05 სექტემბერი, 2013
ვინ არის ბათუმის სანაპიროზე განთავსებული ბოტასის სკულპტურის ავტორი
თანამედროვე ხელოვანები სულ უფრო ხშირად გაურბიან პიედესტალებს და აღარც გრანდიოზული ზომის ნამუშევრებს აქანდაკებენ
ბოლო პერიოდში მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპაში ფეხი მოიკიდა ტენდენციამ, რომლის მიხედვითაც ხალხს ქანდაკებებთან უშუალო ''კონტაქტის'' შესაძლებლობა აქვს.

თანამედროვე ხელოვანები სულ უფრო ხშირად გაურბიან პიედესტალებს და აღარც გრანდიოზული ზომის ნამუშევრებს აქანდაკებენ.

სოციალურ ქსელში არაერთ ადამიანთან ვნახე ბათუმის სანაპიროზე გადაღებული ფოტოები, რომლებზეც ისინი დიდ ბოტასებში ფეხებწაყოფილი პოზირებენ ობიექტივის წინ.

''ბოტასების'' ავტორი 26 წლის დიზაინერი დავით გოგობერიშვილია. სამხატვრო აკადემიაში სამრეწველო დიზაინზე სწავლის შემდეგ მაგისტრატურაც გაიარა.

სერიოზულად
იყო ავტომობილების დიზაინით გატაცებული, თუმცა ვინაიდან საქართველოში ავტოწარმოება არ არსებობს, პროფილი შეიცვალა.

დღეს ქმნის სხვადასხვა ნივთს, სკულპტურებს, მუშაობს არქიტექტურაში. ერთი პერიოდი თავის მეგობარ ერეკლე წულაძესთან ერთად სანათების წარმოებით იყო დაკავებული.

მათი ხელნაკეთი სანათების ხაზი რამდენიმე მაღაზიაში წარმატებით იყიდებოდა, მაგრამ ვინაიდან საკმაოდ შრომატევადი პროცესი გამოდგა, ეს საქმიანობა ვეღარ განაგრძეს და სანათების წარმოება დროებით შეჩერებულია. 

- მოგვიყევი, როდის დაიბადა ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ბოტასების დადგმის იდეა...
- ბათუმი ისეთი ქალაქია, სადაც ყველა გასართობად, განსატვირთად და დასასვენებლად მიდის. მინდოდა გამეკეთებინა სკულპტურა, რომელიც ხალხს პოზიტიურ განწყობაზე დააყენებდა, ამიტომ გადავწყვიტე ბოტასების გაკეთება. ეს იდეა შევთავაზე ბათუმის მუნიციპალიტეტს და მოეწონათ. სკულპტურა 2012 წლის დეკემბერში სანაპიროზე, ზღვის პირას დაიდგა. იმავე პერიოდში მოქანდაკე ერეკლე წულაძე მუშაობდა კომპოზიციაზე ''მე, შენ და ბათუმი'' , რომელიც ჩემი ნამუშევრის შორიახლოს განხორციელდა. საერთოდ, მინდა, მოქანდაკეებს ერეკლე და ირაკლი წულაძეებს დიდი მადლობა გადავუხადო თანადგომისთვის.

რაც შეეხება ''ბოტასის'' მასალას, ბრინჯაოა, შემდეგ არის დაფერილი. ბოტასის სიგრძე ადამიანის ფეხის ზომის მიხედვით რომ გამოვთვალოთ, დაახლოებით ერთად დადებული 75 ფეხსაცმელი იქნება.

როგორც ვატყობ, დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან ჩემი მეგობრები ხშირად მიგზავნიან ამ სკულპტურასთან გადაღებულ თავიანთი ან სრულიად უცხო ადამიანების ფოტოებს.
Rating
უკვე მთელი ალბომი მაქვს, რომელშიც ბოტასთან გადაღებული 70-მდე ფოტო მაინც იქნება, თუმცა ისე მოხდა, რომ თავად მე ჩემს ნამუშევართან არც ერთი ფოტო არ გადამიღია.

