ამ სტატუსის გაცნობის შემდეგ გიასთან დაკავშირება და საქმეში უკეთ გარკვევა გადავწყვიტე.
- გია, ''ფეისბუქის'' შენს გვერდზე შენივე ვიდეო ვნახეთ, მინაწერით ''ამ ვიდეოზე ერთმა კვერცხმა ქილიკი დაიწყო...'' ვის გულისხმობდი და რამ გაგაღიზიანა ასე?
გია ცინაძე:
- კვერცხს ვგულისხმობდი. არ გამაღიზიანა საერთოდ. კიდევ ერთხელ გამეცინა და მენიშნა ვინ ვინაა. იქ საქართველოს გულშემატკივრობაზე ვლაპარაკობდი. იგივე სიტყვები ოცნებისტს რომ ეთქვა, ეგეც კონტექსტში იქნებოდა წესით, მაგრამ... არ უნდათ და... რადგან ''ნაციონალური მოძრაობის'' მხარდამჭერი ამბობს, ყველა ცუდია. ასე აზროვნებენ.
- მაგ კვერცხს სახელი და გვარი არ აქვს?
- კი, კვერცხი კვერცხაძე.
- ეგ კვერცხი, როგორც შენ უწოდებ, შემდეგ ეგზალტირებული ''ფეისბუქელებისგან'' გიცავდა კომენტარებში. ბომჟი არ არის, კარგი ტიპიაო, წერდა. არ გინახავს?
- უი, თქვენ იცნობთ ასეთი გვარის ადამიანს? აბა, რატომ მეკითხებოდით, ვინააო. მე არ მინახავს, ვინ სად მიცავდა. იქნებ, თქვენ სხვა ვინმეზე საუბრობთ... მან თუ თქვა, რომ კარგი ვარ, უნდა მეამოს? მე უკეთ ვიცი, რა ვარ და ვინ ვარ. მისი დაცვა რად მინდა.
- მე შალვა რამიშვილზე ვლაპარაკობ, სწორედ მას ჰქონდა გაზიარებული შენი ვიდეო და მალევე შენი სტატუსი მოჰყვა.
- ეგ ვინაა? ჟურნალისტი? ადრე რომ რაღაც გაუჩალიჩეს დამპლებმა? ეს ვიდეო ბევრს ჰქონდა გაზიარებული. საიდან დაასკვენით, რომ მასზე ვამბობდი?! კვერცხი რომ ვახსენე თუ ადამიანები, რომლებიც იქ ტრიალებენ, სადაც ფულის სუნია? ვერ გავიგე საიდან ასკვნით. ''ო მაი გად''!
- სხვათა შორის, მის მინაწერში, შენი კომენტარებისგან განსხვავებით, არ იყო შეურაცხმყოფელი სიტყვები...
- აუცილებელი არ არის, შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენო. ქილიკი იცით რა არის და იმ მასის ''აგდება'', რომელიც მერე შენს განზრახვებს ასრულებს? ილანძღებიან და შენ გულს გფხანენ. შენ ჩუმად ხარ. დამკვეთია ის ერთი - კვერცხი.
მსახიობთან საუბრის შემდეგ შალვა რამიშვილსაც მივმართე რამდენიმე შეკითხვით.
- შალვა, მსახიობ გია ცინაძის ვიდეო გქონდა გაზიარებული გარკვეული მინაწერით, რისი თქმა გინდოდა?
- მინაწერი თუ გაუგებარია, მიკვირს.
- ამ სტატუსს გიას ლანძღვა მოჰყვა შენი ''ფეისბუქელი'' მეგობრების მხრიდან...
- მე კომენტარებზე პასუხს ხომ არ ვაგებ, ჩემთან დემოკრატიაა.
- არ დააკონკრეტებ, რისი თქმა გინდოდა ამით?
- არა.
ჟურნალი ''რეიტინგი''