15 აგვისტო, 2013
გურამ ბაბლიშვილი: ''ჩემს მშობლებს სურდათ, ქართველი ცოლი მყოლოდა''
ჩვენი შვილი სოლომონი დაიბადა, რომელზეც მთელი ჩემი სანათესავო გიჟდება. დედა ამბობს, რომ სოლომონი ჩემს ბავშვობას ახსენებს მსახიობი გურამ ბაბლიშვილი ქართველებმა მას მერე გავიცანით, რაც ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური რუსი ტელეწამყვანი ანფისა ჩეხოვას საქმრო გახდა და ამ ქალბატონმა მისგან შვილიც გააჩინა. წყვილს ჯერ არ უქორწინია, რადგან ანფისა არ ჩქარობს ურთიერთობის გაოფიციალურებას, თუმცა გურამმა აღიარა, რომ ხელი სთხოვა ანფისას და იმაშიც გამოტყდა, რომ მის ქართველ მშობლებს ქართველი რძალი უნდოდათ.

- რით მოხიბლეთ მშვენიერი ანფისა?
- ერთად ვთამაშობდით სპექტაკლში,
დავდიოდით გასტროლებზე, თანდათან დავახლოვდით. აგურ-აგურ ვაშენებდით ამ ურთიერთობას და სახლიც ავაგეთ ამასობაში.
- ანფისამ კი თქვა, რომ გემრიელად მომზადებული წვნიანით მოგხიბლათ. გაჭამათ და მორჩა...
- კი, ეს იყო შჩი. პირველად შევუარე ყავაზე და ისეთი მშიერი ვიყავი, ანფისამ უცებ შემომთავაზა: ''გინდა შჩი?'' ისე მომეწონა, თან გადავირიე - ასეთი ლამაზი, ვარსკვლავი, და თან მომზადებაც იცის? არადა, დედაჩემი ისე კარგად ამზადებს, ჩემი გაოცება რთულია. მაგრამ ანფისას შჩი მართლა გემრიელი იყო. დამიპყრო კი იმით, რომ გულღია, უბრალო, კეთილი ადამიანია, ძალიან ერთგული. ბევრი გვაქვს საერთო, გვიყვარს სტუმრიანობა. მახსოვს, საქართველოში წავედით მანქანით, ანფისას ისე მოეწონა ყველაფერი - ჰაერი, ცხელი ლავაშები. ბებიაჩემ თამარასთან ჩავედით, შეიკრიბნენ ჩვენი ნათესავები, ემოციურები, კონტაქტურები. ანფისაც ისეთი გახსნილია, ყველას მოეწონა. ჩემმა მშობლებმა კარგად მიიღეს. არადა, ჩემს მშობლებს უნდოდათ, ქართველი ცოლი მომეყვანა, მაგრამ ისე მოიხიბლნენ ანფისათი, მაგაზე აღარ უსაყვედურიათ. მერე ჩვენი შვილი სოლომონი დაიბადა, რომელზეც მთელი ჩემი სანათესავო გიჟდება. დედა ამბობს, რომ სოლომონი ჩემს ბავშვობას ახსენებს.
Rating
- ამბობენ, რომ კავკასიელი კაცები ეჭვიანები არიან...
- მე და ანფისა ხშირად ვხუმრობთ ამ თემაზე. ერთ სერიალში ვთამაშობდი, სადაც ჩემი საყვარელი იანა გუსევა იყო, მშვენიერი მსახიობი. სიუჟეტით ნახევრად შიშვლებს გვეძინა. გადაღებებზე ანფისა მოვიდა. მაგრად იხალისა. მეც იუმორით ვუყურებ მხოლოდ ასეთ საკითხებს, ჩვენ ორივენი ძალიან ერთგულები ვართ.
- ანფისა რომ მიიწვიონ გულახდილ სცენებში მონაწილეობისთვის?
- არა, მისთვის არ შეიძლება! მე წინააღმდეგი ვიქნები!
- ოფიციალურად არ გიქორწინიათ. როდის გეგმავთ ქორწილს?
- უკვე ვთხოვე ხელი, მაგრამ ნამდვილმა მამაკაცმა რამდენჯერმე უნდა სთხოვოს ხელი, ქალმა კი ჯერ კარგად უნდა იფიქროს (იცინის). თორემ ასე უცებ რომ გვექორწინა, ეს არ იქნებოდა საინტერესო.
- რომელ როლზე ოცნებობთ?
- ოტელოსი. ბანდიტების თამაში კი აღარ მინდა!

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ნინო
ადამიანები გამორჩენას ვეძებთ ყოველთვის.ჯერ ჭირდება თავის დასამკვიდრებლად და რომ წაიწევს წინ მერე ქართველი ცოლიც ეყოლება. ბედნიერებას ვუსურვებ
15:13 / 14-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ლია
რუსმა თუ შეიყვარა ქართველი კაცი,ტყუილია!!! მთელი ცხოვრება ერთგულები არიან ოჯახის!ოღონდ კაცს სადავეები ყოველთვის ვაჟკაცურად მომართული უნდა ჰქონდეს "Доверяи но проверяи!"ამ პრინციპით!!!
12:00 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
amigo
ქართველი ცოლი თუარა არ აგაშენოს უცებ,მეც ქართველი ცოლის მომხრე ვარ მაგრამ,არც შენ გყავს ნაკლები ცოლი ღმერთმა ბედნიერად გამყოფოს,მთავარია უყვარხარ და ფასეულობებს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ რუსის ქალები და ქართველებს კბილებიც ოქროსი თუარ ჩაუსვი დარხეული გაქ,სიყვარული კიდიათ იმენა ფული თუ არ გაქ წავიდაააააა ფეხები მაღლა ჰაერში,სამწუხაროდ ეგრეა ბევრი ქართველი ქალი,საბედნიეროდ ბევრიც ჯიგარი ქალები გვყავს რომელთაც არავინ არ შეედრება,ეს იმიტომ დავწერე რუსის ცოლი თუ გყავს ეგ არაფერია ძალიანაც კარგია
10:22 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS