29 აგვისტო, 2013
ირინა ბაირამაშვილის ორდღიანი ქორწინება ქობულეთში
ამ სიახლეზე ''ფეისბუქში'' დიდი აურზაური ატყდა. ოჯახის წევრები, მეგობრები მირეკავდნენ და მი­ლოცავდნენ რამდენიმე დღით თქვენმა ბუკლიკომ ქობულეთშიც მოასწრო ჩარბენა და ცხელ-ცხელი ამბებიც ჩამოგიტანათ. ამჯერად ირინა ბაირამაშვილი გამოვიჭირე. 

- ირინა, დიდი ხანია აქ ხარ?
- ამ ბართან სამი წელია ვთანამშრომლობ. მე და ჩემი მეგობარი ნინია მეტრეველი ვმღერით წელს. ნინია ''ახალ ხმაში'' გადის და კასტინგზე დაიბარეს. ახლა მარტო ვარ. თან ვისვენებ, თან ვმუშაობ.
- სანაპიროზე ალბათ გცნობენ...
- ხან ბაინდურაშვილს მეძახდნენ, ხან - ბაირა­მაშვილს, სახელი კი ყველას
ახსოვს, საბედნიეროდ (იცინის).
- ბაირამაშვილი გათხოვდაო, გავიგე, ხომ არაფერი გამომაპარე?
- არა, რას ამბობ, ეს ხუმრობა იყო, ჩემმა მე­გობარმა, რომელმაც ''ფეისბუქის'' პაროლი იცოდა, გამიჩალიჩა. დაწერა, რომ ურთიერთობაში ვიყავი ჩემს მეგობარ თემო ჟღენტთან. ეს ბიჭი ჩემი მართლა ძალიან ახლო მეგობარია.
- მომღერალია? როგორ გაიცანი?
- არა, თეატრალურში სწავლობს, 21 წლის არის. ჰობი აქვს, ხელოვანი ადამიანების გაცნობა. თიკა ჯამბურიასგან გავიცანი. ორი წელია ვმეგობრობთ. ამ სიახლეზე ''ფეისბუქში'' დიდი აურზაური ატყდა. ოჯახის წევრები, მეგობრები მირეკავდნენ და მი­ლოცავდნენ. კარგი ბიჭია თემო, მაგრამ მართლა ვმეგობრობთ. სხვა არაფერი ხდება, თან ექვსი წლით პატარაა ჩემზე.
Rating
- თვითონ რა რეაქცია ჰქონდა ამ ხუმრობა­ზე?
- უსწორდება, ავანტიურისტია. გი­ჟდება ასეთ რამეებზე.
- ე.ი. ერთი დღით იყავი გათხოვი­ლი?
- ჰო, მეორე დღეს დავანგრიე ოჯახი.
- უფრო სერიოზული ურთიერ­თობები არ გქონია ამ ზაფხულს?
- არა, საკურორტო რომანები არ მხიბლავს, ცუდად მიმთავრდება. ერთა­დერთხელ ვიყავი შეყვარებული. ის ბიჭი ამ ბარში გავიცანი და ჩვენი ურთიერთობა კრახით დამთავრდა. მას მერე საკურორ­ტო რომანებს სერიოზულად არ აღვიქვამ.
- სამომავლო გეგმებზე რას მე­ტყვი?
- სიღნაღში მაქვს კონცერტი და 25-26 აგვისტოს მე და თიკა მახალდიანი სოლოკონცერტს გავმართავთ რაჭაში. 

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 14 /
ჟანა7
რა სიმპატიური ბიჭიაააა
00:04 / 12-09-2013
გამოხმაურება / 0 /
001
იქნებ რამე გამმოქვეყნოთ ,,ნუცას სკოლა 3"-ის გამარჯვებულ სოლიკო გოგილაშვილზე.
15:01 / 10-09-2013
გამოხმაურება / 0 /
კეკე
ირინას ადგილი საქართველოში არაა. უნიჭიერესია
23:46 / 30-08-2013
გამოხმაურება / 0 /
თემო )
შუზა დაგიძველდა შუტკები )))))
21:12 / 30-08-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფიჩკა
აუ ამ გოგოს რა ხმა აქვს ვგიჯდები
21:02 / 30-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინია
ირინა მიყვარს
21:00 / 30-08-2013
გამოხმაურება / 0 /
შუზა.
კაი კბილები კაი კეტები კაი ტანი:))))
17:07 / 30-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლია
ვინ არის ირინა ბაირამაშვილი?
15:50 / 30-08-2013
გამოხმაურება / 0 /
შუზა.
ისე თემური ძაან აპასნი ტიპია უფრთხილდით ყველაა!! სულ ახალთ ახალი კეტებით მოძრაობს და ძალიან ლამაზი კბილები აქ:)))))))))) აუუუ აუუუუ თემოოოოოო მაგრად მიყვარხააააააარ:)))))))))))))))))))))))))))))))))
14:26 / 30-08-2013
გამოხმაურება / 0 /
შუზა.
თემო კაი ბიჭია პარიკმახერის ტანი რო არ ქონდეს:)
14:23 / 30-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS