03 მაისი, 2013
რატომ დაუპირისპირდნენ შალვა რამიშვილი და გია ცინაძე ერთმანეთს
მე უკეთ ვიცი, რა ვარ და ვინ ვარ. მისი დაცვა რად მინდა. 19 აპრილს, ნაცმოძრაობის მიერ გამართულ აქციაზე, მსახიობ გია ცინაძის გამოჩენას, რბილად რომ ვთქვათ, უხმაუროდ არ ჩაუვლია. კომენტარი, რომელიც მან ერთ-ერთი ტელევიზიისთვის გააკეთა და რომელშიც აქციაზე მისვლის მიზეზს ხსნიდა, შალვა რამიშვილმა ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე გააზიარა შემდეგი მინაწერით ''კაცს ასე ზუსტად და ლაკონურ-გასაგებად ჩამოეყალიბებინოს საკუთარი სამოქალაქო პოზიცია, ნაღდად არ მინახავს... მალადეც, ძმაო''. ვიდეო ასეა დასათაურებული - ''ბავშვობიდან აქ ვარ, დავიღალე, გაუმარჯოს საქართველოს''. კომენტარებში, რომელიც ამ
გაზიარებას მოჰყვა, გია ცინაძეს არაკაცად, ბომჟად, ნაცსექტანტად მოიხსენიებდნენ და მის მიერ განსახიერებულ სერიალის გმირ მყუდროს ახსენებდნენ. სიტუაცია ისე გამწვავდა, რომ შალვას ნაცმომხრეებზე გაბრაზებული ეგზალტირებული მასისგან გიას დაცვამაც მოუწია: ''რატომ არის არაკაცი'', ''კარგი ტიპია, რატომ უწოდებთ ბომჟს'', ''ვაფშე არაა სექტანტი, პროსტო დაიღალა''. მალევე გია ცინაძის ''ფეისბუქის'' გვერდზე იგივე ვიდეო შემდეგი მინაწერით გამოჩნდა: ''ამ ვიდეოზე ერთმა კვერცხმა ქილიკი დაიწყო... ერთ ადგილას განვმეორდი საუბრისას, გასაგებია?! და სხვა რაა, რო?!'' - გიამ ვიდეოს ეს კომენტარიც დაურთო: ''და კიდევ, მაკოცოს ყველა ''ტრაკის მიმცემმა'' ტრაკზევე, მუდამ იქ მოტრიალე ადამიანებმა, სადაც ფულის სუნია და ყოველ სემესტრში პოზიციას რომ იცვლიან. ჩემზე სიმართლე იმ ხალხმა იცის, ვისაც პატივს ვცემ და ვისი აზრიც ძვირფასია. შეგეცით ქილიკში! სხვა რამე არ მოგხვდეთ ყურში, ხო. რაში გაწყობთ, რუსეთი ცუდად მოვიხსენიე. წავედი, აბა, დროებით, ფული მინდა დავხარჯო სადმე და ვფიქრობ სად...''


ამ სტატუსის გაცნობის შემდეგ გიასთან დაკავშირება და საქმეში უკეთ გარკვევა გადავწყვიტე.
- გია, ''ფეისბუქის'' შენს გვერდზე შენივე ვიდეო ვნახეთ, მინაწერით ''ამ ვიდეოზე ერთმა კვერცხმა ქილიკი დაიწყო...'' ვის გულისხმობდი და რამ გაგაღიზიანა ასე?
გია ცინაძე:
- კვერცხს ვგულისხმობდი. არ გამაღიზიანა საერთოდ. კიდევ ერთხელ გამეცინა და მენიშნა ვინ ვინაა. იქ საქართველოს გულშემატკივრობაზე ვლაპარაკობდი. იგივე სიტყვები ოცნებისტს რომ ეთქვა, ეგეც კონტექსტში იქნებოდა წესით, მაგრამ... არ უნდათ და... რადგან ''ნაციონალური მოძრაობის'' მხარდამჭერი ამბობს, ყველა ცუდია. ასე აზროვნებენ.
- მაგ კვერცხს სახელი და გვარი არ აქვს?
- კი, კვერცხი კვერცხაძე.
- ეგ კვერცხი, როგორც შენ უწოდებ, შემდეგ ეგზალტირებული ''ფეისბუქელებისგან'' გიცავდა კომენტარებში. ბომჟი არ არის, კარგი ტიპიაო, წერდა. არ გინახავს?
- უი, თქვენ იცნობთ ასეთი გვარის ადამიანს? აბა, რატომ მეკითხებოდით, ვინააო. მე არ მინახავს, ვინ სად მიცავდა. იქნებ, თქვენ სხვა ვინმეზე საუბრობთ... მან თუ თქვა, რომ კარგი ვარ, უნდა მეამოს? მე უკეთ ვიცი, რა ვარ და ვინ ვარ. მისი დაცვა რად მინდა.
- მე შალვა რამიშვილზე ვლაპარაკობ, სწორედ მას ჰქონდა გაზიარებული შენი ვიდეო და მალევე შენი სტატუსი მოჰყვა.
- ეგ ვინაა? ჟურნალისტი? ადრე რომ რაღაც გაუჩალიჩეს დამპლებმა? ეს ვიდეო ბევრს ჰქონდა გაზიარებული. საიდან დაასკვენით, რომ მასზე ვამბობდი?! კვერცხი რომ ვახსენე თუ ადამიანები, რომლებიც იქ ტრიალებენ, სადაც ფულის სუნია? ვერ გავიგე საიდან ასკვნით. ''ო მაი გად''!
- სხვათა შორის, მის მინაწერში, შენი კომენტარებისგან განსხვავებით, არ იყო შეურაცხმყოფელი სიტყვები...
- აუცილებელი არ არის, შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენო. ქილიკი იცით რა არის და იმ მასის ''აგდება'', რომელიც მერე შენს განზრახვებს ასრულებს? ილანძღებიან და შენ გულს გფხანენ. შენ ჩუმად ხარ. დამკვეთია ის ერთი - კვერცხი.

მსახიობთან საუბრის შემდეგ შალვა რამიშვილსაც მივმართე რამდენიმე შეკითხვით.
- შალვა, მსახიობ გია ცინაძის ვიდეო გქონდა გაზიარებული გარკვეული მინაწერით, რისი თქმა გინდოდა?
- მინაწერი თუ გაუგებარია, მიკვირს.
- ამ სტატუსს გიას ლანძღვა მოჰყვა შენი ''ფეისბუქელი'' მეგობრების მხრიდან...
- მე კომენტარებზე პასუხს ხომ არ ვაგებ, ჩემთან დემოკრატიაა.
- არ დააკონკრეტებ, რისი თქმა გინდოდა ამით?
- არა.

ჟურნალი ''რეიტინგი''
ტეგები:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
ნიტა
მიდი ცინაძე ღმერთმა გაგიმარჯოს,ა შენს დონემდე ესენი მაინც ვერასოდეს მოვლენ...
16:02 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნიტა
ვაი თქვენს პატრონს თქვენ მარტლა ბომჟებო და მეცოცხეებო..რა სასაცილოები ხარტ შორიდან..გამოდით რა ხალხნო დენიკინის დროიდან ,გამოდით!
16:01 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ქუცუნა
მყუდროც მეცოცხე ყოფილა ეს უკვე საინტერესოა :)ნელნელა ჩდებიან ეს პატარა ვირთხები.
00:44 / 08-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ოქტომბრამდე აგიტანთ როგორმე არაკაცებო..ოქტომბერში ამოისუნთქავს ქვეყანა.მოიცილებს წურბელებს.არ დაგავიწყდეთ 6 პროცენტიც არ დარჩით..ოქტომბერში გაგისტუმრებთ ჯოჯოხეთი იქაა თქვენი ადგილი
23:05 / 07-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ანიი
შალვა, მოგცლია რაა. ძალით მსახიობებს და ვიღაც ბომჟებს რომ აქცევ ყურადღებას.
17:29 / 07-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS