148-ე მუხლის ოთხი ქვეპუნქტის თანახმად, თუ ადამიანი გემუქრებათ, გავიწროებთ, გდევნით, ტელეფონზე მუქარის
მუქარა 16 წლამდე არასრუწლოვნის მიმართ ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სამ წლამდე პატიმრობით განისაზღვრება.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნიან, 2-4 წლამდე მოუწევთ ციხეში გატარება.
თქვენი ან თქვენი ახლობლების ჯანმრთელობის დაზიანებისას კი დამნაშავეს 3-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
დავინტერესდი, რას ფიქრობს ამ თემაზე ნუკი კოშკელიშვილი, რომელსაც ხშირად აწუხებენ, როგორც ცნობილ სახეს.
ნუკი კოშკელიშვილი:
- ამის გამო ადამიანის ციხეში ჩასმა არ ღირს, მაგრამ ნებისმიერი კანონი დამოკიდებულია ადამიანების ადეკვატურობაზე. თუ ვიღაც ბავშვი უამრავჯერ მომწერს, როგორც უნდა შევწუხდე, არ ვუჩივლებ, მაგრამ თუ ზრდასრული ადამიანი დამირეკავს და დამემუქრება, მივესალმები, რომ ეს ქმედება დასჯადი იყოს.
ხშირია შემთხვევა, როცა ყოფილი ქმრები ცოლებს ემუქრებიან და ამის გამო უნდა ისჯებოდნენ ისე, რომ გარკვეულ რადიუსზე ახლოს ვეღარ მიეკარონ. ამის შემდეგ არ მგონია, კიდევ შეაწუხონ, მაგრამ თუ ისევ გააგრძელეს, ადეკვატური არ არის და უნდა დასაჯონ. აქვე ვიტყვი, რომ ყველამ ყველას არ უნდა უჩივლოს. თუ თაყვანისმცემელი გყავს, რომელიც ყვავილებს გიგზავნის ან მოაქვს, მას არ უნდა უჩივლო.
- შენ თუ გამხდარხარ ასეთი შემთხვევის მსხვერპლი?
- საბედნიეროდ, არა, ხშირად დაურეკავთ, მაგრამ მუქარის შემცველი ზარები არ ყოფილა, თუმცა ჩემ გარშემო ყოფილა ასეთი შემთხვევები და ამ კანონის დამტკიცება საჭიროა. მუქარა იგივე დანაშაულია და აუცილებლად უნდა ისჯებოდეს.
დიჯეი ''ბუკლე''
ჟურნალი ''რეიტინგი''