01 მაისი, 2013
გია სურამელაშვილი: „ბავშვი გიხდებაო, მეუბნებიან“
„რაღა დროს ჩემი ცოლია, ახლა ლიკაზე ვართ ყველა გადართული“. „რეიტინგის“ მკითხველს კარგად ემახსოვრება, გია სურამელაშვილმა ჩვენთან ინტერვიუში ბაბუობა რომ დააანონსა. როგორც გავიგეთ, გიას შვილიშვილი შეეძინა და უკვე ბაბუის ამპლუასაც ირგებს. „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე შვილიშვილთან გადაღებული ფოტოებიც დადო.
- ლამის ერთი თვის გახდეს უკვე ბავშვი და ჯერ კიდევ ვერ შევეგუე იმ ამბავს, რომ ბაბუა ვარ. დიდი გოგოა უკვე ლიკა, ვმაიმუნობთ, კაბებს ვაცმევთ. დედაჩემის სახელი დავარქვით. ისე შეგვცვალა ყველა, ჩემს შვილს, ნუგოს, ვეღ
არ ვცნობ. სულ ოჯახზეა გადართული, არ იცის, რით ასიამოვნოს ცოლ-შვილს, მამამისზე ლიკაც გიჟდება.
- შენ არ უყვარხარ ბავშვს?
- როგორ არ ვუყვარვარ, ვერ დაინახეთ, როგორ მშვიდად არის ჩემს ხელში?! ბავშვი გიხდებაო, მეუბნებიან (იცინის).
- მერე, ცოლის მოყვანას წინ რა უდგას?
- რაღა დროს ჩემი ცოლია, ახლა ლიკაზე ვართ ყველა გადართული.
- მახსოვს, ამბობდი, რძლისთვის არაფერი მიჩუქებია, შვილიშვილს რომ გამიჩენს, მერე დავასაჩუქრებო...
- ახლა ნათლობას ველოდები. ლიკას ნათლობაზე დავასაჩუქრებ ორივეს, ლიკასაც და რძალსაც... ჩემმა შვილმა აქეთ გამიკეთა საჩუქარი, ულამაზესი საათი მაჩუქა.

ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 10 /
ირინა
გიაა რუმიანა არ წაგეშალოს სახიდან და ტონაკი :PPPPP
12:55 / 23-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ირინა
ამდენი ოქრო რომ გაქვს ასხმული შე ჩემისა მოიხსენი ერთი და აჩუქე რძალს :((( ვერ გავიგე რა არსებაა ეს. კაცია ქალია ცხოველია ადამიანია
12:52 / 23-05-2013
გამოხმაურება / 0 /
დიტო
პატარა ანგელოზი კი გაგეზარდოთ სასახელო ქართველი:)
00:52 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
დიტო
გეტყობა კაი ძუნკალა ხარ შენც გიაბატონო(?).
00:50 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
pirveli+
რაიყო კისრიდან ერთი ცეპი ჩამოეხსნა და მიეცა არც შეემჩნეოდა მის კისერს ოქროს დანაკლისი :))
15:40 / 02-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS