14 მაისი, 2015
ქმარს გაშორებული მარიამ როინიშვილის თავბრუდამხვევი წარმატება რომში
სასწავლებლად მომღერალი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ უნდა გამგზავრებულიყო შესაძლოა, დამთხვევაა, შესაძლოა, სულაც არა, მაგრამ ქართული შოუბიზნესის ვარსკვლავები ოჯახის დანგრევის შემდეგ უფრო დიდ წარმატებას აღწევენ, ვიდრე მანამდე. ამ მხრივ გამონაკლისებიც არიან. მარიამ როინიშვილის ცხოვრება კი ისე აეწყო, რომ მეუღლესთან დაშორების შემდეგ წონაში დაიკლო, გარეგნულად უფრო მომხიბვლელი გახდა და კარიერულადაც წინ წავიდა.

ცნობილი ფაქტია, რომ მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის ქალიშვილი ოპერითაა გატაცებული და ჯერ კიდევ წლების წინ უწინასწარმეტყველებდნენ ამ სფეროში დიდ წარმატებას, თუმცა, როგორც ჩანს, გათხოვებამ გეგმებზე
დროებით უარი ათქმევინა.

გასულ ზაფხულს მარიამი დედასა და შვილთან ერთად სტუმრობდა რომს, სადაც სანტა ჩეჩილიას აკადემიაში ერთთვიანი მასტერკლასი იტალიელ სოპრანო რენასტა სკოტოსთან გაიარა.

რამდენიმე თვის წინ კი მის ცხოვრებაში ახალი და ალბათ კარიერულად ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო, რადგან ის უკვე სანტა ჩეჩილიას აკადემიის სტუდენტია. სასწავლებლად მომღერალი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ ხელი ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობამ შეუშალა. ამჟამად მარიამი იტალიის დედაქალაქ რომში კვლავ დედასთან ერთად იმყოფება და მილოცვებს საქართველოდან იღებს.

''რომში ვართ ერთი თვით. უკვე ყველაფრის მეშინია. მეშინია, ვინმე არ გავაღიზიანო ამ ინფორმაციით. ჩვენ ხომ აღარაფერი გვახარებს, რაც ერთმანეთის წარმატებას ეხება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, ვისაც აქ გხედავთ, დარწმუნებული ვარ, გაგახარებთ ქართველების წარმატება.

უნდა გაგიზიაროთ ჩემი განწყობა. რთული დღე იყო: მარიამმა სანტა ჩეჩილიას აკადემიაში ძალიან დაძაბულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, 13 სტუდენტი აიყვანეს და მათ შორის ორი ქართველია. ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული მომღერალი სალომე ჯიქია და მარიამი'', - წერს თამრიკო ჭოხონელიძე სოციალურ ქსელში.

ცოტა ხნის წინ ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი ნატალია ქუთათელაძე ჯულიარდის სკოლის სტუდენტი გახდა. როგორც ჩანს, ქართველების ძლიერი მხარე სპორტში რაგბი და მუსიკაში ოპერაა.

მარიამი კი იტალიიდან აქვეყნებს იქ მოღვაწე ცნობილ ქართველ ოპერის მომღერლებთან გადაღებულ სურათებს და თავს ბედნიერად გრძნობს.

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 23 /
მაია
გისურვებ უდიდეს წარმატებებს, გვეამაყები!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
15:36 / 14-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ქმარგასჰორებული მეც მაგრა მომეწონა:)გოიმებო
13:18 / 14-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ზურა
კითხვისგან თავბრუ დამეხვა...
10:15 / 14-05-2015
გამოხმაურება / 0 /
რომანოზი
წარმატებას ვუსურვებ მარიამს და ყველა ქართველს. რა სფეროშიც არ უნდა მოღვაწეობდეს.
09:18 / 14-05-2015
გამოხმაურება / 0 /
lela
ქმარგაშორებული მაგარია, ჟურნალისტებო :D
09:09 / 14-05-2015
გამოხმაურება / 0 /
მაყვალა
წარმატებები მარიამს! ეს ამბავი ამ დილაუთენია სასიმოვნოდ ჩამეღვარა გულში . თურმე როგორ მომნატრებია რაღაც პოზიტიური
07:27 / 14-05-2015
გამოხმაურება / 0 /
მარა
კარგი დედის კარგი შვილი. წარმატებებს გისურვებ მარიამ.
03:52 / 14-05-2015
გამოხმაურება / 0 /
თეა
დიდად არ გამკვირვებია, რადგან ეს გოგო უსაზღვროდ ნიჭიერია და კიდევ, დახვეწილი გემოვნების!!!!!!!! ვუსურვებ დიად ჭარმატებებს!!!
01:07 / 14-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანა
წარმატებები და გილოცავთ
21:00 / 13-05-2015
გამოხმაურება / 0 /
mari marita
ძალიან მიხარია ,თუნდაც იმიტომ რომ ამ გოგომ ძალიან პატარამ ,ბევრი გადაიტანა და წარმატების ღირსია ნამდვილად ,,
19:49 / 13-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS