13 აგვისტო, 2013
დათო კენჭიაშვილმა და ქრისტინე იმედაძემ ''კეკელა და მარო'' ჩაწერეს
ქრისტინე იმედაძე დიდი ხანია ჟურნალისტებს არ სწყალობს და თქვენს ბუკლიკოს, დიდი ეჭვი მაქვს, განსაკუთრებით არ ეკარება მომღერალმა დათო კენჭიაშვილმა მცირე ხნის წინ ქრისტინე იმედაძესთან ჩაწერა დუეტი. ქართული ფოლკლორის მოტრფიალემ ამჯერად ცნობილი სიმღერა ''კეკელა და მარო'' განაახლა და თავის სტუდიაში ქრისტინესთან ერთად ჩაწერა.

თეონა ქუმსიაშვილთან, გელა დაიაურთან, დიანა ღურწკაიასთან დუეტის შემდეგ დათოს ამგვარი დაინტერესება აბსოლუტურად სხვა ჟანრის მომღერალთან მუშაობით, ცოტა არ იყოს, უცნაურად მეჩვენება.

ქრისტინე იმედაძე დიდი ხანია ჟურნალისტებს არ სწყალობს და თქვენს ბუკლიკოს, დიდი ეჭვი
მაქვს, განსაკუთრებით არ ეკარება. ამდენად მისი კომენტარი ამ თემასთან დაკავშირებით ვერ მოვიპოვეთ, სამაგიეროდ, მოვიპოვეთ 5 წლის წინ ''ახალ ტალღაზე'' ნამღერი ''მოხევის ქალო თინაო''.

პუანტებსა და ბალეტის სამოსში გამოწყობილი მომღერალი უცნაური მოძრაობით, უცნაური მანერებით, რუსული აქცენტით, სვეცკურ-დერსკული შესრულებით მღერის ქართულ ნაციონალურ სიმღერას.

როგორც კონკურსის წამყვანებმა უწოდეს, ''კრასავიცა'' ქრისტინემ ამ ნომრისთვის ჟიურის ყველა წევრისგან შვიდიანები მიიღო. ამ ვიდეოს ქვეშ ''იუთუბზე'' ინტერნეტმომხმარებლის ერთი ასეთი კომენტარი ამოვიკითხე - ''თინამ ეს სიმღერა რომ მოისმინა, თქვა, აღარ ვარ მოხევის ქალიო''. 
Rating
არ ვიცი, გაგრძელდება თუ არა კენჭიაშვილისა და ქრისტინეს საქმიანი ურთიერთობა, მაგრამ ერთი ცხადზე ცხადია, მსმენელი ინტერესით დაელოდება ''კეკელასა და მაროს'' ახალ ვერსიას.

დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 61 /
კროკოდილს
კობა ხაბაზი ბალეტის ფორმაში უფრო ლამაზი გოგო იქნება ვიდრე ქრისტინე,კობას თვალჟუჟუნა ცისფერი თვალები მაინც აქვს.
16:34 / 15-08-2013
გამოხმაურება / 0 /
კროკოდილი
კობა ხაბაზსს რო ბალეტის კაბა და ჩუსტები ჩააცვა...ის გაუწევს კონკურენციას ქრისტინე იმედაძეს,სილამაზესა და მოხდენილობაში.
16:27 / 15-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ბუკლიკოო
როდის მერე გახდი ნეტა ჩემი თქვენი ბუკლიკოო რომ წერ და რაც შეეხება ქრისტინეს,ძალიანაც კარგს აკეთებს რომ არ გიკარებს,რას იბოღმები,იმ კომენტარებიდან დადებითიც მოგეყვანა,მაგრამ ბოღმა ხარ
11:30 / 15-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ჯოტია
მეც არ მომწონს სახეზე.სახის მოყვანილობა აქვს კაცის
09:41 / 15-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ვოლანდის
ეგეთი ულამაზესი ქალი შეგახვედრა ღმერთმა ასე თუ მოგწონს.ტანი კარგი აქვს,სახე აქვს გრძელი და ცხენს მოგაგონებს.ქრისტინე თუ ლამაზია მასინ მე ალენ დელონი ვყოფილვარ
09:25 / 15-08-2013
გამოხმაურება / 0 /
თათული
ულამაზესი ხარ ქრისტინე ! :) ძალიან მაგარი გოგო !!!
05:17 / 15-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინკა
ვგიჟდებიი ისე მომწონს ქრისტინეს ხმის ტემბრი , უთბილესია და ძალიან ლამაზი ! ვიზუალზე აღარ ვლაპარაკობ მართლაც საოცრებაა ! ძალიან მომწონს :)
05:15 / 15-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ზე*სი
სიმღერა მომეწონა.რაც შეეხება ქრისტინეს მართლაც საოცნებო ქალია.
02:20 / 15-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ვოლანდი
მომღერალი დიდი არაფერი,მაგრამ როგორც ქალი უმაგრესია.ერთ-ერთი ულამაზესი და უსექსუალურესია.კაცი რომელიც ქრისტინეზე იტყვის უშნოაო ის იდიოტია,ქალიკი შურიანი.
02:12 / 15-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნათელას
ჩემო ციცინატელა იმე მგონი შენც ცხენის სახე გაქვს.ისე წიწმატობ.რა ვქნათ არაა ლამაზი სალომე კაცუნების რა ბრალია
20:25 / 14-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS