10 სექტემბერი, 2013
ვინ ესწრებოდა უცნობის კონცერტს ცნობილი სახეებიდან
კონცერტს აფორმებდა და სტუმრებთან ერთად მხიარულობდა დიჯეი რემბოც, რომლის პოპულარობაც არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა
ივლისის ბოლოს გია გაჩეჩილაძე, ანუ უცნობი, მაყურებლის ვიწრო წრისთვის ძველი ამპლუით დაბრუნდა. ლოპოტაზე გამართულ კონცერტს მომღერლის მეგობრები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.

ახალი პროექტიდან, რომლითაც მალე წარდგება მაყურებლის წინაშე, რამდენიმე სიმღერა შეასრულა. იმღერა ასევე ნატო მეტონიძესთან ერთად.
Rating
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ამ კონცერტის ამსახველი საინტერესო ფოტოები გავრცელდა, რომლებზეც ცნობილი სახეები აღმოვაჩინეთ.

კონცერტზე გიორგი გაჩეჩილაძე საინტერესო იმიჯით წარდგა მაყურებლის წინაშე.
უცნობს საღამოს კონცერტზე სათვალე ეკეთა და თავზე შავი ცილინდრი ეხურა.
Rating
კონცერტს ესწრებოდნენ ბასა ფოცხიშვილი მეუღლესთან ერთად, ნატო მეტონიძე, ნინო ნოდია (ზუზუ), ბაია გადაბაძე, ჟურნალისტი ელენე ძნელაძე, ''იმედის'' ყოფილი ჟურნალისტი ირინკა ხიზანიშვილი, რომელიც გიას გოგონას, ირინა გაჩეჩილაძის ახლო მეგობარი გახლავთ, კახი კალაძის პრესსამსახურის უფროსი ირაკლი გაფრინდაშვილი. 
Rating
კონცერტს აფორმებდა და სტუმრებთან ერთად მხიარულობდა დიჯეი რემბოც, რომლის პოპულარობაც არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა.

მოგეხსენებათ, წინასაარჩევნოდ, ბერასთან ახლო მეგობრობის გამო, დიჯეი კინაღამ გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. ფოტოებზე არსად ჩანდა გიორგის ძმა, ლევან გაჩეჩილაძე.
Rating
სავარაუდოდ, კონცერტზე დასწრება ვერ მოახერხა, მაგრამ ლევანის შვილი გაგა და მისი მეუღლე ანო, როგორც ფოტოებიდან ჩანს, მონატრებულ ჰანგებზე კარგად გაერთნენ.

დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 11 /
დიდება უფალს
ეს ხომ,გიორგი მართალია ხალხნოოო? სიმართლისთვის წამებული,და უსამართლოდ დასჯილი......რამდენი წმინდანი გვყოლია,რა ბედნიერებაა რა სიხარული.ბედნიერებამ მითხრა ნუ მეძებ...
15:28 / 25-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ჯაზზ
ქაეთველი ინტელიგენტები :) რა ტყლარჭვა და მატრაბაზობა გაიმართებოდა :)
22:42 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ცილინდრი
წმინდა ჩეფჩიკა
22:39 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
იზი
დიჯეი რემბოს სასწრაფოდ აჭამეთ რამე
12:22 / 16-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ტინა
გია ძალიან მიყვარს გაიხარე
10:36 / 14-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS