30 აპრილი, 2013
ახალი სტილი მეგობრულ კოცნაში, ანუ ვინ არის მარიტა როხვაძის ახალი გატაცება
ზურა სწავლის გასაგრძელებლად ამერიკაში წასულა და წყვილი თურმე „სკაიპის“ მეშვეობით აგრძელებდა ურთიერთობას. ხომ ვამბობდი, არ ამართლებს ეს „სკაიპი“-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი წელს დასასვენებლადაც ერთად ყოფილა ეგვიპტეში (ამის შესახებაც მარიტა პრესასთან ამბობდა), სიშორემ თავისი გაიტანა და მომღერალი მომხიბვლელი, სექსუალური და სიმპათიური ყმაწვილით დაინტერესდა. აკოცა, აკოცა, ნამდვილად აკოცა! - ზუსტად ეს ფრაზა აღმოხდა თქვენს ბუკლიკოს წინა კვირას ერთ-ერთი პრესტიჟული სასტუმროს ფოიეში, როცა „ჯეოსტარის“ გამარჯვებული მარიტა როხვაძე და ვიცე „მისტერ ვალენტინი“ მახო მაჭარაშვილი ჩახუტებული ნახა. ჩახუტებას ვინ დაეძებდა,
წყვილი ყველას დასანახად ერთმანეთს ტუჩებში კოცნიდა. ცოტა არ იყოს, გავოგნდი. მარიტას შეყვარებული ზურა ნიქაბაძე გამახსენდა. ცოტა ხნის წინ მომღერალი პრესასთან საჯაროდ ჰყვებოდა მათი რომანის ამბავს, რომ ზურაც ქუთაისიდან გახლდათ, რომ ერთი ეკლესიის მრევლი იყო ორივე და ერთად ემზადებოდნენ ქართულში. ყველაფერი სწორედ აქედან დაწყებულა. შემდეგ ზურა სწავლის გასაგრძელებლად ამერიკაში წასულა და წყვილი თურმე „სკაიპის“ მეშვეობით აგრძელებდა ურთიერთობას. ხომ ვამბობდი, არ ამართლებს ეს „სკაიპი“-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ წყვილი წელს დასასვენებლადაც ერთად ყოფილა ეგვიპტეში (ამის შესახებაც მარიტა პრესასთან ამბობდა), სიშორემ თავისი გაიტანა და მომღერალი მომხიბვლელი, სექსუალური და სიმპათიური ყმაწვილით დაინტერესდა. ცრუ განგაშში რომ არ დაგედოთ ჩემთვის ბრალი, ორივეს დავუკავშირდი.


- მახო, რა ურთიერთობა გაქვს მარიტა როხვაძესთან?
მახო მაჭარაშვილი:
- (იცინის) ეს უკვე მომწონს. „რეიტინგი“ მუშაობს!
- ხომ არ გიკვირს? პასუხი არ გინდა გამცე?
- ყველაფერს ამჩნევთ, რა. არა, თავს შევიკავებ ჯერ.
- რა აზრი აქვს, გნახეთ, ერთმანეთს რომ კოცნიდით.
- მეგობრულად ვკოცნიდით (იცინის).
- ტუჩებში?
- ჰო, მერე რა (იცინის), თუ გავამძაფრეთ ურთიერთობა, თვითონ გეტყვი, მგონი, კარგი მასალა გამოგივა.
- უკვე გამომივიდა, ახლა მარიტას ვკითხავ.
- მე უარვყოფ ყველაფერს, რასაც იტყვის (იცინის).

მახოს შემდეგ, როგორც მას დავპირდი, მარიტასაც დავუკავშირდი.
- მარიტა, რა ურთიერთობა გაქვს მახო მაჭარაშვილთან?
- თავს შევიკავებ პასუხისგან.
- პირი შეკარით? ერთ-ერთი სასტუმროს ფოიეში საკმაოდ რომანტიკულ გარემოში გნახეთ.
- უკომენტაროდ.

ჟურნალი „რეიტინგი“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 25 /
მეეე
რას ბოდავტ რააას,ფუ ხამებიიი ოგონდ რაგაც იბოდიალოტ და გკიდიატ სხვების ცხოვრება.სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს.მტლად სჰემზიზგდა ენატლიკინა სხვის ცხოვრებაზე მიყურადებული უაზრო ხალხის უაზრიო საქციელი.
17:26 / 17-06-2013
გამოხმაურება / 0 /
მარინა
საერთოდ უსაფუძვლოთ რატო ლაპარაკობთ? ცილისწამებას შეეშვით. ჰოლიდეი ინში მეც ვიყავი და მარიტა იქ ჟიურში იჯდა ამას რატო არ წერთ? ბოღმიანები ხართ ყველა. მარიტა ზურასთან ერთადაა და იხილავთ მალე!! მაშინ ფოტოც დაგედოთ რომ კოცნიდა... ოღონდ სალაპარაკო მოგცათ რა, ფუ თქვენი
18:08 / 03-05-2013
გამოხმაურება / 0 /
პასუხი რუს
ზუსტად შენისთანს დაბალი სულის Aდამიანი თუ Dაწერს მასეთ კომენტარს
15:08 / 03-05-2013
გამოხმაურება / 0 /
Eს რომ მართალი იყოს მაშინ ჯურნალისტი რომელმაც მათი კოცნა ნახა სურათს Gადაუგებდა კოცნის დროს.
15:05 / 03-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარიტას და ზურას სულ მალე ნახავთ ერთად და მიხვდებით რომ ამ სტატიაში რაც წერია სრული სიცრუეა
15:02 / 03-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS