რუსეთში მოღვაწე თინა კანდელაკი დღეში რამდენიმე საათს სპორტულ დარბაზში ატარებს. რუსეთის ერთ-ერთ არხზე გულახდილი რჩევაც მისცა მანდილოსნებს, თუ გინდათ, სრულყოფილი სექსი გქონდეთ, სპორტით დაკავდითო.
ბევრი იოგას ვარჯიშებს ანიჭებს უპირატესობას. მათ შორისაა ქართველებისთვის უკვე კარგად ნაცნობი იულია ქავთარაძეც.
იულია ბოლო რამდენიმე თვეა, იოგაში აქტიურად ვარჯიშობს. ქართველები მის სილამაზეზე სიამაყით ვსაუბრობთ ხოლმე, რადგან მომღერალი წარმოშობით ქართველია, თუმცა,
იულია ქართულ ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობდა და ყველას დაგვამახსოვრა თავი თავისი მომხიბვლელი სხეულით.
მომღერალი კვლავ არაჩვეულებრივ ფორმაშია. ლამაზმანის იოგაში ვარჯიშის ფოტოების ნახვისას, ბევრს მისი მიბაძვის სურვილი გაუჩნდა.
თუ იულიასავით სხეული მექნება, დღესვე დავიწყებ ვარჯიშს, წერს მომღერლის ერთ-ერთი ფეისბუქმეგობარი. იულიას ფოტოების ნახვის შემდეგ მისი მიბაძვის სურვილი, შესაძლოა, საქართველოშიც ბევრს გაუჩნდეს.
სალომე დადიანი