- ირინა, დიდი ხანია აქ ხარ?
- ამ ბართან სამი წელია ვთანამშრომლობ. მე და ჩემი მეგობარი ნინია მეტრეველი ვმღერით წელს. ნინია ''ახალ ხმაში'' გადის და კასტინგზე დაიბარეს. ახლა მარტო ვარ. თან ვისვენებ, თან ვმუშაობ.
- სანაპიროზე ალბათ გცნობენ...
- ხან ბაინდურაშვილს მეძახდნენ, ხან - ბაირამაშვილს, სახელი კი ყველას
- ბაირამაშვილი გათხოვდაო, გავიგე, ხომ არაფერი გამომაპარე?
- არა, რას ამბობ, ეს ხუმრობა იყო, ჩემმა მეგობარმა, რომელმაც ''ფეისბუქის'' პაროლი იცოდა, გამიჩალიჩა. დაწერა, რომ ურთიერთობაში ვიყავი ჩემს მეგობარ თემო ჟღენტთან. ეს ბიჭი ჩემი მართლა ძალიან ახლო მეგობარია.
- მომღერალია? როგორ გაიცანი?
- არა, თეატრალურში სწავლობს, 21 წლის არის. ჰობი აქვს, ხელოვანი ადამიანების გაცნობა. თიკა ჯამბურიასგან გავიცანი. ორი წელია ვმეგობრობთ. ამ სიახლეზე ''ფეისბუქში'' დიდი აურზაური ატყდა. ოჯახის წევრები, მეგობრები მირეკავდნენ და მილოცავდნენ. კარგი ბიჭია თემო, მაგრამ მართლა ვმეგობრობთ. სხვა არაფერი ხდება, თან ექვსი წლით პატარაა ჩემზე.
- თვითონ რა რეაქცია ჰქონდა ამ ხუმრობაზე?
- უსწორდება, ავანტიურისტია. გიჟდება ასეთ რამეებზე.
- ე.ი. ერთი დღით იყავი გათხოვილი?
- ჰო, მეორე დღეს დავანგრიე ოჯახი.
- უფრო სერიოზული ურთიერთობები არ გქონია ამ ზაფხულს?
- არა, საკურორტო რომანები არ მხიბლავს, ცუდად მიმთავრდება. ერთადერთხელ ვიყავი შეყვარებული. ის ბიჭი ამ ბარში გავიცანი და ჩვენი ურთიერთობა კრახით დამთავრდა. მას მერე საკურორტო რომანებს სერიოზულად არ აღვიქვამ.
- სამომავლო გეგმებზე რას მეტყვი?
- სიღნაღში მაქვს კონცერტი და 25-26 აგვისტოს მე და თიკა მახალდიანი სოლოკონცერტს გავმართავთ რაჭაში.
ჟურნალი ''რეიტინგი''