- რით მოხიბლეთ მშვენიერი ანფისა?
- ერთად ვთამაშობდით სპექტაკლში,
- ანფისამ კი თქვა, რომ გემრიელად მომზადებული წვნიანით მოგხიბლათ. გაჭამათ და მორჩა...
- კი, ეს იყო შჩი. პირველად შევუარე ყავაზე და ისეთი მშიერი ვიყავი, ანფისამ უცებ შემომთავაზა: ''გინდა შჩი?'' ისე მომეწონა, თან გადავირიე - ასეთი ლამაზი, ვარსკვლავი, და თან მომზადებაც იცის? არადა, დედაჩემი ისე კარგად ამზადებს, ჩემი გაოცება რთულია. მაგრამ ანფისას შჩი მართლა გემრიელი იყო. დამიპყრო კი იმით, რომ გულღია, უბრალო, კეთილი ადამიანია, ძალიან ერთგული. ბევრი გვაქვს საერთო, გვიყვარს სტუმრიანობა. მახსოვს, საქართველოში წავედით მანქანით, ანფისას ისე მოეწონა ყველაფერი - ჰაერი, ცხელი ლავაშები. ბებიაჩემ თამარასთან ჩავედით, შეიკრიბნენ ჩვენი ნათესავები, ემოციურები, კონტაქტურები. ანფისაც ისეთი გახსნილია, ყველას მოეწონა. ჩემმა მშობლებმა კარგად მიიღეს. არადა, ჩემს მშობლებს უნდოდათ, ქართველი ცოლი მომეყვანა, მაგრამ ისე მოიხიბლნენ ანფისათი, მაგაზე აღარ უსაყვედურიათ. მერე ჩვენი შვილი სოლომონი დაიბადა, რომელზეც მთელი ჩემი სანათესავო გიჟდება. დედა ამბობს, რომ სოლომონი ჩემს ბავშვობას ახსენებს.
- ამბობენ, რომ კავკასიელი კაცები ეჭვიანები არიან...
- მე და ანფისა ხშირად ვხუმრობთ ამ თემაზე. ერთ სერიალში ვთამაშობდი, სადაც ჩემი საყვარელი იანა გუსევა იყო, მშვენიერი მსახიობი. სიუჟეტით ნახევრად შიშვლებს გვეძინა. გადაღებებზე ანფისა მოვიდა. მაგრად იხალისა. მეც იუმორით ვუყურებ მხოლოდ ასეთ საკითხებს, ჩვენ ორივენი ძალიან ერთგულები ვართ.
- ანფისა რომ მიიწვიონ გულახდილ სცენებში მონაწილეობისთვის?
- არა, მისთვის არ შეიძლება! მე წინააღმდეგი ვიქნები!
- ოფიციალურად არ გიქორწინიათ. როდის გეგმავთ ქორწილს?
- უკვე ვთხოვე ხელი, მაგრამ ნამდვილმა მამაკაცმა რამდენჯერმე უნდა სთხოვოს ხელი, ქალმა კი ჯერ კარგად უნდა იფიქროს (იცინის). თორემ ასე უცებ რომ გვექორწინა, ეს არ იქნებოდა საინტერესო.
- რომელ როლზე ოცნებობთ?
- ოტელოსი. ბანდიტების თამაში კი აღარ მინდა!
ჟურნალი ''რეიტინგი''