01 მაისი, 2015
ლიზა ბაგრატიონის ყოფილი ქმრის საიდუმლო ქორწილი რომში და ექსკლუზიური დეტალები ემიგრანტისგან
მომღერალმა საკმაოდ რთული პირადი ცხოვრება განვლო დავით ნოზაძე ლიზა ბაგრატიონის მესამე ყოფილი ქმარია, თუმცა საზოგადოებას მხოლოდ ამ სტატუსით არ გაუცნია. დათო ფოლკლორული ანსამბლ''შვიდკაცას'' ერთ-ერთი წევრი და ნიჭიერი მომღერალია.

გასულ კვირას რომში საყვარელ გოგონაზე იქორწინა. მართალია, ქორწილი საიდუმლოდ გაიმართა, მაგრამ მათი მეგობრების წყალობით, სოციალური ქსელის საშუალებით, ჟურნალისტებმა მაინც გავიგეთ. მომღერალმა საკმაოდ რთული პირადი ცხოვრება განვლო. ლიზასთან ქორწინებამდე დათოს ცოლი და ორი შვილი ჰყავდა. ბაგრატიონთან რამდენიმე წელი ცხოვრობდა, თუმცა პრესას მათი წყვილი არ სწყალობდა და განსაკუთრებულად ერიდებოდა.
ამიტომ მათი დაშორებაც საქართველოში სკანდალური იყო. უამრავი ჭორი გავრცელდა დაშორების დეტალებზე, თუმცა ხმამაღლა არც ერთ მხარეს არ უსაუბრია.

დღეს ლიზას გვერდით ახალი მამაკაცია, ალტისტი გიორგი ცაგარელი, ახალგაზრდა წყვილი სიყვარულს არ მალავს და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებშიც დაუფარავად ჩნდება.
მცირე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დათოც შეყვარებული იყო. გოგონას შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი. ჟურნალისტებმა მხოლოდ მისი სახელი - სალომე გავიგეთ.

როგორც ჩანს, ლიზას გვერდით ცხოვრებისას ნოზაძეს ისე მოჰბეზრდა ჟურნალისტების ყურადღება, რომ გადაწყვიტა, პრესისგან ფარულად იტალიაში ექორწინა. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ, უბრალოდ, საზღვარგარეთ ქორწილის ტრადიცია მოსწონდეს, რადგან როდესაც ლიზა მოიყვანა ცოლად, მათ ჯვარი კვიპროსში დაიწერეს.

მართალია, ჯვრისწერა საიდუმლოდ ჩატარდა და ეს მხოლოდ ფოტოებით გახდა ცნობილი, ჩვენ მაინც შევძელით, ემიგრანტისგან ქორწილის დეტალები გაგვეგო. ქალბატონი სწორედ იმ ქართულ ტაძარში ლოცულობდა, სადაც დავითმა და სალომემ ჯვარი დაიწერეს.
`ძალიან ლამაზი წყვილია, ჯვრისწერის შემდეგ რომში ერთ-ერთ რესტორანში გადაიხადეს ქორწილი. სასიამოვნო ფაქტია, რომ ტაძარში მყოფ ყველა ქართველს ეპატიჟებოდნენ საკუთარ ქორწილში, თუმცა მე არ წავსულვარ.

ქორწილს როგორც ბიჭის, ასევე გოგონას მხარეც ესწრებოდა. ძალიან ლამაზი იყო ყველაფერი…''

ქეთი მელაძე
ჟურნალი ''რეიტინგი''



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ხოხოოოოოო 4 ჯეეეერ
ლიზა გული არ გაიტეხო 6 ჯერ მე ცაგიკვან უცოლო ვარ
01:04 / 06-04-2016
გამოხმაურება / 0 /
ნია
ოტია იოსელიანის სიტყვებს მოვიშველიებ-ათჯერ შეყვარება ქალბატონო უკვე ბოზობააააააააა..........
10:48 / 14-06-2015
გამოხმაურება / 0 /
პენსიონერა
აბა ლიზას ხსოვნის ერთგული ხო არ იქნებოდა,სიკვდილამდე.
22:46 / 06-05-2015
გამოხმაურება / 0 /
ლალი
რა საიდუმლოდ , რაებს ბოდავენ ეს ჟურნალისტები,თუ ვინმე ქარტველია რომში თითკმის ყველა იყო ჯვრისწერაზე,იყო ძალიან სასიამოვნო კონცერტი ჯვრისწერის შემდეგ და რათქმაუნდა რესტორანიც, საიდუმლო არა ის..
19:16 / 02-05-2015
გამოხმაურება / 0 /
?
Ver vgebulob ra iko ak saidumlo tu sheeshindat Lizas guli ar gaxetkoda?
02:34 / 02-05-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS