ასეთ სპორტსმენთა რიცხვს შეუერთდა კარატისტი გიორგი მსხვილიძე, რომელიც შავი ქამრის მფლობელია. გიორგის საქართველოს ჩემპიონატი შვიდჯერ აქვს მოგებული და სხვადასხვა ჩემპიონატის გამარჯვებულიც ხშირად ხდება. გასულ კვირას კიდევ ერთი ჩემპიონატი
- წელს უკვე რამდენიმე ჩემპიონატში მივიღე მონაწილეობა. კიდევ ერთხელ გავხდი საქართველოს ჩემპიონი. გავემგზავრე ევროპის ჩემპიონატზე, რომელსაც, სამწუხაროდ, პირველი ტურიდან გამოვეთიშე. იქიდან ჩამოსვლის შემდეგ ვარჯიში გავაგრძელე და სომხეთის ღია ჩემპიონატზე გავიმარჯვე. 1, 2 და 3 მაისს თბილისში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება, რომელშიც აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას.
- ამ ყველაფრის პარალელურად მოდელობას როგორ ახერხებ?
- ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოში ვარ, მართალია, ჩვენებებზე გამოსვლას ხშირად ვეღარ ვახერხებ, მაგრამ მაქვს გადაღება, შოუებში ვონაწილეობ, მიღებენ სხვადასხვა კლიპში.
- სავარაუდოდ, როდესაც შეჯიბრებებზე იგებენ, რომ მოდელი ხარ, სერიოზულ კონკურენტად ვერ აღგიქვამენ.
- უცხოეთში ამ თემის აფიშირება არ ხდება, მაგრამ საქართველოში ყველამ იცის, მოდელიც რომ ვარ. თავიდან ჩემი მეგობარი კარატისტი ბიჭები ქილიკობდნენ, მაგრამ მერე აზრი შეიცვალეს და ახლა მეუბნებიან, ჩვენებებზე ჩვენც წაგვიყვანეო. ხედავენ, რომ ამ შემთხვევაში გოგონების ყურადღება იზრდება და, რა თქმა უნდა, მოსწონთ ეს ამბავი.
- ვარჯიშს დიდ დროს უთმობ?
- დღეში დაახლოებით 2-3 საათს ვვარჯიშობ. ვარჯიშისთვის ბევრი დროის დათმობა მხოლოდ შეჯიბრებების წინ არ შეიძლება. რომ არ გადაიტვირთო, აუცილებელია, შეჯიბრებამდე რამდენიმე დღე დაისვენო.
- ადრე ''რეიტინგთან'' აღნიშნე, რომ პირველი წარმატება შენთან შეყვარებულთან დაშორების შემდეგ მოვიდა, რადგან ვარჯიშს მეტი დრო დაუთმე. ახლა რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
- გარდა იმისა, რომ სპორტსმენი და მოდელი ვარ, ერთ-ერთ ინტერნეტმომსახურების კომპანიაში მორიგე ოპერატორი ვარ. ძალიან დაკავებული ვარ და თავისუფალი დრო საერთოდ არ მაქვს. პირადი ცხოვრება ცოტა ხნით დავაპაუზე. ამ ამბით ჩემი ოჯახის წევრები აღფრთოვანებული ნამდვილად არ არიან, მაგრამ ძალიან უხარიათ, რომ წარმატებები მაქვს და პროტესტს არ გამოთქვამენ ჩემი არჩევანის გამო. გარდა ამისა, საქართველოში ძალიან იშვიათად მიწევს ყოფნა და როცა თბილისში ვარ, მაშინაც სახლში დიდ დროს ვერ ვატარებ. ამიტომ ყველას ვენატრები და ძალიან ვუყვარვარ.
დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''