სოციალურ ქსელში მეც ბევრჯერ წავაწყდი ჩემთვის უცნობი ადამიანების ფოტოებს და როგორც დავაკვირდი, ის განსაკუთრებით ბავშვებს მოსწონთ. ეს ხელოვანისთვის მნიშვნელოვანია.

ჩემი საქმე ძალიან მომწონს, მაგრამ როცა ის ხალხის სიმპათიასაც იმსახურებს, ეს კიდევ უფრო სასიხარულოა. ამას წინათ ჩემმა მეგობარმა მითხრა, ბათუმში ბოტასებთან ფოტოს გადასაღებად რომ მივედი, იმდენი ხალხი იყო, რიგში ჩადგომამ მოგვიწიაო. ეს ძალიან მახარებს (იღიმის).

მსურს, რომ ანალოგიური პროექტი, სპორტულ თემაზე, თბილისშიც განვახორციელო. ეს იდეა ერთ-ერთ ორგანიზაციას შევთავაზე, რომელიც ჯერ არ მინდა დავაკონკრეტო.

იმედი მაქვს, მსგავს სკულპტურას თბილისშიც დავდგამ და ხალხი მას ისეთივე სითბოთი შეხვდება, როგორც ბათუმში.


დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
ლოლიტას
ბოღმის ნტხევას გაღიმება ჯობია,მიტუმეტეს დღეს.
17:22 / 05-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიკო
ზღვას უხდება უცნაურობა,ამ ზაფხულს კიდევ ერტხელ დავრწმუნდი ამაში.დიდი მადლობა სიამოვნებისატვის,ადგილიც ლამაზად არის არჩეული.
17:17 / 05-10-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათია
რას ერჩით? ზღვის სანაპიროს უხდება მაგანაც ცენტრალურ მოედანზე ხომ არ დადგა ტუტუცური ველოსიპეტი? ქალბატონ ლოლიტა ალბათ თავისი ბიოგრაფიის იმ დეტალს გვამცნობს აკადემიაში რომ დადიოდა თურმე.
11:41 / 10-09-2013
გამოხმაურება / 0 /
პავლე
ამხანაგო პატივცემულო ლოლიტა. რომელ წელს დაამთავრე საშუალო სკოლა?
16:40 / 09-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ვასია
ლოლა, ოხ ლოლა, ლოლა, შე მართლა ლოლა. რამ დაგამძიმა. გამხიარულდი, გაილაღე და სხვაც გაალაღე. ამასტან, ასე თუ მოიქცევი უფრო დიდხანს იცოცხლებ.
16:38 / 09-09-2013
გამოხმაურება / 0 /
მანჩო
არაჩვეულებრივი და ორიგინალურია,გაგვიხალისეთ დასვენება.ვისაც ეგოიმება მასთან სურათის გადაღება გაიარეთ გვერძემოუხედავად და გვაცალეთ გამხიარულება.თქვენნაირმა ვითომ გემოვნებიანებმა სახლის კუთხეში მოძებნეთ რამე სკუჩნი ადგილი და გაიტრუნეეეთ :)სხვებას მაინც ნუ უშლით ხელს და ნერვებს თქვენი გემოვნებით.
16:19 / 09-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი
ამირანის ძეგლი სიღნაღში 1 ღამეში გააქრეს რომ ამათ ებლატავათ.
15:41 / 09-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ფერგი
აკადემიაში უვლია საერტოდ, რა იდიოტიც იყო იმ უგემოვნობას აკეტებს :) პატივისცემიტ ლოლიტა...-სამყაროზე დბოღმილი ადამიანის კომენტარი იყო:)
01:25 / 09-09-2013
გამოხმაურება / 0 /
რამ გაგაბოროტათ ლოლიტა?
21:29 / 08-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლოლა
აკადემიაში უვლია საერტოდ, რა იდიოტიც იყო იმ უგემოვნობას აკეტებს :) პატივისცემიტ ლოლიტა...
14:47 / 08-09-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS