, რამდენიმე წელი იყო დაპატიმრებული ადამიანის გატაცების ბრალდებით და ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს, თუმცა მის ბიზნესს ამან ვერაფერი დააკლო.
ამასობაში, ამერიკაში განათლებამიღებულმა და იქიდან დაბრუნებულმა ვიაჩესლავმა 2006 წელს თავისი თანაკლასელის პაველ დუროვის პროექტში 30 ათასი დოლარი დააბანდა. ეს ფული ახალგაზრდა მეწარმემ მამის ერთ-ერთი კომპანიისგან ისესხა.
2013 წლის მონაცემებით, მათ მიერ დაარსებული ქსელ ''ვკონტაქტეს'' ყოველდღიური აუდიტორია დაახლოებით 47 მლნ ადამიანს ითვლის. წელს აპრილში მირილაშვილმა თავისი კუთვნილი სოციალური ქსელის აქციების 40% ინვესტორების კონსორციუმს მიჰყიდა. გარიგების თანხა უცნობია.
დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''