17 ივლისი, 2013
ქეთი ორჯონიკიძე ''ვაკის პარკმა'' აიყვანა?
ჯგუფი არ მიჰყვებოდა დინებას, ეს დასაფასებელია, როცა შენი სიტყვა უფრო ძვირად გიღირს, ვიდრე მუსიკით ფულის კეთება, ბიზნესი. ''მაესტროს'' მუსიკალური პროექტ ''მაგთიფანის'' ფარგლებში მომღერალ ქეთი ორჯონიკიძესა და ''ვაკის პარკს'' შორის გარკვეული დონის თანამშრომლობა შედგა. ქეთი ამ პროექტის ერთ-ერთი წამყვანი გახლდათ და პარალელურად ჯგუფთან ერთად არაერთი ლამაზი მუსიკალური ნომერი შესთავაზა მაყურებელს. პროექტის დამთავრების შემდეგ თქვენმა ბუკლიკომ ყური მოჰკრა ამბავს, რომ ''ვაკის პარკი'' ქეთი ორჯონიკიძის ჯგუფში აყვანით იყო დაინტერესებული.
ეს ამბავი ზაზა ხუციშვილთან გადავამოწმეთ
რჯონიკიძის ჯგუფში აყვანით იყო დაინტერესებული. ეს ამბავი ზაზა ხუციშვილთან გადავამოწმეთ.

ზაზა ხუციშვილი:
- ჯერჯერობით არ ვიცი, იქნება თუ არა ქეთი ''ვაკის პარკის'' სოლისტის ამპლუაში. ამას დამატებით გამოვაცხადებთ. თანამშრომლობა გვინდა. ჩვენი ჯგუფის კონცერტებზე აუცილებლად გამოვა, რაც შეეხება ქართულენოვან, საკუთარ სიმღერებს, არ ვიცი როგორ მოერგება ქეთი. ქავერებს უდავოდ კარგად ასრულებს.
- ანუ ქეთის გამოცდის ჩაბარება მაინც მოუწევს თქვენთან?
- გამოცდა ცოტა გადამეტებული ნათქვამია. ლაპარაკია მორგებაზე, რამდენად მოვერგებით ერთმანეთს, თორემ საგამოცდო არაფერი სჭირს, ჩამოყალიბებული, პროფესიონალი მომღერალია... ჩვენს ტურნეში, რომელსაც მალე დავიწყებთ საქართველოს მასშტაბით, ''მაგთიფანელებიც'' გვინდა ჩავრთოთ. მაგალითად, ნათია თოდუა, ვასიკო ჟღენტი, ია ტომაში, თათია ყურაშვილი.
- როდისთვის გეგმავთ ტურნეს და რომელი ქალაქი იქნება პირველი?
- დიდ ქალაქებს აუცილებლად მოვივლით: თელავი, ქუთაისი, ბათუმი, გორი. სანამ ''მაგთიფანის'' მიერ გამოვლენილი ბენდი აიღებს სტარტს და შექმნის საკუთარ პროგრამას, პირველ ეტაპზე ჩვენთან ერთად ივლიან. შემდეგ, იმედი მაქვს, საკუთარი პროგრამით დაიწყებენ ტურნეს. სავარაუდოდ, ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში დავიწყებთ ტურნეს. მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. დარბაზები საკმაოდ ძვირია, სპონსორიც დაგვჭირდება.
- ქეთის მინდა დავუბრუნდეთ, მასთან კონტრაქტი არ გაგიფორმებიათ?
- ჯერჯერობით არა. თანამშრომლობა შევთავაზეთ, რაც სიამოვნებით მიიღო. მეტი არაფერი დაგვიკონკრეტებია. შევხედავთ, რამდენიმე კონცერტი გვაჩვენებს, როგორ ვიმოქმედოთ.

ქეთი ორჯონიკიძე:
- ''ვაკის პარკი'' ჩემთვის ჩემს ბავშვობასთან ასოცირდება. ის არის ჯგუფი, რომელიც ქართულ მუსიკაში ყოველთვის განსხვავებულ პროდუქტს ქმნიდა, ამასთან ერთად ჰქონდათ პროტესტის გამოხატვის უნარიც. ჯგუფი არ მიჰყვებოდა დინებას, ეს დასაფასებელია, როცა შენი სიტყვა უფრო ძვირად გიღირს, ვიდრე მუსიკით ფულის კეთება, ბიზნესი. ''ვაკის პარკი'' თავს არ იზღუდავდა ცალკეული გარემოებების გამო.
- გახსოვს ამ ჯგუფის რომელიმე ძველი სიმღერა, იყავი მათი მსმენელი?
- მე ყველა კარგი მუსიკოსისა და ბენდის მსმენელი ვარ. მახსოვს მათი ''ბრძოლა წესების გარეშე'' , მათი ვერსიით ''შენ დაგეძებ დილაა თუ ბინდია'' . ეს უკანასკნელი ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი სიმღერაა.
- შესაბამისად, ზაზა ხუციშვილის წინადადება თანამშრომლობაზე ალბათ ძალიან სასიამოვნო იყო შენთვის.
- რა თქმა უნდა. ყველა შემოქმედისთვის სასიხარულოა ყველაფერი ახალი და კარგი. ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის, ძალიან საინტერესოა ამ ჯგუფთან თანამშრომლობა.
- როგორც ვიცი, შენი სოლისტობაც განიხილება ჯგუფში...
- სოლისტობის ამბავი ჯერ არ ვიცი. ''ვაკის პარკს'' ჰყავს სოლისტი. ჯერ ერთმანეთთან ისეთი დონის შეხება არ გვქონია. რამდენიმე ნაწარმოები კი შევასრულეთ ერთად, მაგრამ ჟანრობრივად შეთვისება გვჭირდება. ასეთი საკითხები ერთ დღეში არ წყდება.

დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ქეთიკლოუნი
ქალია თუ ცირკის კლოუნი ეს საცოდავი...
16:19 / 15-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
ვისთანაც არ უნდა იყო ჩემო კარგო ქეთი წარმატებებს გისურვებ, უბადლო შემსრულებელი ხარ და უნიჭიერესი ადამიანი, საოცარი ხმით და ტემბრით... ბევრს უნდა მიაღწიო და ამისი მჯერა. იმედია ოდესმე დაფასდება საქართველოში ნიჭი!!1
14:29 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
სოსო
შენნაირი ნიჭიერი ადამიანი აქ მაინც ვერ გაშლის ბოლომდე ფრთებს , წადი აქედაან თავს უშველე რა ვაკის პარკი !!?? რა გჭირთ ამ ნიჭიერ ახალგაზრდებს..
13:28 / 19-07-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალო
მე მეგონა, ეს გოგო უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევდა, ისე აქებდა მაშინდელი ჟიური, კერძოდ, ზაზა შენგელია, არიქა, გეძებდით და გიპოვეთო, მაგრამ მერე დაკარგეს, თუ თავად აღარ აქტიურობდა, არ ვიცი.
18:47 / 17-07-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS