- მარკუს, გავიგე, პატრულთან გქონია პრობლემები...
- ყველაფერი ჩემი მანქანის დაბურული მინების ბრალია. ერთხელ გამაფრთხილეს. არ გავითვალისწინე, ვერ
- მართვის მოწმობა თუ დაიბრუნე, როგორ გაგრძელდა შენი და პატრულის ურთიერთობა?
- ამის მერე ისევ დავჯექი საჭესთან, მე ხომ ზოდიაქოთი ვერძი ვარ, დაუმორჩილებელი. დიღმის გზატკეცილზე კვლავ გამაჩერა პატრულმა. მე უკვე ჩავაბარგე ნივთები, ჩავთვალე რომ აღარაფერი მიშველიდა და, ფაქტობრივად, ხელებაწეული გადმოვედი მანქანიდან. თან გასაღებს ვაწვდი, აბა, მე წავედი-მეთქი (იცინის). არ ვიცი რა მოხდა, ვიღაცამ დაურეკა ერთ-ერთს. ორი ეკიპაჟი იყო მოსული. აფორიაქდნენ, დამიბრუნეს პირადობა და გაიქცნენ.
- 19 აპრილს ხომ არ მოხდა ეგ ამბავი?
- მგონი (იცინის). ამას ჰქვია გამართლება, თორემ ახლა მანქანა აღარ მეყოლებოდა. ისე, იმდენი ჯარიმა გადავიხადე უკვე ამ მინების გამო, მგონი, პოლიციის ახალ შენობას გახსნიან ამ თანხით. ბოლოს და ბოლოს, დავმორჩილდი, გავაჩერე მანქანა და ტაქსით დავდივარ. ბოლო 500-ლარიანი ჯარიმაც გადავიხადე. ახლა უნდა დავწერო განცხადება და პატრულს შეწყალება ვთხოვო, იქნებ, დამიბრუნონ მართვის მოწმობა.
- და რატომ ვერ შეელიე დაბურულ მინებს?
- მანქანის გამოცვლა მინდა და აღარ შევიწუხე თავი.
- რა მანქანას ყიდულობ?
- ვერცხლისფერი „X 5“ მყავს, ახლა „ჰამერი“ ან „მერსედესის“ S კლასის კუპე მინდა შევიძინო.
- მარკუს, მსახიობადაც მოგვევლინე ბოლო დროს „იმედის“ იუმორისტულ პროექტში „რომ გადახვალ გააჩერე“...
- (იცინის) ბედის ირონიაა, პატრულის როლი ვითამაშე. ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩემგან მსახიობი არ დადგებოდა, თუმცა პროფესიონალმა მსახიობებმა მითხრეს, რომ გამომივიდა. „ღამის შოუს“ სტუდიამ შემომთავაზა ეს წინადადება. მიყვარს სიახლეები და დავთანხმდი. ორ ეპიზოდში მივიღე მონაწილეობა. ერთ-ერთში პატრული ვარ, მეორეში - ტაქსის მძღოლი.
- რომელი როლი მოირგე უკეთ?
- პატრული მაინც უფრო სექსუალური იყო. ბორკილები და მათრახიღა მაკლდა და ჩემს სტილში ვიყავი (იცინის).
- მარკუს, „ფეისბუქის“ შენს გვერდზე ვნახე გოგონა, რომელიც შენს პორტრეტებს ხატავს და მერე კედელზე გიდებს.
- ჰო, ეს გოგონა საკმაოდ თბილ და სასიყვარულო სიტყვებს მწერს ყოველ ღამე, ყოველ დილით. ეს ძალიან მსიამოვნებს, მაგრამ ჩვენ შორის სერიოზული არაფერი ხდება.
- მხატვარია?
- არ ვიცი, ვიცი, რომ ბანკში მუშაობს. მომწონს მისი ნახატები.
ჟურნალი „რეიტინგი“