12 მარტი, 2015
ტელევიზიამ სიყვითლეში გადაგვიჯოკრა!.. ჯაჯანიძე-ასათიანის მლანძღველთა რიცხვი რეკორდულად გაიზარდა
გია ჯაჯანიძე ეთერში სვამს ისეთ შეკითხვებს, რომლებიც ჩვენც კი, გამოცდილ ''მეყვითლეებს'', არ დაგვისვამს: ''ბოზი ხარ?'', ''ქალიშვილი ხარ?''
მაია ასათიანს უკვე დიდი ხანია, ვეღარ აკვირვებს მისი გადაცემის კრიტიკოსთა რაოდენობა, მაგრამ ხუთშაბათ საღამოს სოციალურ ქსელს თუ გადაავლებდა თვალს, აღმოაჩენდა, რომ მლანძღველთა რიცხვი ერთი-ორად გაიზარდა, თანაც, მას მის კონკურენტთან, გია ჯაჯანიძესთან ერთად მოიხსენიებდნენ.

საინტერესო ამ ყველაფერში, პირველ რიგში, არის ის, რომ ადამიანები, რომლებსაც საშინლად არ მოსწონთ ''სხვა რაკურსი'' და ''პროფილი'', თავიანთ ძვირფას დროს არ იშურებენ, რომ ჯერ ''იმედზე''
გადართონ, შემდეგ- ''რუსთავი 2''-ზე, მერე- უკან და დეტალურად განიხილავენ, რა არ მოეწონათ ამა თუ იმ გადაცემაში.

კიდევ ერთი საყურადღებო ტენდენციაა, რომ ტელევიზიებმა აშკარად გადაგვიჯოკრეს სიყვითლეში და მაგალითად, გია ჯაჯანიძე ეთერში სვამს ისეთ შეკითხვებს, რომლებიც ჩვენც კი, გამოცდილ ''მეყვითლეებს'', არ დაგვისვამს: ''ბოზი ხარ?'', ''ქალიშვილი ხარ?''.

პირველ შეკითხვას ბაბემ უარყოფითად უპასუხა, მეორეს კი, წინა ხუთშაბათის ცნობილ გადაცემაში ქართული მენტალიტეტის შესახებ, მერსი სულხანიშვილის გაკვირვება მოჰყვა, ქალიშვილს ვგავარ ახლა მეო?!. ჯაჯანიძე თავისი სითამამით აშკარად გვაკვირვებს, მიუხედავად იმისა, რომ რაც საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, მას მერე სიმორცხვეს ნაკლებად უჩივის.

Rating

მის ''ხელში'' ცნობილი, ყოველმხრივ გამოწურული რესპონდენტები მაინც რაღაც ახალს ამბობენ, მოკლედ, გადაცემის სახელწოდებას მისი წამყვანი ამართლებს და სხვა რაკურსით გვიჩვენებს სტუმრებს. მაია ასათიანის ამბავი კი უკვე ძალიან კარგად ვიცით. მისმა გადაცემამ საკმარისი დრო გაატარა ტელეეთერში და იცის, როგორ დაიჭიროს მაყურებელი ეკრანთან.

საკითხავი სულ სხვა რამეა- ის, რითაც მსჯელობა დავიწყეთ. რატომ უყურებენ ადამიანები მათთვის საძულველ გადაცემებს იმ ეპოქაში, სადაც ადვილი შესაძლებელია პულტის მოხმარება, პირველ რიგში, მას აქვს გადახვევის ფუნქცია და თანაც, ტელევიზორი მხოლოდ ქართულ არხებს არ აჩვენებს.

Rating

სასურველი პროგრამის ნახვა ყოველგვარი ძალის დატანებისა და დისკომფორტის გარეშე შეგიძლიათ, ერთ ღილაკზე თითის დაწკაპუნებით. მეორეც, ალილუია, მეგობრებო – თქვენ წარმოიდგინეთ, არსებობს დალოცვლილი ინტერნეტი და იმდენი საიტი, რამდენიც მოგესურვებათ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი პროგრამის სანახავად.

საგულისხმოა, რომ საბოლოო ჯამში, მაინც ჩვენ მიერ ზემოთ ნახსენები ორი გადაცემა აჩვენებს ყველაზე მაღალ რეიტინგს, ასევე თურქული სერიალები. ხოლო ის ქართული არხები, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ძალიან საინტერესო ინგლისური თუ ამერიკული სერიალები, ფილმები, შემეცნებითი გადაცემები, რეიტინგებში აგებენ.

Rating

მათ ის ადამიანებიც კი არ უყურებენ, რომლებიც მონდომებით აწკაპუნებენ თითებს კლავიატურაზე ყვითელი შოუების საწინააღმდეგო პოსტების წერისას.

ქართული საზოგადოების ნაწილს აქვს სერიოზული პრეტენზია ტელევიზიების მისამართით, რომ არხებმა უნდა იზრუნონ აუდიტორიის განათლების დონის ამაღლებაზე, მაყურებელს მოანდომონ წიგნების წაკითხვა და ახლის შემეცნება.

ეს ჩვენც წაგვიკითხავს ჟურნალისტიკის თეორიის წიგნებში, სადაც გარდა ამისა, კიდევ ბევრი რამ წერია, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს ამბავი საქართველოში ვერ ხერხდება.

თუკი მართლა ამდენ ადამიანს აწუხებს ეს გადაცემები, როგორც სოციალურ ქსელში ერთი თვალის გადავლებით ჩანს, გთავაზობთ ასეთ ექსპერიმენტს - ნუ გადართავთ ხუთშაბათობით ამ ორ გადაცემაზე და თუ მაინც სული წაგძლევთ, გამოხმაურებას მაინც ნუ დაწერთ, რადგან ამით სხვებსაც ანდომებთ თქვენ მიერ გაკრიტიკებული გადაცემის ნახვას და ძალაუნებურად კიდევ უფრო ზრდით ჯაჯანიძისა და ასათიანის აუდიტორიას.

Rating

და თუკი იმას მიიღებთ, რასაც ტელეწამყვანები გთავაზობენ, მაშინ შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ისინი აკეთებენ აქცენტებს იმ თემებსა და ადამიანებზე, რომლებიც ყველაზე მეტ მსჯელობას გამოიწვევენ მაყურებელში. თოქშოუების ავტორებისთვის სწორედაც მნიშვნელოვანია ის აურზაური და კრიტიკა, რომელიც ყოველ გადაცემას მოჰყვება. რაც უფრო დიდია რეზონანსი, მით მეტია მათ მიერ გაწეული შრომის საფასურიც.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 19 /
მეა
ყვითელი პრესა და სატელევიზიო გადაცემა ორიენტირებულია დაბალი ინტელექტის ადამიანებზე. ასათიანის, ჟორჟოლიანისა და ახლა უკვე ჯაჯანიძისნაირი ჟურნალისტებისთვის ტელევიზიებთან მიახლოებაც სანატრელი უნდა იყოს. რუსთავი-2 არის ასეთი უგემოვნო(ბანძი) ჟურნალისტების წამახალისებელი და ხელშემწყობი,რათა ახალგაზრდებისაგან შექმნას ახალი ჰიბრედი-ჭკუასუსტი, მორჩილი მასა.ვფიქრობ,მათ დაკარგეს მაყურებელი, ამიტომ გადავიდნენ ყოველგვარი ზნედაცემულობის გაშუქებაზე.ეს თემები მათ ბუნებას ესადაგება.
15:31 / 12-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინი
მე კარგი არ ვუყურებ. მაგრამ ბავშვებს რა პასუხს ცემტ.ზოგი მშობელი ღამის ცვლაში მუშაობს და ბავშვები მარტონი არიან და რომ უყურებენ,რა ვქნატ
15:22 / 12-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ირინა
დააზომბირა ხალხი დღევანდელმა ტელევიზიამ და იმიტომ აღარ უყურებენ შემეცნეებით გადაცემებს. ისე კი მართლა, რა ხდება ჩვენს თავს - ყველგან გარყვნილობის, პედერასტობის, ტრანსსექსუალობის, ლესბოსელობის, ბოზობის და მისთანათა პროპაგანდა მძვინვარებს. მალე ამ გაუკუღმართებული პსიქიკის მქონე ხალხის ფონზე ჯანსაღი ხალხი უმცირესობაში მოყვება. ის დროა, ნორმალური ორიენტაციის ხალხის ინტერესები დავიცვათ.
15:14 / 12-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნინო
სრულიადნ ვე\ტანხმები ამჟურნალისტს. თუკი ამ გადაცემას ასეთი მაღალი რეიტინგები აქვს, ისევ ჩვენი "ბრალია" . თუ გადაცემა არ მომწონს, მირჩევნია გავთიშო ტელევიორი. ათასი სხვა საქმეა , ტელევიზორი ყურების გარდა!
14:38 / 12-03-2015
გამოხმაურება / 0 /
lali
-რა დონის გადაცემებიცაა,იმ დონის ახალგაზრდა თაობა გაიზრდება,გასაგებიააა??? ჩვენ არ გვინდა ,რომ მომავალი საქართველო იყოს გარყვნილი, უცოდინარი და თავხედი.
14:19 / 12-03-2015
გამოხმაურება / 0 /
გაჭირვებული ხალხის ხმა
ჯაჯანიძე ,ასათიანი და ჟორჟორიანი მოაშორეთ ეკრანებიდან და საერთოდ ჟურნალისტობიდან. ესენი არიან ტიპიური გამრყვნელები 21-ე საუკუნიდან.
12:53 / 12-03-2015
გამოხმაურება / 0 /
VANDA
ეგრე არ არის რაა ,,თუ არ მოგწონს გადართე!” და სად უნდა გადავრთოთ? ყველას არ აქვს ფასიანი საკაბელო არხები სახლში,საღამოს ადამიანი რომ მივა დაღლილი სახლში და ტელევიზორთან დაჯდება,არც უნდა გაღიზიანდეს თურმე,რომ ამ დაბალი დონის გადაცემებს ნახავს ერთ, მეორე თუ მესამე არხზე, ეს ტელევიზიებიც ჩვენი, გადასახადის გადამხდელებისგან იღებენ დაფინანსებებს და როდისმე თუ დაინტერესდა რომელიმე ტელევიზია და გამოკვლევა თუ ჩაატარა ხალხს რა მოსწონს და რა გადაცემებს ისურვებდა?! სულ არ აინტერესებს ხალხის 90პროცენტს ჩვენი ბომონძღის ლოგინის ამბები,მაგრამ ყველგან ცხვირში რომ გვტენიან თავის ბინძურ თეთრეულს და წინ რომ გვიფრიალებენ,ხალხიც გაღიზიანდება და აგრესიაც იქნება წამყვანებზეც და თვითონ ამ პიროვნებებზეც.რა ვქნათ,ტელევიზორები გადავყაროთ ყველამ?ძალაუნებურად იმას უყურებ რაც იმ დროს ტელევიზორშია. სწორედაც ტელევიზიებში რომ მოსხდნენ არაპროფესიონალი,გაუნათლებელი და ,,უდონო” ჟურნალისტები და წამყვანები-ისინი ქმნიან თავისი გემოვნების პროდუქციას და ხალხი აქ არაფერ შუაშია. ბიბლიოთეკას,წიგნებს და სხვა საქმიაობას რაც შეეხება-კარგია.მაგრამ ყველას აქვს უფლება ქართულ არხებზე ხარისხიან გადაცემებსაც უყურონ და ცოტა ტვინი გაანძრიონ ტელევიზიის მესვეურებმა.
12:23 / 12-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკუნა
აბსოლუტურად გეთანხმებით, როცა ამბობთ, ნუ უყურებთ, თუ არ მოგწონთო, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით მეორე საკითხში---გადართეთ სხვა არხებზეო. ყველა არხი, რომელიც საინტერესო ფილმებს ან შემეცნებით გადაცემებს გვთავაზობს, ფასიანია და საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. თუმცა პირადად მე, ის ბედნიერი გამონაკლისი ვარ, რომელსაც არცერთი "ჯაჯანიძე", ხოლო "ასათიანი", ბოლო 3 წელი მაინც იქნება, არ უნახავს. როგორ ვახერხებ? სულ უბრალოდ, საბედნიეროდ, მაქვს სახვა არხების ფუფუნება და კარგი ბიბლიოთეკა სახლში)))))
20:40 / 11-03-2015
გამოხმაურება / 0 /
maia
Pretenziebi sakutari tavebs tsamoukenet vints am sisuleleebs ukurebs!produktsia bazris motxovnilebas emkareba,Aris motxovnileba Aris produktsia,ra donis makurebelitsaa Im donisaa televiziats DA presats.
18:37 / 11-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS