04 აპრილი, 2015
''მის და მისტერ თბილისის'' მკაცრი წესები კონკურსზე რბილი ''ლ''-ს მქონე მონაწილეები არ დაიშვებიან!..
არ არის აუცილებელი, მონაწილე მაინცდამაინც თბილისელი იყოს უკვე მესამე წელია, ტარდება სილამაზის კონკურსი ''მის და მისტერ თბილისი''. ამჯერად დასკვნითი საღამო, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდებიან, 25 აპრილს გაიმართება, ერთი თვით ადრე კი, პირველ შესარჩევ ტურზე 50-მდე მსურველი ბიჭი და გოგონა მივიდა. სამოდელო სააგენტო ''ბესტ მოდელსის'' ხელმძღვანელმა კახი ხაბეიშვილმა, შეკრებილ ჟიურისთან ერთად, მონაწილეობის მსურველების გარეგნული მხარე შეაფასა, მანამდე კი მსახიობ მაკა შალიკაშვილთან გასაუბრება გაიარეს. წინა წელს ძალიან საინტერესო შემთხვევა იყო, როდესად საკმაოდ კარგი გარეგნობის გოგონას მეტყველების პრობლემის, კერძოდ,
რბილი ''ლ''-ს გამო, მონაწილეობის უფლება არ დართეს და წელსაც ასეთივე წესი მოქმედებს. მეორე მხრივ, არ არის აუცილებელი, მონაწილე მაინცდამაინც თბილისელი იყოს.

კახი ხაბეიშვილი:
- წინა ორივე გამარჯვებული მეგრელი იყო, თუმცა თბილისში დაბადებული და გაზრდილი. სახელწოდების მიუხედავად, მონაწილე აუცილებლად თბილისელი არ უნდა იყოს, თუმცა ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი ტიტულია, რომელიც ღირსეულად უნდა ატაროს. სანამ გარეგნულ მონაცემებამდე მივალთ, ამიტომაც ტარდება გასაუბრება, პირს რომ გააღებს ადამიანი, ნორმალურად უნდა მეტყველებდეს და აზროვნებდეს. ''მის და მისტერ თბილისი'' არ არის ისეთი ტიტული, რომელსაც სხვანაირად უნდა შეხედო.

- კახი, მეორე ტურამდე რეგისტრაცია გრძელდება?
- დიახ. მეორე ტური 4 აპრილს გაიმართება, მანამდე კი რეგისტრაციის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ.

- ჟიურიზე რას გვეტყვი?
- ყოველ წელს ცნობილი ადამიანებისგან კომპლექტდება. წელს ჟიურის 15 წევრი გვყავს, მათ შორის გიორგი ბახუტაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ლიზა ვადაჭკორია, სალომე ღვინიაშვილი, თეა აგლაძე, გიორგი ნაზღაიძე, ყოფილი ''მის თბილისი'' ნუკა კაციტაძე და სხვანი. ჟიურის თავმჯდომარეა ნუკი კოშკელიშვილი. მეორე ტურს ნუკი დაესწრება და ჟიურის რამდენიმე წევრთან ერთად შეარჩევს 15 გოგონას და 15 ბიჭს. შეფასების კრიტერიუმებია პარამეტრები, ვიზუალური მხარე და რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.
25 აპრილს დასკვნით საღამოს გაიმართება სამი ჩვენება, სპორტული, საცურაო კოსტიუმების და კლასიკური.

- რა პრიზები ერგებათ გამარჯვებულებს?
- პირველი ხუთეული საერთაშორისო კონკურსებზე გაემგზავრება. ''მის და მისტერ თბილისი'' კი ერთკვირიან საგზურებს მიიღებენ ევროპის ქალაქებში.

ნინო მურღულია  
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ნიკო
ვინც მეგრულ კილოს დაცინვიტ უყურებს ყველას მოგხვდატ მაგარი ყ
03:44 / 20-01-2018
გამოხმაურება / 0 /
მართა
მისასალმებელია ასეთი მიდგომა...მე უფრო გავამკაცრებდი პირობებს.ანუ,არ არსებობს,არ შემილია,ძაან და კიდევ ბევრი სიტყვებით მოსაუბრეს არ მივცემდი ამ კონკურსში მონაწილეობის უფლებას!!!!!სოფლელებს კი საერთოდ არ გავაკარებდი ისეთ კონკუსს, რ ო მელიც რაიმე ნიშნით თბილისს უკავშირდება.ნარმანიას სიამოვნებით დავუქირავებდი მეტყველების პედაგოგს,მაგრამ მგონი უკვე გვიანია....
10:07 / 22-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ნატალი
რბილი, მეგრული "ლ" კუთხურია და სულაც არაა გამაღიზიანებელი. აი ის რაღაც ღრმა "ლ", სამშობ-ლ-ო და საქართვე-ლ-ოო რომ ამბობენ, სადაური "ლ"-ა და საიდან მოვიდა რომ ვერ გაიგო ვერავინ, აი ეგაა რომ გადაგვრია ხალხი. ერთი ქალი ვიცი,(გვარს არ დავასახელებ) ასეთი "ლ", ბოლოს თანამდებობაზე დანიშნეს:))))
09:50 / 21-04-2015
გამოხმაურება / 0 /
რუსუდანი
მე არ მაქვს რბილი "ლ", მააშორეთ აქედანა რბილლუებიანები, მააშ! არ შაჭამეს გული ქაა! ასე მოლაპარაკე რა თქმა უნდა სჯობია, ვაი თქვენს პატრონს! შტერებოოოოოოოო
09:58 / 16-04-2015
გამოხმაურება / 0 /
salo
მერი გყავთ ლ,თი მოლაპარაკე და აქ რატომ ხედავთ პრობლემას ვერ გავიგე,იქნებ ამიხსნას ვინმემ.2
14:04 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
ლოლ
'რბილი ლს გამო''....ვაი ტქვენს პატრონს!!! მეგრელები მიტომ იმარჯვებენ რომ ამბიციური ხალხია და მონწაილეობენ მუდამ! უმარრავი მარტლა ლამაზი კი არასდროს აკეტებს ამას, მაგ. კახეთი გადავსებულია ულამაზესი გოგოებიტ და ტავსაც არ ხედავენ არატუ გამოვიდნენ და მონაწილოება მიიღონ, არადა მე კახელი გოგოები მინახავს...უალამაზესები ხომ მუდამ კახელები იყვნენ და არიან, ნატა, ნინო და და ეკატერინა ჭავჭავაზეები, ამ შორენაზე რომ გიჯდებიტ ეგაც კახელია ბეგაშვილი, ირინაც ონიაშვილიც, სალომეც ღვინიაშვილი, ახლა ცქიტიშივლის გოგო უცხეოტში მიუწვევიატ სამოდელოდ, მაგას დედა ყავს ამ დარგში და მიტომ ალბატ, ისე მარტლა ლამაზია, მარა უამრავი ულამაზესი ბავშვია მარა არავინ ყავს მატრონი, ის კი არა გარეტ არ ჩნდება. ისე კი რბილი ლს გამო არ მიღება არის სამარცხვინო! ჯერ ტავად ისწავლეტ ლაპარაკი და მერე აცხადეტ პრეტენზიები, ამ ჯურნალისტბზე ხომ არაფერს ვიტყვი, ისეტი უვიცები არიან, პარდონ
13:57 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
shorena
Nazgaidze,koshkelishvili...sad modzebnet?
07:00 / 07-04-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS