ჯგუფ ''ნიკიტაში'' მისი კოლეგა წლების განმავლობაში იყო ქართველი იულია ქავთარაძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ დატოვა ჯგუფი, მეტისმეტად გულახდილი და სექსუალური მიმართულების გამო. მას მერე დარიამ მოიწყინა ქართველების გარეშე და, არც მეტი, არც ნაკლები, პირდაპირ საქართველოს მიაშურა.
დაშას იმდენად მოეწონა
ფოტოებზე ერთგან მიწაზე თავითაც კი დგას, იმდენად მხიარულად და უშუალოდ იგრძნო თავი ქართველების გარემოცვაში. როგორც ჩანს, ამანაც მისცა ბიძგი რუსეთში მცხოვრებ ქართველ მომღერალ ირაკლი ფირცხალავას და ასტაფიევა თავისი ახალი კლიპის გადაღებებზე დაპატიჟა.
ეპატაჟურ მომღერალს ძალიან მოეწონა იდეა და სიამოვნებით დათანხმდა ირაკლის კლიპში მონაწილეობაზე. თანაც, მხოლოდ გადასაღები პროცესით არ დაკმაყოფილდა და ირაკლისთან ერთად გადაღებების შემდეგაც გაეშურა დასასვენებლად.
ზოგიერთ ფოტოზე ირაკლი აშკარად არ გამოიყურება ფხიზლად და უკრაინელი ჟურნალისტები ხუმრობდნენ, დაშამ ირაკლი აცდუნაო. მით უმეტეს, რომ, თვითმხილველების თქმით, ირაკლი აშკარად ძლიერი შთაბეჭდილებების ქვეშ იყო.
კლიპში მონაწილეობის მისაღებად დარია მოსკოვში ჩაფრინდა. ირაკლის ახალ სიმღერას Dirty girl ჰქვია და მას ქართველი მომღერალი დასავლეთის ვარსკვლავთან, ფრანგ დიჯეი დევიდ ვენდეტასთან ერთად ასრულებს. ვიდეო სავსეა სპეცეფექტებით, ცეკვებით, რბოლებით. როგორც დაშამ გათქვა, სიუჟეტი დაახლოებით ''ფორსაჟის'' სტილშია გაკეთებული.
''ჩემთვის დიდი პატივია ირაკლისა და დევიდის კლიპში მონაწილეობა, - ამბობს დაშა, - მე მაცდუნებლისა და მოთამაშის როლში ვარ. ძალიან მომეწონა გადაღებები''.
ჟურნალი ''რეიტინგი''