14 მაისი, 2015
ქმარს გაშორებული მარიამ როინიშვილის თავბრუდამხვევი წარმატება რომში
სასწავლებლად მომღერალი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ უნდა გამგზავრებულიყო შესაძლოა, დამთხვევაა, შესაძლოა, სულაც არა, მაგრამ ქართული შოუბიზნესის ვარსკვლავები ოჯახის დანგრევის შემდეგ უფრო დიდ წარმატებას აღწევენ, ვიდრე მანამდე. ამ მხრივ გამონაკლისებიც არიან. მარიამ როინიშვილის ცხოვრება კი ისე აეწყო, რომ მეუღლესთან დაშორების შემდეგ წონაში დაიკლო, გარეგნულად უფრო მომხიბვლელი გახდა და კარიერულადაც წინ წავიდა.

ცნობილი ფაქტია, რომ მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის ქალიშვილი ოპერითაა გატაცებული და ჯერ კიდევ წლების წინ უწინასწარმეტყველებდნენ ამ სფეროში დიდ წარმატებას, თუმცა, როგორც ჩანს, გათხოვებამ გეგმებზე
დროებით უარი ათქმევინა.

გასულ ზაფხულს მარიამი დედასა და შვილთან ერთად სტუმრობდა რომს, სადაც სანტა ჩეჩილიას აკადემიაში ერთთვიანი მასტერკლასი იტალიელ სოპრანო რენასტა სკოტოსთან გაიარა.

რამდენიმე თვის წინ კი მის ცხოვრებაში ახალი და ალბათ კარიერულად ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო, რადგან ის უკვე სანტა ჩეჩილიას აკადემიის სტუდენტია. სასწავლებლად მომღერალი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ ხელი ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობამ შეუშალა. ამჟამად მარიამი იტალიის დედაქალაქ რომში კვლავ დედასთან ერთად იმყოფება და მილოცვებს საქართველოდან იღებს.

''რომში ვართ ერთი თვით. უკვე ყველაფრის მეშინია. მეშინია, ვინმე არ გავაღიზიანო ამ ინფორმაციით. ჩვენ ხომ აღარაფერი გვახარებს, რაც ერთმანეთის წარმატებას ეხება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, ვისაც აქ გხედავთ, დარწმუნებული ვარ, გაგახარებთ ქართველების წარმატება.

უნდა გაგიზიაროთ ჩემი განწყობა. რთული დღე იყო: მარიამმა სანტა ჩეჩილიას აკადემიაში ძალიან დაძაბულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, 13 სტუდენტი აიყვანეს და მათ შორის ორი ქართველია. ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული მომღერალი სალომე ჯიქია და მარიამი'', - წერს თამრიკო ჭოხონელიძე სოციალურ ქსელში.

ცოტა ხნის წინ ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი ნატალია ქუთათელაძე ჯულიარდის სკოლის სტუდენტი გახდა. როგორც ჩანს, ქართველების ძლიერი მხარე სპორტში რაგბი და მუსიკაში ოპერაა.

მარიამი კი იტალიიდან აქვეყნებს იქ მოღვაწე ცნობილ ქართველ ოპერის მომღერლებთან გადაღებულ სურათებს და თავს ბედნიერად გრძნობს.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
ნანა
წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს ქართველ მომღერლებს კარიერულ შემოქმედებაში.
17:50 / 13-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
წარმატებები, მიყვარს ასეთი ხალხი, ვინც წარმატებას აღწევს შრომით, ნიჭით და არა ვიღაცის ხელისწაკვრით ან გაშიშვლებით და სკანდალებით. მარიამს მსოფლიო კორიფეების გვერდით მოღვაწეობას ვუსურვებ.
17:23 / 13-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
მიხარია,მაგრამ ოჯახის დანგრევა რა შუაშია "ჭკუისკოლოფა" ჟურნალისტებო?!
17:10 / 13-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS