23 იანვარი, 2015
რა შესთავაზა ალა პუგაჩოვამ თავის ორეულს -''ქმრის ვაკანსია მაქვს''
ორივე ჩვენგანს ჩვენი შემოქმედებითი გზა გვაქვს თბილისს ალა პუგაჩოვას ორეული ესტუმრა და კონცერტი გამართა. ელლა დევლახი ლევან ლაზარიშვილის დედის, თინიკო ლაზარიშვილის მოწვევით ჩამოვიდა საქართველოში და კიდევ რამდენიმე ხანს აპირებს თბილისში დარჩენას. ჩვენ დავინტერესდით, რით ჰგავს, გარეგნობის გარდა, ალა პუგაჩოვას მისი ორეული.

- ელლა, გვიამბეთ თქვენ შესახებ.
- ვარ ადამიანი-ინკოგნიტო. ფსევდონიმი მაქვს არჩეული და ყველა ასე მიცნობს, ელლა დევლახი. დიდი ხანია, სანქტ-პეტერბურგში ვცხოვრობ.
- პროფესიით მუსიკოსი ხართ?
- მომღერალიც ვარ და მსახიობიც. ალა პუგაჩოვას გარდა, შემიძლია,
რომ ირინა ალეგროვად გარდავისახო. შემიძლია თინა ტერნერისა და ემა უაინჰაუსის მსგავსად სიმღერაც. გარდა ამისა, ჩემი რეპერტუარიც მაქვს.
- ალა პუგაჩოვას იცნობთ?
- ძალიან დიდი ხნის წინ ვურთიერთობდით. ორივე ჩვენგანს ჩვენი შემოქმედებითი გზა გვაქვს.
- როგორი იყო მისი აზრი თქვენს ნამღერზე?
- როდესაც მომისმინა, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. შემომთავაზა, მასთან წავსულიყავი და ბექვოკალში მემღერა. მაშინ გამოუცდელი და ახალგაზრდა ვიყავი და არ წავედი.
- თბილისში პირველად ხართ?
- თბილისში დავიბადე. ძალიან მიყვარს ჩემი საქართველო და ჩემი ქალაქის პატრიოტი ვარ. თბილისი ჩემი სულია.
- არასდროს გიცდიათ ქართული ენის შესწავლა?
- ქართული საუბარი მესმის, მაგრამ ლაპარაკისას ცოტა შეცდომებს ვუშვებ.
- ყველაზე მეტად, თქვენი აზრით, გარეგნულად რომელ მომღერალს ჰგავხართ?
- ყველაზე მეტად ალა პუგაჩოვას. ძალიან ბევრი რამ გვაქვს საერთო. ისეთივე ფიგურა მაქვს - გამხდარი ფეხები და მსუქანი მხრები. თმაც ისეთივე ხვეული მაქვს და ჩვენი ხმებიც ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მას უყვარს ნარდის თამაში და მეც მიყვარს ნარდი. გემრიელად ამზადებს და მეც ძალიან გემრიელ კერძებს ვამზადებ. ალა ჩემი კერპია, ეს ქალი ჩემთვის ყველაფერია.
- გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალა პუგაჩოვამ თბილისში ბინა იყიდა. ამბობენ, რომ სოლოლაკში იცხოვრებს.
- რამდენადაც ვიცი, მან ესტონეთში იყიდა ბინა და იქ აპირებს ცხოვრებას, არ ვიცი, რამდენად მართალია, რომ თბილისშიც შეიძინა ბინა.
- როგორია თქვენი პირადი ცხოვრება?
- ბავშვი მყავს, ქმარი არ მყავს. ქმრის ვაკანსია მაქვს.
- როგორი მამაკაცები მოგწონთ?
- ღირსეული, ისეთი, რომელიც მე შემიყვარებს. Mძალიან რთული ადამიანი ვარ. ჩემი თავი ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ. თუ ჩემს თავს არ ვეცი პატივი, არავინ დამაფასებს.
- როგორი უნდა იყოს თქვენი საყვარელი ადამიანი?
- ის უნდა ჰგავდეს გრეგორი პეკს, ჯორჯ კლუნის ან, უკიდურეს შემთხვევაში, მაქსიმ გალკინს.
- იცნობთ პირადად?
- ძალიან დიდი ხნის წინ შევხვდით ერთმანეთს, ის ჯერ კიდევ სტუდენტი იყო.
- როგორია თქვენი გეგმები?
- ჯერჯერობით თბილისში ვარ. შემდეგ კი დაგეგმილი მაქვს ტურნე ისრაელსა და კანადაში.

მერი კობიაშვილი
ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
თმთ
ძალიან მაგრად მღერის ელა, მოსმენილი მაქვს მისი შესაძლებლობები, ის მარტლაც განსხვავებულია ბევრისგან
18:50 / 25-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ძალიან მაგრად მღერის ელა მოსმენილი მაქვს მისი შესაძლებლობები, ის მარტლაც განსხვავებულია ბევრისგან
18:46 / 25-01-2015
გამოხმაურება / 0 /
ინა
და ერთი რითი გავს მაინტერესებს? ვერა ხართ მატორზე. აზრი აზრი მიატანეთ ცოტა.
09:35 / 23-01-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS