11 ივნისი, 2015
''ახალ ტალღაზე'' საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს
ივლისში კონკურსი სოჭში გაიმართება გასულ წელს ''ახალი ტალღა'' იურმალაში უკანასკნელად ჩატარდა. ივლისში კონკურსი სოჭში გაიმართება. კონკურსის არსებობის განმავლობაში ქართველებმა სამჯერ გაიმარჯვეს. სოსო პავლიაშვილის, დუეტ ''ჯორჯიასა'' და ნუცა ბუზალაძის შემდეგ ბევრი ელოდა, ვინ იქნებოდა შემდეგი წარმატებული მომღერალი ''ახალი ტალღის'' სცენაზე, თუმცა წელს ქართველები კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებენ. რამდენიმე კითხვით გასული წლის ''ახალი ტალღის'' გამარჯვებულ ნუცა ბუზალაძეს მივმართე.

- როგორც ვიცი, იურმალაში ეს კონკურსი აღარ გაიმართება. შეიძლება ითქვას, ამ ქალაქში კონკურსი მე დავხურე, ბოლო გამარჯვებული ვარ. წელს
ქართველი მომღერალი არ მიიღებს მონაწილეობას და ''იმედზეც'' არ იქნება ტრანსლაცია.

- საქართველოს მხრიდან ეს ნაბიჯი პროტესტი იყო, რადგან კონკურსი სოჭში ტარდება?
- ვერ გეტყვით. მხოლოდ ის ვიცი, რომ საქართველოში წელს კასტინგი არ ჩატარებულა.

- როგორც გასული წლის გამარჯვებული, კონკურსზე მიგიწვიეს?
- ჯერ არა.

- თუ მიგიწვიეს, როგორი იქნება შენი გადაწყვეტილება, წახვალ?
- ვერც ამ შემთხვევაში გეტყვით ზუსტ პასუხს.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
დავითი
ნიჭიერი?მარტო სიმღერაში კი არ უნდა დაამტკიცო ქართველების ნიჭიერება,სხვა რამეშიც უნდა დაამტკიცო რომ ხარ მართლა ნიჭიერი ერი რაც მე ვერ დავინახე.კი ვართ ნიჭიერები მაგრამ განსაკუთრებული არაფერი,უბრალოდ მთლად დებილებიც არ ვართ:)იცით რატომ?ქართველები რომ ყოფილიყო ნიჭიერი და დინჯი ერი ასეთი პატარა ტერიტორია არ გვექნებოდათ და არ იქნებოდა ჩამორჩენილი განვითარებით.ქართველები რომ ვყოფილიყავით ერთსულოვანი და ჭკვიანები ჩვენ ვიქნებოდით თურქეთის ხელა ქვეყანა ან საფრანგეთის ხელა და განვითარებულები.საქართველო კი ტერიტორიით ძალიან პატარაა.ახლა არ დაიწყოთ ყველა ჩვენ გვებრძოდაო და ასე შემდეგ.სანამ დაგიპრყრობენ შენ უნდა დაასწრო მაგრამ დღეს უკვე დაგვიანებულია ამაზე საუკუნეების წინ უნდა ეფიქრათ.ახლა რაც დაგვრჩა ის ტერიტორიები ავითვისოთ და განვითარდეთ ინტელეკტით და ეს იქნება პატარა სუპერ სახელმწიფო როგორიც დღეს ისრაელია,შვეიცარია ან ჰოლანდიაა.
16:16 / 13-06-2015
გამოხმაურება / 0 /
levani
Ooo es didi dartkma ikneba rusetistvis.))))
16:03 / 12-06-2015
გამოხმაურება / 0 /
hoooo
დზალიან ცუდი,უნდა მიგვეგო მონაწილეობა და კიდევ ერტხელ უნდა დაგვემტკიცებინა ქარტველების ნიცჰიერება.
17:34 / 11-06-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS