08 აგვისტო, 2013
თამთა ქენქაძე მსოფლიოს საუკეთესო მოდელი თინეიჯერი გახდა

ეტყობა, იმდენად წმინდაა დროშა მათთვის, გამჭვირვალე კაბა მეცვა და ჩანდა საცურაო კოსტიუმი. იმ სიცხეში იმხელა შალი მომახვიეს, რომ არ გამოჩენილიყო, გახსენებაც არ მინდა

22-27 ივლისს პანამაში ''მის მსოფლიო თინეიჯერი'' ჩატარდა, სადაც საქართველო ''კატრინის'' მოდელმა თამთა ქენქაძემ წარადგინა. თამთა ხუთეულში გავიდა და აიღო პრიზი ნომინაციაში ''მსოფლიოს საუკეთესო მოდელი თინეიჯერი'' . პანამიდან დაბრუნებულ თამთას და კონკურსის ორგანიზატორს საქართველოში ეკა მგალობლიშვილს კონკურსის დეტალებზე ვკითხეთ.
თამთა:
- კონკურსი სამ ტურად ჩატარდა. მანამდე ყოველდღე შესარჩევი ტურები, გასაუბრებები, ფოტოსესიები გვქონდა. ამოწმებდნენ თითოეული
კონკურსანტის ინტელექტს, მე მკითხეს, ვინ იყო გამორჩეული პოლიტიკოსი ქალი ჩვენს ქვეყანაში, რას გავაკეთებდი გამარჯვების შემთხვევაში. ჩატარდა ტალანტების კონკურსი, სადაც ქართული ვიცეკვე, მე და ეკამ ეს ცეკვა სასტუმროს ნომერში დავდგით (იცინის). ისეთი მომზადებულები იყვნენ კონკურსანტები, ცეკვის მეწყვილეებით, ფოტოგრაფებით, მშობლებით, ვიზაჟისტებით, სტილისტებით, დიზაინერებით, მთელი დელეგაციებით იყვნენ ჩამოსული. ჩვენ ორი კინკილა წარმომადგენელი ვიყავით საქართველოდან, მე და ეკა. ეკა იყო ჩემთვის ყველაფერი, ქორეოგრაფიც კი.
- მოგეწონა პანამა? რა დაგამახსოვრდა?
- ძალიან. დრო დასვენებისთვის არ გვქონდა, რუჯიც კი ვერ მივიღეთ. აქამდე არ მქონდა ნანახი, როგორ მოიპოვებენ ნავთობს. წაგვიყვანეს და გვანახვეს. ისე ცხელოდა, სულ არ მინდოდა იმ მომენტში იმის ნახვა. თან პანამის დროშით შეკერილი საცურაო კოსტიუმები გვეცვა, იქ ფოტოსესია უნდა გვქონოდა. აღმოჩნდა რომ ამის უფლება არ მოგვცეს. ეტყობა, იმდენად წმინდაა დროშა მათთვის, გამჭვირვალე კაბა მეცვა და ჩანდა საცურაო კოსტიუმი. იმ სიცხეში იმხელა შალი მომახვიეს, რომ არ გამოჩენილიყო, გახსენებაც არ მინდა.
Rating
- თამთა, როგორც ვიცი, შეყვარებული გყავს, როგორ უყურებს შენს სამოდელო კარიერას?
- გაგიმხელთ, რომ ჩემი და ეკას პანამაში გასამგზავრებელი ბილეთები მან შეგვიძინა. ახლა თავად გამოიტანეთ დასკვნა.
- ბიზნესმენია?
- მამამისს სამშენებლო ბიზნესი აქვს, თვითონ იურიდიულზე სწავლობს. 4 წელია ერთად ვართ. მე დედისერთა ვარ და ცოტა ეჭვიანი. სხვა მხრივ პრობლემები არ გვაქვს.
- რა პროფესიის ხარ?
- ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ვსწავლობ. პარალელურად ''მე-9 არხის'' სტაჟიორი ვარ.
Rating
ეკა მგალობლიშვილი:
- წელს ძალიან მკაცრი ჟიური იყო, კონკურსის ორგანიზატორს, ტონი ბერგანზას, სიტყვას არ აკვეხებინებდნენ. თვითონ პანამის კონკურსანტსაც კი არანაირი პრიზი არ ხვდა წილად. თან არ იყო ცუდი გოგონა. სულ ორი ნომინაცია იყო და ერთი ჩვენ ავიღეთ. თამთას ჩაცმულობაზე დიზაინერმა მანანა გოგლიჩიძემ იზრუნა და მოწონებაც დაიმსახურა. გამარჯვებული ავსტრალია გახდა, მართლა ლამაზი გოგო იყო. შედეგით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. ჟიურიმ კარგად იცოდა, რომ თამთა შარშანდელი ''ბესტ მოდელის'' ''ფეისი'' იყო, ამიტომ ძალიანაც რომ ნდომოდათ, ვერ დაგვჩაგრავდნენ.

დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''


 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ზაზა
სადღაა მეცხრე არხი თამთა :)) :D :*
02:30 / 24-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინი
ლამაზიაა
05:34 / 09-08-2013
გამოხმაურება / 0 /
3
კარგი გოგონაა
22:20 / 08-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS