24 აპრილი, 2015
''თაყვანისმცემელს, რომელსაც ყვავილები მოაქვს, არ უნდა უჩივლო…''
შეგიძლიათ ნებისმიერი სქესის ადამიანს უჩივლოთ, ვინც გადაწყვეტს, რომ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ გემესიჯოთ ბოლო ერთი წელია, ისე შემაწუხა ქალების მიმართ ძალადობის ფაქტებმა, რომ სულ იმას ვფიქრობდი, ნეტა, რა ღონისძიებებს გაატარებდა სახელწიფო მოძალადეების მიმართ. მალე არასამთავრობო ორგანიზაცია ''საფარის'' ინიციატივით კანონმდებლობაში ახალი მუხლი შევა, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ნებისმიერი სქესის ადამიანს უჩივლოთ, ვინც გადაწყვეტს, რომ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ გემესიჯოთ,  ქუჩაში დაგხვდეთ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგაყენოთან უბრალოდ აგედევნოთ.

148-ე მუხლის ოთხი ქვეპუნქტის თანახმად, თუ ადამიანი გემუქრებათ, გავიწროებთ, გდევნით, ტელეფონზე მუქარის
შემცველ შეტყობინებებს გიგზავნით ან უბრალოდ, ფსიქოლოგიურ სტრესს გაყენებთ, 120-180 საათამდე გაატარებს ციხეში. რთულ შემთხვევებში კი- 1 წელიწადს.

მუქარა 16 წლამდე არასრუწლოვნის მიმართ ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სამ წლამდე პატიმრობით განისაზღვრება.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნიან, 2-4 წლამდე მოუწევთ ციხეში გატარება.

თქვენი ან თქვენი ახლობლების ჯანმრთელობის დაზიანებისას კი დამნაშავეს 3-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
დავინტერესდი, რას ფიქრობს ამ თემაზე ნუკი კოშკელიშვილი, რომელსაც ხშირად აწუხებენ, როგორც ცნობილ სახეს.

ნუკი კოშკელიშვილი:

- ამის გამო ადამიანის ციხეში ჩასმა არ ღირს, მაგრამ ნებისმიერი კანონი დამოკიდებულია ადამიანების ადეკვატურობაზე. თუ ვიღაც ბავშვი უამრავჯერ მომწერს, როგორც უნდა შევწუხდე, არ ვუჩივლებ, მაგრამ თუ ზრდასრული ადამიანი დამირეკავს და დამემუქრება, მივესალმები, რომ ეს ქმედება დასჯადი იყოს.

ხშირია შემთხვევა, როცა ყოფილი ქმრები ცოლებს ემუქრებიან და ამის გამო უნდა ისჯებოდნენ ისე, რომ გარკვეულ რადიუსზე ახლოს ვეღარ მიეკარონ. ამის შემდეგ არ მგონია, კიდევ შეაწუხონ, მაგრამ თუ ისევ გააგრძელეს, ადეკვატური არ არის და უნდა დასაჯონ. აქვე ვიტყვი, რომ ყველამ ყველას არ უნდა უჩივლოს. თუ თაყვანისმცემელი გყავს, რომელიც ყვავილებს გიგზავნის ან მოაქვს, მას არ უნდა უჩივლო.

- შენ თუ გამხდარხარ ასეთი შემთხვევის მსხვერპლი?
- საბედნიეროდ, არა, ხშირად დაურეკავთ, მაგრამ მუქარის შემცველი ზარები არ ყოფილა, თუმცა ჩემ გარშემო ყოფილა ასეთი შემთხვევები და ამ კანონის დამტკიცება საჭიროა. მუქარა იგივე დანაშაულია და აუცილებლად უნდა ისჯებოდეს.

დიჯეი ''ბუკლე''
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ქქქ
ჩემს ქალიშვილს როცა 25 წლის იყო ყოველ დღე , ერთი წლის განმავლობაში უგზავნიდა ერთი ბიჭი ვარდებს, ვარდები პატარა ბიჭუნას მოქონდა. ერთხელ არ მისცა იმ ყმაწვილს გასაუბრების უფლებაც კი, მაგრამ შეურაცხყოფას არ აყენებდა. ის ბიჭი ახლა ოთხი შვილის მამაა, ჩემი ქალიშვილი კი 50 წლისაა და ისევ გასათხოვარია, ერთმანეთს რომ ხვდებიან ღიმილით ჩაუვლიან ხოლმე, საიდაბ ამდენი ვარდები? ვიკითხეთ და გავიგეთ რომ ვარდების სათბური თუ ბაღი ქონდა და იმიტომ უგზავნიდა ისე დაუნანებლად. მერეც იმიტომ დაუნებებია თავი დედას უთქვამს, მასეთ ქალს სხვანაირი მოვლა უნდა, შენ ის ბიჭი არ ხარ მაგას ქმრობა გაუწიოვო. მე პირადად გული დამწყდა, არ შეიძლება ამდენი ხნის სიყვარული სულ მთლად უპასუხოდ დატოვო.
12:54 / 24-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS