28 ივლისი, 2013
ლევან ყოჩიაშვილი ცოლს შეურიგდა
ბევრჯერ უჩხუბიათ და შერიგებულან. თუმცა ბოლო ჩხუბი დიდხანს გაგრძელდა და რაღაც პერიოდი ლევანი და მარინა ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. ლევანი ამბობდა, რომ პირად ცხოვრებაში ყველაფერი წესრიგში არ ჰქონდა და საბოლოოდ რა მოხდებოდა, არ იცოდა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობ ლევან ყოჩიაშვილის პირადი ცხოვრება ბოლო დროს მისი გმირის მსგავსად არეული იყო. მეუღლესთან, მარინა ყაჭაშვილთან ურთიერთობა გაუფუჭდა. რამდენჯერმე დაიწერა კიდეც, რომ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. მათი სიყვარულის ამბავი დიდი ხნის წინ დაიწყო. ლევანი სკოლის მოსწავლე იყო, ინგლისურში ემზადებოდა, თავისი მასწავლებლის შვილი
როგორც კი დაინახა, ცოლის მოყვანაზე დაფიქრდა. მშობლებმა გადააფიქრებინეს, რა დროს შენი ცოლიაო, უთხრეს.

მარინა ლევანზე ორი წლითაა უფროსი, მაგრამ ეს მათი სიყვარულისთვის ხელის შემშლელი არ ყოფილა. თურმე ლევანს მანამდეც თავისზე გაცილებით უფროსი ქალები, ძირითადად მასწავლებლები უყვარდებოდა. მარინა და ლევანი რამდენიმე წელი შეყვარებულები იყვნენ და 15 წლის წინ დაოჯახდნენ. ორი შვილი ჰყავთ - კესარია და ვასიკო.

ბევრჯერ უჩხუბიათ და შერიგებულან. თუმცა ბოლო ჩხუბი დიდხანს გაგრძელდა და რაღაც პერიოდი ლევანი და მარინა ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ. ლევანი ამბობდა, რომ პირად ცხოვრებაში ყველაფერი წესრიგში არ ჰქონდა და საბოლოოდ რა მოხდებოდა, არ იცოდა. გასულ კვირას მასთან ინტერვიუს ჩაწერა გადავწყვიტე. დათქმულ დროს ლევანი ინტერვიუზე ვერ მოვიდა. მობილურს კი მთელი დღის განმავლობაში მეუღლე პასუხობდა. რა თქმა უნდა, მაშინვე ვიფიქრე, რომ შერიგდნენ და ეს ამბავი მოგვიანებით ლევანმა დაადასტურა.

- „ჩემი ცოლის დაქალების„ სეზონი მთავრდება. ბევრი მასობრივი სცენა გვაქვს გადასაღები. ამიტომაც ვერ მოვახერხე ინტერვიუზე მოსვლა.
- თქვენს მობილურს მთელი დღის განმავლობაში მეუღლე პასუხობდა. არადა მითხარით, რომ მარინა ცალკე ცხოვრობს.
- მახსოვს, ისიც გითხარით, ჩემი ცხოვრების გზაჯვარედინზე ვდგავარ-მეთქი.
- გამოდის, შერიგდით.
- კი, ასეა. გზაჯვარედინზე შვიდთვიანი დგომა შერიგებით დამთავრდა.
- გილოცავთ. იმედია, ასეთ გზაჯვარედინზე აღარასდროს აღმოჩნდებით.
- დიდი მადლობა.

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 27 /
ანტო
თხუნელასაპირიანი ქალი რა შესარიგებელია.ვავავავავავა
13:12 / 16-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
რა უკულტურო ხალხი ხართ ვგიჟდები ან გასათხოვრები ხართ ან იმედგაცრუებული გათხოვილები...... ვაი თქვენს პატრონს სა წამყვანს კიდე
14:25 / 10-08-2013
გამოხმაურება / 0 /
თათა
არა მარინა არ მოგწონთ და თვითონ ლევანი რაღას წარმოადგენს?და საერთოდაც ყველამ თავის როჟას მიხედოს.სხვების ქილიკი მაინც არაფერში წაგადგებათ...
13:09 / 09-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
მართლა ძალიან უსინდისო ხალხი ხართ,თქვენ ვინ გეკითხებათ ვის როგორი ცოლი ყავს?!თქვენს ცოლებს, დედებს მამიდებს და დებს მიხედეთ.ფიზიკურობით ადამიანს მხოლოდ ბრიყვი და ბნელი გონებით მოაზროვნე თუ შეაფასებს. გეშინოდეთ თქვენი ნაბოდვრების.
10:34 / 09-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნეკა
ES GOGO ZOTA AR IKOS AR ARIS SIMPATIURI DA SAERTOD AR UXTEBAT ERTMANÉTS:
20:27 / 08-08-2013
გამოხმაურება / 0 /
თორნიკე
რა არის ხალხო, ბოღმის ნთხევის საერთაშორისო დღეა? მასეთებს დაბერილი მკედრი და ტუჩები არ გიშველით, მაინც შიგ გაქვთ.
10:42 / 07-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
ასე მგონია ქართველებს მხოლოდ სხვისი ლანძღვა ასაზრდოებთ, ეს რა ხდება ნუთუ არ უნდა უხაროდეთ ოჯახის აღდგენა, სხვის ტუჩებს რომ აკრიტიკებენ საკუთარ ტვინებს მიხედონ არ ჯობია?
18:59 / 06-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ანასტასია
რა ლაპარაკია ლევანის ცოლის გარეგნობაზე ფუუ რა უკულტურო გაუნატლებლი ხალხი ხარტ!
12:50 / 06-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალუკა
ცოლი მან სერიალის დაწყებამდე მოიყვანა, და ეხლა სერიალის გამო მიატოვებს? არა მგონია ასეთი ბრიყვი იყოს, ლევან სერიალში ბევრ რამეს ტენიან ხალხს, მაგრამ ეცადეთ თქვენ ნუ იქნებით ექსპერიმენტის მონაწილე, მიუხედავად იმისა რომ მომწონდა ეს ქართული სერიალი, ეხლა აღარ ვუყურებ, იმიტომ მავნე რეკლამებს აკეთებენ.
10:17 / 06-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
ვინც ლევანის ცოლს გარეგნობას უწუნებს ნეტა თვითონ მზეთუნახავია? ტუ ლამაზია მაშინ უარესი....ტავში ტვინის მაგივრად ჩალა უყრია ალბატ ტორემ ადამიანისატვის შეურაცხყოფის მიყენება ასე არ გაუადვილდებოდაააა
18:49 / 05-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS