21 იანვარი, 2015
იულია ქავთარაძე მომღერლობიდან მოდელობაზე გადაერთო
უკრაინაში იულია შოუბიზნესში ისევ აქტიურად ჩაერთო მას მერე, რაც მშობლიურ საქართველოში გაიბრწყინა რამდენიმე რეკლამასა და ცეკვების პროექტში, ცნობილი ლამაზმანი იულია ქავთარაძე უკრაინაში დაბრუნდა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, თბილისი და მთლიანად საქართველო იმდენად შეუყვარდა, უფრო ხშირად ჩამოდის და ზაფხულის დიდი ნაწილიც აქ გაატარა - საქართველოს სხვადასხვა კუთხე მოინახულა და თავის ძმასა თუ აქ შეძენილ მეგობრებთან მშვენივრად გაერთო. თუმცა, მუდმივი საქმე თბილისში არ გამოუჩნდა, ან შეთავაზებული წინადადებებით ვერ მოიხიბლა და კვლავ უკრაინაში ცხოვრობს - ქალიშვილსა და მეუღლესთან ერთად.

უკრაინაში იულია შოუბიზნესში ისევ აქტიურად ჩაერთო. ოღონდაც, არა ისე, როგორც მისი თაყვანისმცემლები ელოდნენ. ყველას ეგონა, რომ სკანდალური ჯგუფ "ნიკიტას" დატოვების შემდეგ იულია სოლოკარიერას ააწყობდა - ის ხომ შესანიშნავი მომღერალი და მოცეკვავეა, თუმცა, მან პოდიუმი არჩია და ძალიან აქტიურადაა ჩართული მოდის ბიზნესში. იულია უკრაინაში გამართულ მოდის კვირეულში რამდენიმე დიზაინერის ჩვენებაზე გამოჩნდა, სულ რამდენიმე დღის წინ კი საბავშვო მოდის დღესასწაულ "JFStar Parad"-ში შვილთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

იულია ამ დღის მთავარი "უფროსი ვარსკვლავი" იყო, დანარჩენი მოდელები ბავშვები იყვნენ. ყველაზე მეტად გამოირჩეოდა მისი ქალიშვილი მარგარიტა, რომელიც ეფექტური გარეგნობით დედას ნამდვილად არ ჩამოუვარდება. გოგონა 6 წლისაა, წელს შევიდა სკოლაში და შოუბიზნესის სამყაროში უკვე ბევრი უწინასწარმეტყველებს ვარსკვლავობას, მით უმეტეს, ასეთი დედის გავლენით.
29 წლის იულია უკრაინაში რომ ძალიან უყვართ, ეს ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ დაადასტურა მორიგმა გამოკითხვამ, რომლის მიხედვითაც ყველაზე ლამაზი უკრაინელი ქალები გამოავლინეს. იულია, როგორც წესი, ამგვარი რეიტინგების მუდმივი წევრია და ახლაც ასე მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ "ნიკიტაში" აღარაა და ამ ჯგუფის მოთხოვნების შესაბამისად აღარ უწევს გულახდილ ფოტოსესიებში მონაწილეობა თუ ვიდეორგოლისთვის გაშიშვლება, მის გარეგნობას უამისოდაც აფასებენ და არ ივიწყებენ.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS