- ლამის ერთი თვის გახდეს უკვე ბავშვი და ჯერ კიდევ ვერ შევეგუე იმ ამბავს, რომ ბაბუა ვარ. დიდი გოგოა უკვე ლიკა, ვმაიმუნობთ, კაბებს ვაცმევთ. დედაჩემის სახელი დავარქვით. ისე შეგვცვალა ყველა, ჩემს შვილს, ნუგოს, ვეღ
- შენ არ უყვარხარ ბავშვს?
- როგორ არ ვუყვარვარ, ვერ დაინახეთ, როგორ მშვიდად არის ჩემს ხელში?! ბავშვი გიხდებაო, მეუბნებიან (იცინის).
- მერე, ცოლის მოყვანას წინ რა უდგას?
- რაღა დროს ჩემი ცოლია, ახლა ლიკაზე ვართ ყველა გადართული.
- მახსოვს, ამბობდი, რძლისთვის არაფერი მიჩუქებია, შვილიშვილს რომ გამიჩენს, მერე დავასაჩუქრებო...
- ახლა ნათლობას ველოდები. ლიკას ნათლობაზე დავასაჩუქრებ ორივეს, ლიკასაც და რძალსაც... ჩემმა შვილმა აქეთ გამიკეთა საჩუქარი, ულამაზესი საათი მაჩუქა.
ჟურნალი „რეიტინგი“