12 ივნისი, 2015
დაქორწინდნენ თუ არა რეზო თაბუკაშვილი და ეკა ნიჟარაძე - მწერლის პირველი კომენტარი
ეკა ნიჟარაძემ ახალგაზრდა მწერალ რეზო თაბუკაშვილთან ერთად გადაღებული რომანტიკული სურათები გამოაქვეყნა ორი კვირის წინ სოციალურ ქსელში მსახიობმა ეკა ნიჟარაძემ ახალგაზრდა მწერალ რეზო თაბუკაშვილთან ერთად გადაღებული რომანტიკული სურათები გამოაქვეყნა. წყვილი ფოტოებზე ისე ბედნიერად გამოიყურება, გაჩნდა ეჭვი, რომ მათ შორის რაღაც ხდება. ეს ეჭვი გაღვივდა მას შემდეგ, რაც ფოტოებზე მეგობრები და ახლობლები წერდნენ, ძალიან ლამაზი წყვილი ხართო, ეკა ხოფერიამ კი გაბედნიერება მიულოცა.

ორი კვირის წინ სოციალურ ქსელში მსახიობმა ეკა ნიჟარაძემ ახალგაზრდა მწერალ რეზო თაბუკაშვილთან ერთად გადაღებული რომანტიკული
სურათები გამოაქვეყნა. წყვილი ფოტოებზე ისე ბედნიერად გამოიყურება, გაჩნდა ეჭვი, რომ მათ შორის რაღაც ხდება. ეს ეჭვი გაღვივდა მას შემდეგ, რაც ფოტოებზე მეგობრები და ახლობლები წერდნენ, ძალიან ლამაზი წყვილი ხართო, ეკა ხოფერიამ კი გაბედნიერება მიულოცა.

ეკა ნიჟარაძეს ნიკო გომელაურთან პირველ ქორწინებაში ორი შვილი - ჯეჯი და ტასო ჰყავს. ტასო დაოჯახებულია და უკვე შვილი ჰყავს. მესამე ვაჟი – ნოდარი, ბიზნესმენ თემურ უგულავასგან შეეძინა, თუმცა წყვილი დაქორწინებული არ ყოფილა. მაშინ უგულავას ცოლი ბაია დავითაია იყო. მას შემდეგ ნიჟარაძეს ღიად თავის ურთიერთობებზე აღარ ულაპარაკია. გამოქვეყნებული ფოტოთი კი ცხადი გახდა, რომ მას რეზო თაბუკაშვილთან სერიოზული ურთიერთობა აკავშირებს. ამბობენ, რომ მათ ოფიციალურად იქორწინეს.

Rating

რეზო თაბუკაშვილი ლეგენდარული ბებია-ბაბუის, უფროსი რეზო თაბუკაშვილისა და მედეა ჯაფარიძის შვილიშვილი, ლაშა თაბუკაშვილის ვაჟია. თავადაც მწერალი და რამდენიმე წიგნის ავტორია, მაგრამ თავისი თაობის ხელოვანებისგან განსხვავებით, არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და არც ტელევიზიით აქტიურობს.

ყველაზე სკანდალური პერიოდი რამდენიმე თვის წინ ჰქონდა. რეზო. თაბუკაშვილი პოლიციამ ნოდარ ლადარიასა და ზურაბ ჭიაბერაშვილის ცემის გამო ლიტერატურულ კაფეში დააკავა. მწერალი რეჟისორ გიო მგელაძესთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც გვერდით მაგიდასთან მჯდომ პარლამენტარსა და პუბლიცისტს მიეჭრა, ლადარიას სახეში ცხელი ჩაი შეასხა, ხოლო ჭიაბერაშვილს სახეზე დაზიანებები იმავე ჭიქით მიაყენა. მეორე დღეს თაბუკაშვილი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

მის პირად ცხოვრებაზე არაფერია ცნობილი, რადგან არ უყვარს ჟურნალისტებთან ურთიერთობა. ეკა ნიჟარაძესთან გადაღებული ფოტოების გავრცელების შემდეგ მსახიობს დავუ-რეკეთ და ''რეიტინგის'' საიტისთვის კომენტარი ვთხოვეთ, რაზეც ეკა ძალიან გაღიზიანდა და მოკლედ გვიპასუხა, რომ არ გათხოვილა და ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს. პრესასთან ყოვ-ელთვის გულახდილი ეკა უჩვეულოდ სიტყვაძუნწი აღმოჩნდა, მაგრამ პირად საუბრებში მისმა მეგობრებმა დაადასტურეს, რომ წყვილი ერთად თავს ძალიან კარგად გრძნობს.

მიუხედავად იმისა, რომ თაბუკაშვილს ჟურნალისტებთან ურთიერთობა და განსაკუთრებით პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს, შევეცადეთ, მისთვისაც გვეკითხა, რა კომენტარს გააკეთებდა გავრცელებულ ჭორზე და ჩვენ შორის ასეთი დიალოგი შედგა.

- ბატონო რეზო, გამარჯობა, ჟურნალისტი გაწუხებთ ''რეიტინგიდან'', ერთი კითხვა მაქვს და მაქსიმუმ ერთ წუთს წაგართმევთ.

- გისმენთ.

- ბოლო დროს თქვენზე გავრცელებულ ჭორთან დაკავშირებით გირეკავთ...
- ჭორია, ჭორია...

- თქვენი და ეკა ნიჟარაძის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ გეკითხებით. ეკას მეგობრები ამბობენ, რომ გიყვართ ერთმანეთი, თუმცა ოფიციალურად არ გიქორწინიათ.
- არა, არავითარი ქორწინება, მორჩა.

- უბრალოდ, გიყვართ ერთმანეთი და ერთად ხართ?
- ხომ გაგეცით პასუხი, არავითარი ქორწინება არ ყოფილა, კარგად ბრძანდებოდეთ.
ასე დაგვემშვიდობა თაბუკაშვილი... მიუხედავად უარყოფისა, ფოტოები მაინც სხვა რამეს ამბობს...

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
მაგრათ გარეკეთ.
რეზო ტაბუკაშვილი მწერალი? რას არ გაიგებს კაცი.
08:59 / 15-06-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინი
და მწერალი რა პონტშია, რამე დაწერა? :)
18:02 / 12-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS