16 მარტი, 2015
ბომონდური წვეულება ჟურნალ "ბომონდისგან"
ელიტურმა გამოცემა "ბომონდმა", 9 მარტს, თავის პარტნიორ კომპანიებს, რომლებთანაც მთელი წლის განმავლობაში თანამშრომლობს, გაზაფხულის დადგომა მიულოცა და სასიამოვნო საღამოზე ევროპულ რესტორან "ლა ტრუფეში" უმასპინძლა.

სტუმრებისთვის გაიმართა წამახალისებელი გათამაშება, რომელსაც "იმედის დილის" წამყვანი - თაკო ჩორგოლაშვილი უძღვებოდა. გამარჯვებულები "ბომონდის" პარტნიორმა კომპანიებმა სხვადასხვა სახის პრიზით დაასაჩუქრეს, წიგნის მაღაზია "ბიბლუსმა" კი ბომონდური თავყრილობის წევრებს საჩუქრად წიგნები გადასცა.

წვეულებამ, რომელსაც მუსიკალურად იოანე არაბული და მისი ბენდი აფორმებდნენ, დახვეწილ და სასიამოვნო გარემოში ჩაიარა.

თმის მოვლის საშუალებების კომპანია "ბიოქსინმა" ქალბატონებს 25%-იანი
ფასდაკლების ბარათები დაურიგა. "ბომონდი" ერთგულ პარტნიორებთან თანამშრომლობას განაგრძობს და მკითხველს სამომავლოდ ბევრ სიურპრიზს ჰპირდება.

წვეულებას პარტნიორობას უწევდა კომპანია "გაგრა", რომელიც საღამოზე "Jim Beam Family"-ის პროდუქციით იყო წარმოდგენილი.

Rating

Rating

Rating

Rating

Rating

Rating

იხილეთ ვიდეო
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS