26 ივნისს გიორგის დაბადების დღეზე პროფკავშირების კულტურის სახლში ახალგაზრდებმა მოიყარეს თავი. აღმოჩნდა, რომ ზემოხსენებულ ორგანიზაციას ახალგაზრდა არასამთავრობოები, სტუდენტები, მედიის წარმომადგენლები, სკოლის
ყველა ჩემ მიერ ჩამოთვლილი ჯგუფი ტრანსპარანტებით ხელში სხვადასხვა მუსიკის ფონზე, სხვადასხვა მოძრაობით შემოდიოდა დარბაზში. მედია გაზეთებით ხელში შემოგვიერთდა, სკოლის მოსწავლეები - პირზე აკრული ''სკოჩით'' და უკან ხელჯოხიანი მასწავლებლით. ღონისძიება იუბილარმა, გიორგი აფციაურმა გახსნა:
- სიჩუმე მჭირდება, სანამ სიტყვას დავამთავრებ, ისეთი სიჩუმე, რომ პრეზიდენტის გაფრენის ხმა ისმოდეს. მაგრამ არც ისეთი, რომ პრემიერ-მინისტრის ანეკდოტები მოვისმინოთ. ჩვენი ორგანიზაცია არც ერთი პოლიტიკური გაერთიანები აზრს არ ითვალისწინებს, ჩვენ ვართ დამოუკიდებელნი და ასეთებად დავრჩებით ბოლომდე.
- თქვეს, რომ დაბადების დღე გაქვს დღეს, გილოცავ.
გიორგი:
- ოქროს დაბადების დღე მაქვს. 26 წლის გავხდი. სპეციალურად არ დამიმთხვევია ამ დღისთვის ეს ფორუმი, უბრალოდ, სასწავლო წელი დამთავრდა და მერე ამ ახალგაზრდების შეკრება გართულდებოდა.
- შენს გამოსვლას პოლიტიკური დასაწყისი ჰქონდა, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მოგენატრა სცენა და იუმორი...
- ვერ ვიტყვი, რომ ის ადამიანი მომენატრა, რომელიც ვახსენე (იცინის). იმის თქმა მინდოდა, რომ ჩვენს მხარდამჭერებსა და პარტნიორებში არც ერთი პოლიტიკური გაერთიანება არ მოიაზრება.
- მეუღლემ უკვე მოგილოცა დაბადების დღე?
- კი.
- რა გისახსოვრა?
- სალიტამ და ჩემმა სიდედრმა ერთობლივი საჩუქარი გამიკეთეს. მიყიდეს პიჯაკი, რომლითაც დღეს უნდა გამოვსულიყავი ტრიბუნასთან.
დიჯეი ბუკლე
ჟურნალი ''რეიტინგი''