13 აგვისტო, 2013
დათო კენჭიაშვილმა და ქრისტინე იმედაძემ ''კეკელა და მარო'' ჩაწერეს
ქრისტინე იმედაძე დიდი ხანია ჟურნალისტებს არ სწყალობს და თქვენს ბუკლიკოს, დიდი ეჭვი მაქვს, განსაკუთრებით არ ეკარება მომღერალმა დათო კენჭიაშვილმა მცირე ხნის წინ ქრისტინე იმედაძესთან ჩაწერა დუეტი. ქართული ფოლკლორის მოტრფიალემ ამჯერად ცნობილი სიმღერა ''კეკელა და მარო'' განაახლა და თავის სტუდიაში ქრისტინესთან ერთად ჩაწერა.

თეონა ქუმსიაშვილთან, გელა დაიაურთან, დიანა ღურწკაიასთან დუეტის შემდეგ დათოს ამგვარი დაინტერესება აბსოლუტურად სხვა ჟანრის მომღერალთან მუშაობით, ცოტა არ იყოს, უცნაურად მეჩვენება.

ქრისტინე იმედაძე დიდი ხანია ჟურნალისტებს არ სწყალობს და თქვენს ბუკლიკოს, დიდი ეჭვი
მაქვს, განსაკუთრებით არ ეკარება. ამდენად მისი კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით ვერ მოვიპოვეთ, სამაგიეროდ, მოვიპოვეთ 5 წლის წინ ''ახალ ტალღაზე'' ნამღერი ''მოხევის ქალო თინაო''.

პუანტებსა და ბალეტის სამოსში გამოწყობილი მომღერალი უცნაური მოძრაობით, უცნაური მანერებით, რუსული აქცენტით, სვეცკურ-დერსკული შესრულებით მღერის ქართულ ნაციონალურ სიმღერას.

როგორც კონკურსის წამყვანებმა უწოდეს, ''კრასავიცა'' ქრისტინემ ამ ნომრისთვის ჟიურის ყველა წევრისგან შვიდიანები მიიღო. ამ ვიდეოს ქვეშ ''იუთუბზე'' ინტერნეტმომხმარებლის ერთი ასეთი კომენტარი ამოვიკითხე - ''თინამ ეს სიმღერა რომ მოისმინა, თქვა, აღარ ვარ მოხევის ქალიო''. 
Rating
არ ვიცი, გაგრძელდება თუ არა კენჭიაშვილისა და ქრისტინეს საქმიანი ურთიერთობა, მაგრამ ერთი ცხადზე ცხადია, მსმენელი ინტერესით დაელოდება ''კეკელასა და მაროს'' ახალ ვერსიას.

დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 61 /
ულაყი
რა გრძელი და უსნო სახე აქვს ამ ქრისტინას.ცხენის თავი აქვს
15:17 / 13-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS