ივლისის ბოლოს გია გაჩეჩილაძე, ანუ უცნობი, მაყურებლის ვიწრო წრისთვის ძველი ამპლუით დაბრუნდა. ლოპოტაზე გამართულ კონცერტს მომღერლის მეგობრები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
ახალი პროექტიდან, რომლითაც მალე წარდგება მაყურებლის წინაშე, რამდენიმე სიმღერა შეასრულა. იმღერა ასევე ნატო მეტონიძესთან ერთად.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ამ კონცერტის ამსახველი საინტერესო ფოტოები გავრცელდა, რომლებზეც ცნობილი სახეები აღმოვაჩინეთ.
კონცერტზე გიორგი გაჩეჩილაძე საინტერესო იმიჯით წარდგა მაყურებლის წინაშე.
კონცერტს ესწრებოდნენ ბასა ფოცხიშვილი მეუღლესთან ერთად, ნატო მეტონიძე, ნინო ნოდია (ზუზუ), ბაია გადაბაძე, ჟურნალისტი ელენე ძნელაძე, ''იმედის'' ყოფილი ჟურნალისტი ირინკა ხიზანიშვილი, რომელიც გიას გოგონას, ირინა გაჩეჩილაძის ახლო მეგობარი გახლავთ, კახი კალაძის პრესსამსახურის უფროსი ირაკლი გაფრინდაშვილი.
კონცერტს აფორმებდა და სტუმრებთან ერთად მხიარულობდა დიჯეი რემბოც, რომლის პოპულარობაც არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა.
მოგეხსენებათ, წინასაარჩევნოდ, ბერასთან ახლო მეგობრობის გამო, დიჯეი კინაღამ გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. ფოტოებზე არსად ჩანდა გიორგის ძმა, ლევან გაჩეჩილაძე.
სავარაუდოდ, კონცერტზე დასწრება ვერ მოახერხა, მაგრამ ლევანის შვილი გაგა და მისი მეუღლე ანო, როგორც ფოტოებიდან ჩანს, მონატრებულ ჰანგებზე კარგად გაერთნენ.
დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''