მარინა ლევანზე ორი წლითაა უფროსი, მაგრამ ეს მათი სიყვარულისთვის ხელის შემშლელი არ ყოფილა. თურმე ლევანს მანამდეც თავისზე გაცილებით უფროსი ქალები, ძირითადად მასწავლებლები უყვარდებოდა. მარინა და ლევანი რამდენიმე წელი შეყვარებულები იყვნენ და 15 წლის წინ დაოჯახდნენ. ორი შვილი ჰყავთ - კესარია და ვასიკო.
ბევრჯერ უჩხუბიათ და შერიგებულან. თუმცა ბოლო ჩხუბი დიდხანს გაგრძელდა და რაღაც პერიოდი ლევანი და მარინა ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. ლევანი ამბობდა, რომ პირად ცხოვრებაში ყველაფერი წესრიგში არ ჰქონდა და საბოლოოდ რა მოხდებოდა, არ იცოდა. გასულ კვირას მასთან ინტერვიუს ჩაწერა გადავწყვიტე. დათქმულ დროს ლევანი ინტერვიუზე ვერ მოვიდა. მობილურს კი მთელი დღის განმავლობაში მეუღლე პასუხობდა. რა თქმა უნდა, მაშინვე ვიფიქრე, რომ შერიგდნენ და ეს ამბავი მოგვიანებით ლევანმა დაადასტურა.
- „ჩემი ცოლის დაქალების„ სეზონი მთავრდება. ბევრი მასობრივი სცენა გვაქვს გადასაღები. ამიტომაც ვერ მოვახერხე ინტერვიუზე მოსვლა.
- თქვენს მობილურს მთელი დღის განმავლობაში მეუღლე პასუხობდა. არადა მითხარით, რომ მარინა ცალკე ცხოვრობს.
- მახსოვს, ისიც გითხარით, ჩემი ცხოვრების გზაჯვარედინზე ვდგავარ-მეთქი.
- გამოდის, შერიგდით.
- კი, ასეა. გზაჯვარედინზე შვიდთვიანი დგომა შერიგებით დამთავრდა.
- გილოცავთ. იმედია, ასეთ გზაჯვარედინზე აღარასდროს აღმოჩნდებით.
- დიდი მადლობა.
ჟურნალი „რეიტინგი“