28 ივლისი, 2013
ლევან ყოჩიაშვილი ცოლს შეურიგდა
ბევრჯერ უჩხუბიათ და შერიგებულან. თუმცა ბოლო ჩხუბი დიდხანს გაგრძელდა და რაღაც პერიოდი ლევანი და მარინა ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. ლევანი ამბობდა, რომ პირად ცხოვრებაში ყველაფერი წესრიგში არ ჰქონდა და საბოლოოდ რა მოხდებოდა, არ იცოდა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობ ლევან ყოჩიაშვილის პირადი ცხოვრება ბოლო დროს მისი გმირის მსგავსად არეული იყო. მეუღლესთან, მარინა ყაჭაშვილთან ურთიერთობა გაუფუჭდა. რამდენჯერმე დაიწერა კიდეც, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. მათი სიყვარულის ამბავი დიდი ხნის წინ დაიწყო. ლევანი სკოლის მოსწავლე იყო, ინგლისურში ემზადებოდა, თავისი მასწავლებლის შვილი
როგორც კი დაინახა, ცოლის მოყვანაზე დაფიქრდა. მშობლებმა გადააფიქრებინეს, რა დროს შენი ცოლიაო, უთხრეს.

მარინა ლევანზე ორი წლითაა უფროსი, მაგრამ ეს მათი სიყვარულისთვის ხელის შემშლელი არ ყოფილა. თურმე ლევანს მანამდეც თავისზე გაცილებით უფროსი ქალები, ძირითადად მასწავლებლები უყვარდებოდა. მარინა და ლევანი რამდენიმე წელი შეყვარებულები იყვნენ და 15 წლის წინ დაოჯახდნენ. ორი შვილი ჰყავთ - კესარია და ვასიკო.

ბევრჯერ უჩხუბიათ და შერიგებულან. თუმცა ბოლო ჩხუბი დიდხანს გაგრძელდა და რაღაც პერიოდი ლევანი და მარინა ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. ლევანი ამბობდა, რომ პირად ცხოვრებაში ყველაფერი წესრიგში არ ჰქონდა და საბოლოოდ რა მოხდებოდა, არ იცოდა. გასულ კვირას მასთან ინტერვიუს ჩაწერა გადავწყვიტე. დათქმულ დროს ლევანი ინტერვიუზე ვერ მოვიდა. მობილურს კი მთელი დღის განმავლობაში მეუღლე პასუხობდა. რა თქმა უნდა, მაშინვე ვიფიქრე, რომ შერიგდნენ და ეს ამბავი მოგვიანებით ლევანმა დაადასტურა.

- „ჩემი ცოლის დაქალების„ სეზონი მთავრდება. ბევრი მასობრივი სცენა გვაქვს გადასაღები. ამიტომაც ვერ მოვახერხე ინტერვიუზე მოსვლა.
- თქვენს მობილურს მთელი დღის განმავლობაში მეუღლე პასუხობდა. არადა მითხარით, რომ მარინა ცალკე ცხოვრობს.
- მახსოვს, ისიც გითხარით, ჩემი ცხოვრების გზაჯვარედინზე ვდგავარ-მეთქი.
- გამოდის, შერიგდით.
- კი, ასეა. გზაჯვარედინზე შვიდთვიანი დგომა შერიგებით დამთავრდა.
- გილოცავთ. იმედია, ასეთ გზაჯვარედინზე აღარასდროს აღმოჩნდებით.
- დიდი მადლობა.

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 27 /
ნატო
ძალიან ლამაზი გოგოა ლევანისცოლი, უბრალოდ არაფოტოგენურია რით ვერ გაიგეთ..
14:08 / 05-08-2013
გამოხმაურება / 0 /
კაცი
სად ნახე ეგ თხუნელას ცხვირ-პირიანი ქალი ლევან?
08:10 / 05-08-2013
გამოხმაურება / 0 /
რუსიკო
უფალმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.ის ვინც მხოლოდ გარეგნობით აფასებს ადამიანს მისი სული დატვინი ცარიელია.ასეტებს ნუ მიაქცევთ ყურადგებას. ქალი რომელიც ოჯახის შენარჩუნებაზე და შვილების აღზრდაზე ფიკრობს აი ვინ არის დასაპასებელი.ღმერტმა ამრავლოს ასეთი ქალები საქართველიში
13:26 / 30-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ზიზი
გაიხარეთ,ორივე კარგები ხართ,მესიამოვნა ტქვენი ამბავი
12:03 / 30-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლო
უვიცი და უმეცარი ადამიანი აყენებს სხვა ადამიანს შეურაცყოფას, ვისაც აღზრდა და ტაქტი აკლია.ისეთი ადამიანები ვინც სხვას ლანძღავენ, მხოლოდ საკუთარი თავის არაჯანსაგობას ავლენს.
11:14 / 30-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მანაჯა
რანდენი ცუდი ადამიანი ცხოვრობს საკარტველოჰი და რამდენი ჰურიანი რა სმს ცერენ ის რა გავს ეს რას გავს ვინც ამას ცერს ცარმომიდგენია ტვიტონ რას ას გავს და რა დონისაა ცარმატებებს გისურვებტ ლევან ოჯახი კველაზე ზვირპასია რაც გაგაჰნია
00:34 / 30-07-2013
გამოხმაურება / 0 /
***
ძლიერი ოჯახი ძლიერი ქვეყნის საწინდარია, მივესალმები! გაუფრთხილდით ერთმანეთს!
18:23 / 29-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალი
ღმერთმა სულ კარგად ამყოფოთ ,ძალიან კარგი წყვილია ,ქალი ,რომელიც ასეთ საუკეთესო შვილებს გაზრდის, ქების ღირსია ოჯახში კი ყველაფერი ხდება! იშვიათი წყვილია!! ქალი სულით და შვ ილებით ფასობს და არა მაღალი ფეხებით!! პატივ გცემთ და მიყვარხართ!!უფალი თქვენთანაა!!!
16:36 / 29-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
ძალიან გამიხარდა ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ
16:31 / 29-07-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკო
მხოლოდ ეშმაკი თუ დაწერს ამ ქალზე რას გავსო. იმდენი უზნეო და უწესო ქალი მომრავლდა სხვისი ბედნიერება ცუდად ხდით. ღმერთმა გამრავლოთ და გაგახაროთ. ღმერთმა ამრავლოს შენნაირი პატიოსანი ქალები და დედები.
16:04 / 29-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS