12 მარტი, 2015
ტელევიზიამ სიყვითლეში გადაგვიჯოკრა!.. ჯაჯანიძე-ასათიანის მლანძღველთა რიცხვი რეკორდულად გაიზარდა
გია ჯაჯანიძე ეთერში სვამს ისეთ შეკითხვებს, რომლებიც ჩვენც კი, გამოცდილ ''მეყვითლეებს'', არ დაგვისვამს: ''ბოზი ხარ?'', ''ქალიშვილი ხარ?''
მაია ასათიანს უკვე დიდი ხანია, ვეღარ აკვირვებს მისი გადაცემის კრიტიკოსთა რაოდენობა, მაგრამ ხუთშაბათ საღამოს სოციალურ ქსელს თუ გადაავლებდა თვალს, აღმოაჩენდა, რომ მლანძღველთა რიცხვი ერთი-ორად გაიზარდა, თანაც, მას მის კონკურენტთან, გია ჯაჯანიძესთან ერთად მოიხსენიებდნენ.

საინტერესო ამ ყველაფერში, პირველ რიგში, არის ის, რომ ადამიანები, რომლებსაც საშინლად არ მოსწონთ ''სხვა რაკურსი'' და ''პროფილი'', თავიანთ ძვირფას დროს არ იშურებენ, რომ ჯერ ''იმედზე''
გადართონ, შემდეგ- ''რუსთავი 2''-ზე, მერე- უკან და დეტალურად განიხილავენ, რა არ მოეწონათ ამა თუ იმ გადაცემაში.

კიდევ ერთი საყურადღებო ტენდენციაა, რომ ტელევიზიებმა აშკარად გადაგვიჯოკრეს სიყვითლეში და მაგალითად, გია ჯაჯანიძე ეთერში სვამს ისეთ შეკითხვებს, რომლებიც ჩვენც კი, გამოცდილ ''მეყვითლეებს'', არ დაგვისვამს: ''ბოზი ხარ?'', ''ქალიშვილი ხარ?''.

პირველ შეკითხვას ბაბემ უარყოფითად უპასუხა, მეორეს კი, წინა ხუთშაბათის ცნობილ გადაცემაში ქართული მენტალიტეტის შესახებ, მერსი სულხანიშვილის გაკვირვება მოჰყვა, ქალიშვილს ვგავარ ახლა მეო?!. ჯაჯანიძე თავისი სითამამით აშკარად გვაკვირვებს, მიუხედავად იმისა, რომ რაც საზოგადოების ყურადღების ცენტრშია, მას მერე სიმორცხვეს ნაკლებად უჩივის.

Rating

მის ''ხელში'' ცნობილი, ყოველმხრივ გამოწურული რესპონდენტები მაინც რაღაც ახალს ამბობენ, მოკლედ, გადაცემის სახელწოდებას მისი წამყვანი ამართლებს და სხვა რაკურსით გვიჩვენებს სტუმრებს. მაია ასათიანის ამბავი კი უკვე ძალიან კარგად ვიცით. მისმა გადაცემამ საკმარისი დრო გაატარა ტელეეთერში და იცის, როგორ დაიჭიროს მაყურებელი ეკრანთან.

საკითხავი სულ სხვა რამეა- ის, რითაც მსჯელობა დავიწყეთ. რატომ უყურებენ ადამიანები მათთვის საძულველ გადაცემებს იმ ეპოქაში, სადაც ადვილი შესაძლებელია პულტის მოხმარება, პირველ რიგში, მას აქვს გადახვევის ფუნქცია და თანაც, ტელევიზორი მხოლოდ ქართულ არხებს არ აჩვენებს.

Rating

სასურველი პროგრამის ნახვა ყოველგვარი ძალის დატანებისა და დისკომფორტის გარეშე შეგიძლიათ, ერთ ღილაკზე თითის დაწკაპუნებით. მეორეც, ალილუია, მეგობრებო – თქვენ წარმოიდგინეთ, არსებობს დალოცვლილი ინტერნეტი და იმდენი საიტი, რამდენიც მოგესურვებათ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი პროგრამის სანახავად.

საგულისხმოა, რომ საბოლოო ჯამში, მაინც ჩვენ მიერ ზემოთ ნახსენები ორი გადაცემა აჩვენებს ყველაზე მაღალ რეიტინგს, ასევე თურქული სერიალები. ხოლო ის ქართული არხები, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ძალიან საინტერესო ინგლისური თუ ამერიკული სერიალები, ფილმები, შემეცნებითი გადაცემები, რეიტინგებში აგებენ.

Rating

მათ ის ადამიანებიც კი არ უყურებენ, რომლებიც მონდომებით აწკაპუნებენ თითებს კლავიატურაზე ყვითელი შოუების საწინააღმდეგო პოსტების წერისას.

ქართული საზოგადოების ნაწილს აქვს სერიოზული პრეტენზია ტელევიზიების მისამართით, რომ არხებმა უნდა იზრუნონ აუდიტორიის განათლების დონის ამაღლებაზე, მაყურებელს მოანდომონ წიგნების წაკითხვა და ახლის შემეცნება.

ეს ჩვენც წაგვიკითხავს ჟურნალისტიკის თეორიის წიგნებში, სადაც გარდა ამისა, კიდევ ბევრი რამ წერია, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს ამბავი საქართველოში ვერ ხერხდება.

თუკი მართლა ამდენ ადამიანს აწუხებს ეს გადაცემები, როგორც სოციალურ ქსელში ერთი თვალის გადავლებით ჩანს, გთავაზობთ ასეთ ექსპერიმენტს - ნუ გადართავთ ხუთშაბათობით ამ ორ გადაცემაზე და თუ მაინც სული წაგძლევთ, გამოხმაურებას მაინც ნუ დაწერთ, რადგან ამით სხვებსაც ანდომებთ თქვენ მიერ გაკრიტიკებული გადაცემის ნახვას და ძალაუნებურად კიდევ უფრო ზრდით ჯაჯანიძისა და ასათიანის აუდიტორიას.

Rating

და თუკი იმას მიიღებთ, რასაც ტელეწამყვანები გთავაზობენ, მაშინ შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ისინი აკეთებენ აქცენტებს იმ თემებსა და ადამიანებზე, რომლებიც ყველაზე მეტ მსჯელობას გამოიწვევენ მაყურებელში. თოქშოუების ავტორებისთვის სწორედაც მნიშვნელოვანია ის აურზაური და კრიტიკა, რომელიც ყოველ გადაცემას მოჰყვება. რაც უფრო დიდია რეზონანსი, მით მეტია მათ მიერ გაწეული შრომის საფასურიც.

ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 19 /
ანნა
იმიტომ ვუყურებთ,რომ სხვა გზა არაა,ან სერიალებია,ან ასათიანი და ჯაჯანიზე.განვითარების მაგივრად უფსკრულისკენ მივექანებით და თანაც მაქსიმალური სიჩქარით
15:30 / 13-09-2015
გამოხმაურება / 0 /
shurianebs
Jajanidze,asatiani,jorjoliani DA bevri sxvas dzalian kargad moergnen dgevandeli dros-ra makurebelits kavt iset ramesats tavazoben.nu landzgavt DA gshurt mati,autsket dros pexi DA tqvents popularulebi gaxdebit,mitumetes dges rotsa arts gemovneba DA arts ganatlebaa sachiro mdare xarisxis qartuli televiziistvis,romelits bazris motxovnebs sruliad akmakopilebs.rats Erio is Berio......
19:58 / 21-05-2015
გამოხმაურება / 0 /
H
Ra sainteresoa asatiani,jorjoliani,jajanidze taviant nashierebs tu akurebineben am tragikul gadatsemebs?ragats Ara mgonia DA sxvisma shvilebma ra daashaves eseti mdare xarisxis TV ROM ukmnit DA adebilebt?
08:04 / 21-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ვანდა
teo-ქურდს ქუდი ეწვისო ხომ გაგიგია ))) შენ რა გულზე მოგხვდა კლავიატურაზე ვინ რას აწკაპუნებს?)ტელევიზია თუ გქვია კრიტიკაც უნდა მიიღო და ხალხის აზრიც გაითვალისწინო,თორემ გადართე,გადართეს ძახილი ადვილია,კარგი პროდუქციის შესაქმნელად რომ არც ტვინი ყოფნით და არც განათლება მაგას რად უნდა ორი აზრი,წაგვლეკეს ამ თურქული სერიალებით და ვიღაც-ვიღაცეების ლოგინის ამბების გარჩევით და ხმაც არ უნდა ამოიღო თურმე. ცხვრებო,იყავით ჩუმად და იძახეთ პულტი მაქვს და თუ მინდა გადავრთავო )))
18:15 / 19-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ina
me ar vuyureb arcerts d arc vakritikeb. mdabioebis gadacemebia. dziritadad samarcxvino stumrebi yavt. asatiani chkviani da ganatlebuli qalia, icis rom marazmebit ufro interesfeba xalxi da meti reitingic aqvs.
19:28 / 15-03-2015
გამოხმაურება / 0 /
გივი
ეს ასათიანი რომელია ჭინკას რომ გავს და ბოზე.........ს და პედა.......ს "სხადნიაკებს " რომ აწყობს ვაი იმი პატრონს ვინც მაგას უყურებს და იმას წუნწუკას შოუს
14:07 / 15-03-2015
გამოხმაურება / 0 /
თეო
ღრა კრიტიკულები ხართ:D უკეთესი შექმენით,თქვენ ხომ ასეთი დახვეწილი გემოვნება გაქვთ და გესმით რა გადაცემებია საჭირო..კლავიატურაზე თითების წკაპუნი და ერუდირებულად თავის წარმოჩენა ხომ ჩვენი შესაძლებლობების პიკია
19:47 / 13-03-2015
გამოხმაურება / 0 /
მოაშორეთ რეკლამები
ჩემს მაგალითს გეტყვით, მძულს მსგავსი ტიპის გადაცემები და არცერთისთვის არ მიყურებია. მაგრამ საკარისია 1 საატი დავჯდე ტელევიზორთან, რომ იმდენჯერ აჩვენებენ რეკლამას ჯაჯანიძის გადაცემის, რომ ძალაუნებურად ვიგებ ვინ ქალიშვილია ვინ ვის მისცა და მსგავს საკითXებს. არ მაინტერესებს არც ვუყურებ არც ვლანძღავ, მაგრამ რა დავაშავე რატომ უნდა უყურნ ჩემმა ბავშვებმა შუადღისას ჯაჯანიძის/ასათიანის შოუების რეკლამებს და არატრადიციული ორიენტაციის/მსუბუქი ყოფაქცევს ქალების თუ კაცების პროპაგანდას?
17:26 / 12-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ლელა
რა, სად, როდის? ჩემი საყვარელი გადაცემაა და როგორც ვიცი, რუსთავი2-მა გასულ წელს კინაღამ მოხსნა ეთერიდან. ასათიანის და ჟორჟოლიანის გადაცემებს არც ვუყურებდი და არც არასოდეს ვუყურებ. უბრალოდ წამყვანები არ მესიმპათიურებიან არც გარეგნულად, არც დიქციით და რა ძალა მადგას. ჯაჯანიძეს ჯერჯერობით ვუყურებ, ქართულად მაინც ლაპარაკობს სხვა ჟურნალისტებისაგან განსხვავებით, მერე ვნახოთ. მთელი ცხოვრება არც მაგის ყურება დამაინტერესებს.
17:16 / 12-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ირინა
მინდა დავამატო. დარწმუნებული ვარ, ძალიანაც მაღალი რეიტინგი აქვს "რა? სად? როდის?" და ქონდა სხვა ინტელექტუალურ გადაცემებს (თუნდაც შოუ იყოს), რომლებიც აღარ არის ჩვენ ტელესივრცეში, მაგ. "ვის უნდა 20 ათასი", "ყველაზე ჭკვიანი"... "რა? სად? როდის?" ისე გვიან აჩვენებენ, რომ ადამიანს უკვე ძილი გინდა (სანამ შაბათის გაუთავებელი საინფორმაციო დამთავრდება, მერე კიდე "ცოლის დაქალები"....)!
15:47 / 12-03-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS